Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გოიმების პარადი, ანუ როგრ აქცევს გაუნათლებლობა ხალხს პოლიტიკური მანიპულაციის საგნად

 

ამ პატარა სტატიის დაწერა მაიძულა 17 მაისის აქციის შემეგ პრესაში და ფეისბუქის საუბრებში გამოთქმულმა უამრავმა პრეტენზიულმა უვიცობამ. თავიდანვე ვიტყვი, რომ არც ლგბტ–ების 'დამცველების' მხარეს ვარ და არც ნაკურთხი ტაბურეტკებით შეიარაღებული მღვდლების. ორივე მხარეს გოიმებად აღვიქვამ, მათ გოიმობას კი გაუნათლებლობის და პრეტენზიულობის მივაწერ. ლაპარაკი მაქვს საზოგადეობაში რაღაც როლის შესრულების პრეტენზიაზე. ყოველივე ეს მათ აქცევს პოლიტიკური მანიპულაციის საგნად – აკეთებენ არა იმას რასაც ცდილობენ, არამედ სრულიად საწინააღმდეგო რამეს. მაშასადამე ეს ხალხის დაჩაგრულია. რამდენადაც დაჩაგრულები არიან, არ შეძილება მათ მიმართ ზიზღი გაგიჩნდეს. თუმცა, თითოეულ მათგანს სახლში რომ ყავდეს ვინმე, ვინც მეგობრულად დააპანჩურებდა და თავში წამოარტყამდა, ჩვენი საზოგადეობა გაცილებით სიცოცხლისუნარიანი იქნებოდა.

 

დავიწყოთ იმ უვიცობიდან, რომ ლგბტ–ების პარადი არის ჰომოსექსულიზმის და სოდომის ცოდვის პროპაგანდა. ამ სისულელეს იმეორებს არა მარტო მღვდლების დამცველი ხალხი, არამედ ნეიტრალურებიც და ნაწილობრივ ლგბტ–ების 'დამცველების' ბანაკიც. 'ცოდვის პროპაგანდის' არგუმენტის უკან დგას არგამოთქმული, მაგრამ ნაგულისხმევი რამდენიმე უვიცობა: 1) ჰომოსექსულიზმი რყვნის, ანუ, შეიძლება 'ჩვეულებრივი' ადამიანი ჰომოსექსუალი გახდეს შესაბამის გარემოში 2) ჰომოსექსუალიზმი არის ცხოვრების სტილი, ანუ, თავისუფალი არჩევანი; თავისუფალი არჩევანის უფლება კი ყველას უნდა ქონდეს.

 

წუთით თუ დავუშვებთ, რომ ყველაფერი ეს მართალია, მაშინ გასაგებია შეტაკების ორივე მხარეს მყოფი ხალხის პათოსი. მეტიც, ორივეს პოზიციას შეიძლება თანაუგრძნოს კაცმა – გააჩნია ღირებულებათა როგორი პრიტეტები გაქვს. თუ ტრადიციონალისტი ხარ და ჰომოსექსუალიზმის 'გავრცელება' ნაციის დასასრულად გეჩვენება, მღვდლბის მხარეს უნდა დადგე და დაიცვა შენი შთამომავლების და ნაციის კულტურა და მომავალი. თუ თავისუფლება გეჩვენება მთავარ ღირებულებად, უნდა შეეგუო თუ ვინმე საკუთარი ცხოვრების სტილის პროპაგანდას ცდილობს გამოხატვის თავისუფლებს გამოყენებით. ეს უნდა ხდებოდეს ზუსტად ისევე, როგორც იეღოველების პროზელიტიზმს უნდა შევეგუოთ იგივე თავისუფლების ინსტიტუტის მოწოდებით.

 

საქმე იმაშია, რომ ჰომოსექსუალების და გეიპარადების შესახებ გავრცელებული შეხედულებები არ არის მართალი. დავიწყოთ იქედან, რომ ჰომოსექსუალიზმით 'გარყვნა' შეუძლებელია (ტრანსექსულიზმზე და სხვა უმცირესოებებზე რომ არაფერი ვთქვა). ყველა დროის და ყველა კუტურის საზოგადოებაში ჰომოსექსუალებად იბადებიან. მათი პროცენტი ძალზე მცირეა. ზოგიერთი მონაცემით ყველა სახის გეები ერთად აღებული პოპულაციის 1% ზე მეტს არ წარმოადგენს. იგივე პროცენტით გვხვდება ეს ქცევა ცხოველებშიც. სექსუალური ორიენტაციის ცვლილება შეუძლებელია მიუხედავად გამოცდილებისა და კულტურული გარემოცვისა. ანუ, ჰეტეროსექსუალი ჰომოსექსუალების წრეშიც კი ვერ შეიცვლის ორიენტაციას თუნდაც მას აიძულონ ჰომოსექსუალური აქტი, ანუ გააუპატიურონ. ამგვარად ჰომოსექსუალიზმი არ არის სოციალური მოვლენა – არც კულტურა, არც ცხოვრების სტილი და არც გარყვნილება.

