Metalhead Posted June 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2013 (edited) ბედუკაძის პასუხისმგებლობის გათავისუფლებამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს იმის შესახებ რომ ციხის კადრები იყო სისტემური დანაშაული. ნუთუ არავის დააინტერესა როგორ გაათავისუფლა პროკურატურამ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან? როდესაც დანაშაულის მონაწილე პირთან ხდება მოლაპარაკება მას ეხსნება პასუხისმგებლობა ან უმეტეს შემთხვევაში ხდება სასჯელის შემსუბუქება იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი: 1) აღიარებს ჩადენილ დანაშაულს 2) დაასახელებს უშუალო შემკვეთს და ორგანიზატორს. ბედუკაძის მიერ გადაღებული კადრები არის წმინდა წყლის თვითშემოქმედება, მან სავარაუდოდ ანგარებით დადგა ეს სცენები და გარეშე ძალის შეკვეთით, რადგან მან პროკურატურას არ დაუსახელა თუ ვინ შეუკვეთა ამ კადრების დამზადება, შესაბამისად ბედუკაძის მაგალითიდან გამორიცხულია, რომ ციხის კადრები იყო სისტემური კრახი. თუმცა ეს არ ამართლებს მათ ვინც მართლაც სჩადიოდა ამგვარ დანაშაულს და ამაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე მოხდა რეაგირება. ციხის გავრცელებული კადრებიდან რეალური არის მხოლოდ კარანტინის დაშლა, რაც აგრეთვე აღმაშფოთებელია და აუცილებელი იყო რეაგირება. ახალმა პროკურატურამ ზოგზე გირაო მოითხოვა, ზოგი გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან, ზოგსაც მინიმალური ვადა მიეცა. დარჩა პასუხ გაუცემელი კითხვები: 1) რატომ გათავისუფლდა ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან თუ მან მხოლოდ ფაქტები გამოამზეურა, 2) არც დანაშაული უღიარებია და არც შემკვეთები დაუსახელებია. არანაირი პირობა არ იყო ბედუკაძის გათავისუფლებისთვის. ეს არის შერჩევითი სამართლის უბადლო ნიმუში. გამოდის რომ ვიღაცას აწყობდა რომ ასე მომხდარიყო, კანონის უზენაესობა ცალსახად ბედუკაძის პატიმრობაში დარჩენას გულისხმობს. დააკვირდით ბედუკაძის მიერ გავრცელებულ კადრებს და მის ხმას, ის გასცემს ბრძანებას წამების სახეობებზე, ის არის ინიციატორი თუ როგორ მოხდეს წამება, ის ესაუბრება უშუალოდ პატიმარს და მასზე ახდენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აქედან საზოგადოებამ ლოგიკური დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ აღნიშნული კადრები არის ან ბედუკაძის თვითშემოქმედება ან გარეშე ძალის მიერ დავალებული, თვითშემოქმედების შემთხვევაში ლოგიკური იქნებოდა ბედუკაძეს გაეზიარებინა პასუხისმგებლობა რასაც კანონი გულისხმობს, მაგრამ ვინაიდან ის ასცდა კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას გამოდის რომ მას ვიღაცამ ააცილა ეს პასუხისმგებლობა რაღაცის სანაცვლოდ, თუ რის სანაცვლოდ მემგონი არ არის ძნელი მისახვედრი.მინდა გამოვეხმაურო სამალავს და აღნიშნულ კადრებს. სავარაუდოდ კადრების დიდი ნაწილი, რომელზეც საუბრობს შსს არის უშიშროების მიერ მოგროვებული მასალა. კონტრდაზვერვის სამსახური ყველ აქვეყანაში ახორციელებს თვალთვალს, მაგრამ ეს იმენად მკაცრად დაცული ინფორმაციაა, რომ ხელისუფლების ცვლაც კი არ გულისხმობს რომ ამ კადრებზე ვინმე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კადრების მნახველები საუბრობენ ამ კადრებში არის არამხოლოდ თვალთვალი, არამედ წამება და გაუპატიურება, რაც ცალსახად დანაშაულია და უნდა იქნეს გამოძიებული და დადგენილი ეს არის სისტემური დანაშაული თუ ეს არის კონკრეტულად იმ პირების სისასტიკე