უცხო_პლანეტელი Posted July 31, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2013 ნინო კახიშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, პედაგოგთა დიდმა ნაწილმა ზღვარი ვერ გადალახა. "პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არცთუ ისე სახარბიელო შედეგები მივიღეთ. ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ნაკლებად ჩანს სახელმწიფოს ზრუნვა პედაგოგებზე,"- ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნეტგაზეთთან საუბარში. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები შემდეგ საგნებში -ისტორია, გეორგაფია, სამოქალაქო განათლება, მათემათიკა, ფიზიკა, ქიმიის, სახვითი ხელოვნება, ცნობილი პედაგოგებისთვის დღეიდან გახდა. როგორც მიმინოშვილი ამბობს, მათემატიკაში, პედაგოგთა დაახლოებით 86%-მა ვერ გადალახა ბარიერი, სამოქალაქო განათლებაში- 82.6%-მა, ქიმიაში - 91%-მა, ბიოლოგიაში -77%-მა, სახვითი ხელოვნებაში- 74%-მა, ფიზიკაში - 96%-მა. ისტორიასა და გეოგრაფიაში შედარებით უკეთესი შედეგებია - 57.2% და 49%. მისივე თქმით, წელს 356 პედაგოგი აბარებდა გამოცდას ფიზიკის საგანში, თუმცა ზღვარის გადალახვა 342-მა პედაგოგმა ვერ შეძლო. "მე თვითონაც ძალიან შეწუხებული ვარ ამ შედეგებით. წლების განმალობაში ბევრი უნდა გაკეთებულიყო პედაგოგებისთვის. ძალიან აქტიური ქმედებები საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი არ გადატყდეს პედაგოგებზე, ისინი ნაკლებად არიან დამნაშავენი. პირველ რიგში, სახელმწიფის მიერ უნდა იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა. ზუსტი და მკაფიო სტრატეგია არის საჭირო. ეს გამოცდა სადამსჯელო ოპერაცია არ უნდა იყოს. კვალიფიკაციის ამაღლებაზე სამინისტრომ და სახლემწიფომ უნდა იზრუნოს, უამრავი აქტოვობების დაგეგმვაა საჭირო. ჩემს ორგანიზაციაზე და ჩემს თავზეც ვფიქრობ, იქნებ ჩვენც მოვაკელით რამე, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, არ ვიცი, ძალიან ვარ შეწუხებული. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არავინ გაიშვიროს თითი პედაგოგებისკენ. როდესაც სახლმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგმა იზურნოს საკუთარ კვალიფიკაციაზე და საკუთარ თავზე შეძლოს მუშაობა, მხოლოდ მაშინ შეიძლება დავადანაშაულოთ კონკრეტული პედაგოგი," - ამბობს მიმინოშვილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები შარშან უფრო მაღალი იყო. "როგორც ჩანს, უფრო ლოიალურად გასწორდა შარშან. ტესტები კი ჩვენი შედგენილი იყო მაშინაც, თუმცა გასწორების პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებდით, არ ვიცი. კიდევ ერთი ფაქტორია აქ - პირველ წლებში გამბედავი პედაგოგოები გამოვიდნენ, ვისაც საკუთარი თავის იმედი ჰქონდა და დაადასტურეს კიდეც ეს." ამ ეტაპზე არ გამოქვეყნებულა პედაგოგთა გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაში. მიმინოშვილის თქმით, საბოლოო, პირველადი შედეგები 10 აგვისტოსთვის იქნება იცნობილი, რის შემდეგად უფრო მეტი ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი. http://www.netgazeti.ge/GE/105/News/22133/ აქვე ტესტები http://www.naec.ge/pedagogtha-sasertifikacio-gamocdebi/testebi.html?lang=ka-GE უბრალოდ სირცხვილია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted August 1, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2013 კარგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted August 2, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2013 ისე კი რელობასთან საკმაოდ ახლო სიტუაციაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.