 

სამწუხაროდ გაუნათლებლი ხალხს შეიძლება მცდარი შთაბეჭდილება დარჩეს ზოგიერთი ცნობილი ხელოვანის ფილმებიდან. მაგალითად, პედრო ალმადოვარის ერთ ფილმში ძმაბიჭებს ერთ საერთო შეყვარებულ ქალთან ცხოვრების ფონზე ერთმანთშიც აქვთ ჰომოსექსუალური კავშირი ერთ ერთი ორგიის დროს. გამოფხიზლებულებს თავისი ქცევის რცხვენიათ და მათი მეგობრობაც იმსხვრევა. ეს მაგალითი, ერთის შეხედვით, ჰომოსექსუალური გარყვნლების არგუმენტია მგრამ ეს მხოლოდ უვიცებისათვის.

 

საქმე იმაშია, რომ ჰომოსექსულობის 80%–ზე მეტი არის ბისექსუალი, ანუ ორივე სექსთან ცხოვრება ანიჭებს სექსუალურ სიამოვნებას. ბისექსუალების დიდი უმრავლესობა კი არის ფარული ჰომოსექსუალი, ანუ ცხოვრებაში არასოდეს მიუმართავს ჰომოსექსუალური აქტისათვის. მათი პიროვნების ჩამოყალიბების ფიზიოლოგიურ პროცესში ისე მოხდა, რომ ბუნებივი/ფიზიოლოგიური ტაბუ ჰომოსექსუალური აქტის მიმართარ ჩამოუყალიბდათ. ეს ტაბუ უმრავლესობას უყალიბდება გარკვეულ ასკაში. ჰომოსექსუალებში ასეთი ფიზიოლოგიური ტაბუს როლს ასრულებს სოციალური ტაბუ, ანუ, იმის გაცნობიერება, რომ ჰომოსექსუალური აქტი სასირცხვილოა და მათ გაუცხოებას გამოიწვევს გარშემომყოფთაგან. ასეთმა ადამიანმა, მართლაც შეიძლება გამოსცადოს ჰომოსექსუალური აქტი საკუთარი ნებით და მერე ამის შერცხვეს. ჰომოსექსუალების ამგვარი პრობლემბი არის სწორედ ის მიზეზი, რაც ამართლებს გეი პარადებს.

 

როგორც ვთქვით ჰომოსექსუალთა უმეტესობას, ანუ ბისექსუალებს, აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემა, თავიანთი განუხორციელებელი სექსუალური ორიენტაციისა. წარმოიდგინეთ, ოჯახის მამა და პატივცემული პროფესრი, აბსოლტურად სოციალიზებული ადამიანი, რომელიც თავის თავს ამჩვნევს იმგვარ მიდრეკილებებს, რომლისაც თვითონვე ეშინია. ასეთი ადამიანები ხშირდ მიმართავენ ექიმებს ფსიქოლოგიური დახმარებისათვის. ზოგირთი შარლატანი კი მათ ატყუებს, რომ მას ჰომოსექსუალიზმისგან მკურნალობს. სინამდვილეში ამ ადამიენბს ფსიქოთერაპია ეხმარება იმ ნევროზული მდგომარეობის გადალახვაში, რაშიც მათ აგდებს საზოგადოების ტაბუ ჰომოსექსუალურ ქცევაზე. არც ეს ტაბუ და არც ჰომოსექსუალური ორიენტაცია, რა თქმა უნდა, არსად მიდის 'მკურნალობის' შედეგად. ამიტომ ჰომოსექსუალების უფლებადაცვით მოძრაობაში გაჩნდა ისეთი იარაღი, როგორიცა გეი პარადები.

