Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ყარსი ახალქალაქის რკინიგზის შეჩერებით და აფხაზეთის მონაკვეთის გახსნით, რუსეთი საკუთარ პლაცდარმს იკეთებს კავკასიაში

 

დღეს, ახალქალაქში მიხეილ სააკაშვილმა ყარსი-ახალქალაქის მშენებლობის შეფერხებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზა, რომელმაც გზა უნდა გახსნას ევროპაში არის შეჩერებული და ამის სანაცვლოდ, მიმდინარეობს საუბრები აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენაზე, რომელიც პრეზიდენტის თქმით, რუსული გეგმის ნაწილია.

 

,,ამ რკინიგზას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსთვის და ჩვენ სამწუხაროდ დავკარგეთ ძაიან ბევრი დრო, იმის გამო, რომ ბევრი შეფერხებებია ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით და გაურკვეველი პრობლემატური საკითხი წარმოიშვა აზერბაიჯანულ მხარესთან. იმის მაგივრად, რომ პრაქტიკულად დამთავრებულიყო ეს მშენებლობა წელს და მე ვვარაუდობდი, რომ ჩემი პრეზიდენტობა დამემთავრებინა ამ რკინგზის გახსნით, ამის ნაცვლად ეს რკინიგზა ვერ დამთავრდა წელს და სამწუხაროდ, ეს ალბათ ვერ დასრულდება კიდევ მრავალი წელი,

 

ამას აქვს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა. ამის გამო ჩვენ დავკარგეთ სამწუხაროდ ტვირთები ავღანეთიდან, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

 

როცა ასე ინტენსიურად ვლაპარაკობთ, რომ აფხაზეთის რკინიგზა უნდა გავხსნათ, პრაქტიკულად ეს არის დროის წინააღმდეგ მუშაობა, რადგან რუსეთს აწყობს რომ ეს რკინიგზა შეფერხდეს, სამაგიეროდ სასწრაფოდ გახსნან ჩვენი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი და გაიკეთოს პლაცდარმი კავკასიაში, იმის მაგივრად, რომ საქართველომ გაიხსნას ფანჯარა ევროპაში. ეს არის ბინძური თამაში და მე არ მინდა, რომ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ეს ბინძური თამაში ითამაშოს.

 

 

ჩვენ პრაქტკულად ბოლომდერ გვქონდა მიყვანილი და გვქონდა იმდი, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა და გზა გაიხსნებოდა ევროპაში. ბოლო ამ თამაშებით, არ მინდა რომ ეს ფანჯარა დაიკეტოს, მე ვნახე რომ იქ ხალხი მუშაობს ენთუზიაზმით, მაგრამ ეს არ არის ის მასშტაბები, რომლითაც უნდა დამთავრებულიყო. მე მოვუწოდებ მთვარობას, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ამ რკინიგზის მშენებლობა იქნებ მომავალ წელს მაინც დასრულდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...