ვინც ამას სჩადის. მაგრამ 12 000 ფაილის ხსენება არასწორია, რადგან ვიმეორებ სავარაუდოდ შსს საუბრობს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ფაილებზე, სამსახურზე, რომელსაც ევალება თვალთვალი და ეს მისი მოვალეობაა, ხოლო ამ ფაქტის გამომზეურება უტოლდება სახელმწიფო ღალატს, ჩათვალეთ, რომ დღეიდან საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი პარალიზებულია, თანამშრომლები დემორალიზებული ან ჩემსავით გაფანტული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებში, ყველანაირი გზა აქვს გახსნილი უცხო ქვეყნის სპეც სამსახურებს საქართველოში თამამად იმუშაონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის 12 000 ფაილის და გაუპატიურების სცენების ერთმანეთთან გაიგივება არის ან არაპროფესიონალიზმი ან წინასწარ განზრახული პოლიტიკური სვლა რომ წინასწარვე წარმოაჩინონ რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. არ არის გამორიცხული რომ ეს მართლაც იყო სისტემური დანაშაული, მაგრამ ვიმეორებ ეს გამოსაძიებელია, ხოლო 12 000 ფაილის და კონტრდაზვერვის შრომის ჩაყრა და გამომზეურება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია. მათ შორის ფაილების ნაწილი არის გადმოსული 90-იანი ხელისუფლების დროიდანაც, ამაზეც ხმა უნდა ამოიღოს ახლანდელმა ხელისუფლება, რადგან იქ მარტო 2003 წლიდან გადაღებული მასალა არ არის. 90-იან წლებში კონტრდაზვერვის ის მწირი მუშაობაც არის და ჩვენ ეს გადმოგვყვა წინა ხელისუფლებიდან, და ეს ისეთი სფეროა რომ მასში ყვირილი და სააშკარაოზე გამოტანა სათუთი თემაა, რა თქმა უნდა წამება უნდა აღიკვეთოს თუ ასეთი ხდება, მაგრამ ამ დანაშაულის გამო მთელი კონტრდაზვერვის მასალის მსხვერპლად შეწირვა კიდევ ერთხელ ვამბობ სახელმწიფო ღალატია. https://www.facebook...139561156243967 ვინაა ისე ეს? Edited June 23, 2013 by Metalhead Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 23, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2013 : 1) რატომ გათავისუფლდა ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან თუ მან მხოლოდ ფაქტები გამოამზეურა, გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო განთავისუფლდა როგორც ვიცი,, ადეიშვილს პირი რო მოუღია სად ბრძანდება , რატომ არ ჩანს? ეს მოსე მწერლობა არ უშველის. სავარაუდოდ შსს საუბრობს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ფაილებზე, დედაა ...რა ჭკვიანი ყოფილა ადეიშვილი, შსს რასაც საუბრობს ყველას გვესმის, კონტრდაზვერვა არ უხსენებიათ , წამება და გაუპატიურების ფაქტებიაო . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted June 23, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2013 ვინაა ისე ეს? ადეიშვილი თუ ვინ? თუმცა ეს არ ამართლებს მათ ვინც მართლაც სჩადიოდა ამგვარ დანაშაულს და ამაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე მოხდა რეაგირებასამაგიეროდ ბევრს ცვლის თანაც ბევრი კითხვა ჩნდება მაგალითად: "ცოცხის ვიდეო" ან სხვა მთკიცებულება ნამდვილია???? თუ როგორც ბესელიას ნერვოზი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted June 24, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2013 Giorgi Kiskeidze ადეიშვილიეგაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted June 24, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2013 Metalheadხო მისი გვერდია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.