Jump to content
Planeta.Ge

BBC - 5 წლის შემდეგ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს


Recommended Posts

"ხუთი წლის შემდეგ, საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს", - ამ სათაურით აქვეყნებს BBC დემიენ მაკგინესის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთთან ომის წაგებიდან 5 წლის შემდეგ , საქართველოს კრემლთან მეგობრული ურთიერთობები სურს, თუმცა ამავდროულად, დასავლეთთან ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. "8 აგვისტოს, საქართველო ომიდან ხუთი წლისთავს აღნიშნავს. ეს ომი ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა საქართველოსთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ომი, საქართველოს მხრიდან ოპერაციით დაიწყო, რომელიც იმედოვნებდა, რომ 1990-იან წლებში დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლს დაიბრუნებდა. რუსეთის არმია, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირვებია ტერიტორიების ასაღებად და საქართველოს ტერიტორიისთვის კიდევ უფრო დიდი დარტყმის მიყენებისთვის, თბილისთან ახლოს გაჩერდა", - წერს დემიენ მაკგინესი და დასძენს, რომ ამ ომში ათასამდე ადამიანი დაიღუპა, სადავო ტერიტორიებზე მცხოვრები ათასობით ქართველი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსებს ახლა საქართველოს ტერიტორიების 20% აქვთ ოკუპირებული. მოსკოვმა და თბილისმა სწრაფად გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები, მათი ლიდერები კი, ერთმანეთისთვის არადიპლომატიური შეურაცხყოფის მიყენებას არ ერიდებოდნენ. "პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გენიტალიებით დაკიდებდა. თავის მხრივ კი, სააკაშვილმა ერთხელ პუტინი "ლილი-პუტინად" მოიხსენია", - ნათქვამია სტატიაში. როგორც დემიენ მაკგინესი წერს, ყოველივე ამის გამო ჩვეულებრივი მოქალაქეები დაზარალდნენ, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ რუსეთში გამგზავრების და ნათესავების მონახულების მხრივ. "თუმცა ახლა, საქართველოს ახალ მთავრობას, რომელმაც ოქტომბერში სააკაშვილის პარტია ხელისუფლებას ჩამოაშორა, მოსკოვთან სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების აღდგენა უნდა. თბილისიდან წამოსულმა პოლიტიკურმა შერიგების მცდელობებმა მოსკოვი დაარწმუნა, უარი ეთქვა რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წ####ბის გაყიდვის აკრძალვაზე. უკვე შეინიშნება ქართველებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გამარტივების ნიშნებიც. 11 ივნისს კი პუტინმა განაცხადა, რომ "სრულფასოვანი ურთიერთობების" აღდგენის მომხრეა", - წერს დემიენ მაკგინესი და დასძენს, მიუხედავად ომისგან დარჩენილი იარებისა, ამ

 

სრულიად: http://politico.ge/index.php/news/view/5189

 

ორიგინალი: http://www.bbc.co.uk/news/world-europe-23010526

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...