Jump to content
Planeta.Ge

ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა


Recommended Posts

ვანო მერაბიშვილს მაღალტექნოლოგიური შემოწმება ჩაუტადა, თუმცა ის სრულიად ჯანმრთელია და არც ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება,

 

მამუკა არეშიძე - არ გამოვრიცხავ მერაბიშვილის შემთხვევაში იულია ტიმოშენკოს სცენარი განმეორდეს

ექსპერტი, ვანო მერაბიშვილის ავადმყოფობასა და უკრაინის ყოფილი პრემიერის ციხეში ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევას შორის პარალელს ავლებს. როგორც ,,newspress“ - თან საუბარში მამუკა არეშიძემ აღნიშნა, მერაბიშვილის ამბავი, ტიმოშენკოს ირგვლივ დადგმულ სცენარს ჰგავს.

 

,,შეიძლება მართლაც აწუხებდეს ვანო მერაბიშვილს გული და ავადმყოფობდეს, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რაც უკრაინაში იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებით ხდებოდა.

 

ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვამბობდი, რომ კარგი პიარის შემთხვევაში, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისეთი აჟიოტაჟის ატეხვა შეიძლება, რომ უკრაინაში მომხდარი ამბავი განმეორდეს. ანუ შეიქმნას ისეთივე დაძაბულობა, რასაც ევროკავშირის ზოგიერთ ფრაქციას, ზოგიერთ ევროპარლამენტარს და უკრაინის ხელისუფლებას შორის აქვს ადგილი“ - განაცხადა ,,newspress“ - თან საუბარში მამუკა არეშიძემ.

 

 

 

ვანო მერაბიშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას არ საჭიროებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ "პირWელს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა.

"მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაუტარდა დიაგნოსტიკა, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ის ჯანმრთელია", - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, მერაბიშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას არ საჭიროებს.

ამასთან, ყოფილი პრემიერის მონახულებას მომავალი კვირის დასაწყისში მისი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილიც გეგმავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ის მერაბიშვილის ჯანმრთელობით დეტალურად დაინტერესდება.

http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=39077

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ელოდებოდი? ან რას ელოდები?
აპა,პატარა წესრიგის დაცვა არ შეგიძლია? მაშინ, რა მთავრობაზეა ლაპარაკი?! :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...