 

დაშვება ისაა, რომ თუ ჰომოსექსუალი გამოიჩენს გაბედულებას და ღიად იტყვის, რომ ჰომოსექსუალია, მას ფსიქოლოგიური პრობლემა მოეხსნება, რამდენადაც გაქრება შიდა კონფლიქტი საკუთარ თავთან (ანუ, საკუთარი ბუნების მიღებლობა). რჩება საზოგადოების ზიზღი ჰომოსექსუალების მიმართ. გეიპარადები ამ ზიზღის გდალახვისკენაც არის მიმართული. დაშვება ისაა, რომ ერთად შეკრებილი და საააშკარაოზე გაბედულად გამოსული გეების დანახვაზე ხალხი იტყვის – ნახეთ რამდენი ყოფილან, ამდენი ხალხის პრობლემაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია; თანაც რამხელა პრობლემა ყოფილა ეს მათთვის – ამ პარადზე გამოსვლით ხომ მათ დამატებითი პრობლემა შეიქმნეს სახლში, სამუშაოზე, ახლობლებში; ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრება, რომ მათ არ ვაგრძნობინოთ თავი გარიყულად; მათ ხომ ისედაც დიდი პრობლემები აქვთ და არც არავის არაფერს უშავებენ. ეს არის ის ლოგიკა, რა ლოგიკითაც ხდება გეი აღლუმები დასავლეთში და რის გამოც ეს აღლუმები სავსებით მშვიდობიანი აქციებია. სხვა საკითხია ის, თუ რამდენად ეფექტურია გეიპარადები, ან შეუძლია თუ არა მათ რამე ეფქტი მოგვცენ ფართემასშტაბიანი სამოქალაქო განატლების გარეშე. ეხლა მდით ვნახოთ რას წამოადგენდა ეს აღლუმი ჩვენთან.

 

როგორც სკაიპის საუბრებიდან გავარკვიე, ამ აღლუმში მონაწილეთა დიდი ნაწილი (თუ უმეტესობა არა) თვითონ კი არ იყო ჰომოსექსუალი არამედ მონაწილეობას იღებდა, როგორც მათი უფლების დამცველი. მათი კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ისინი ამას მხოლოდ თავის ენჯეოებში ფულის გასაკეთებლად შვებოდნენ. მაგრამ მათავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, არის თუ არა ეს უფლებადაცვითი ქმედება?

 

ჯერ ერთი, თუ გეების უფლებებს იცავ და იმდენს ვერ ახერხებ, რომ ჰომოსექსუალები რამდენადმე მნიშვნელოვანი რაოდენობით შეკრიბო აღლუმზე, გაქვს კი იმის ლეგიტიმურობა, რომ მა ხალხის სახელით ვიღაცას დაუპირისპირდე? ამდაპირისპირებით იცავთუ არღვევ ჰომოსექსუალების უფლებებს? ჰომოსექსუალების აღლუმის ძირითადი მიზანი, ხომ საზოგადოებასა და მათ შორის დაპირისპირების შემცირებაა. სექსუალურ უმცირესობათა უფლების დამცველი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას აღლუმების საბოლოო შედეზე ამ ჯგუფის უფლებათ თვალსაზრისით. და თუ ამ აღლუმს უმცირესობათა მდგომარეობის გაუარესება მოსდევს, უფლებათა დამცველი კი არა გოიმი ხარ, ასე არ არის?

 

მეორე, თუ გეი არა ხარ და როგორც უფლებადამცველი ისე გამოდიხარ აღლუმზე რა მიზანს აღწევ ამით? ხომა არ უწყობ ხელს იმ მითის გავრცელებას, რომ გეი აღლუმი გარკვეული ცხოვრების სტილის, ანუ 'გარყვნილების', პროპაგანდაა? განა ამით ხელს არ უწყობ მეორე ტიპის უვიცების (ტრადიციონალისტების) მხრიდან ჰომოსექსუალებსზე თავდასხმებს? არაჰომოსექსუალის გამსვლით პარადზე ჰომოსექსუალს ფსიქოლოგიური პრობლემა არ მოეხსნება, ეს პარადი მხოლოდ ჰომოსექსუალთა გაბედულების გზით ახდენ ეფექტს. შენ კიდევ, ვინც ჰომოსექსუალი არა ხარ და პარადზე გამოდიხარ, უფლებათა დამცველი ხარ თუ გოიმი?

 

მესამე, თუ მღვდელი ხარ ან მღვდლის მრევლი და ნაციას იცავ 'მორალური გადაგვარებისაგან', ტაბურეტკებით რო დასდევ 'პროვოკატორ' ენჯეოშნიკებს, ამით რა მიზანს აღწევ? იმ ენჯეოშნიკებმა უფრო მეტი ფული რომ იშოვონ და ჰომოსექსუალიზმის უფრო ფართე 'პროპაგნდა' მოაწყონ? ერთი მუჭა მშვიდობიანი ხალხის ცემა, თუნდაც გარყვნილების პროპაგანდისტები იყვნენ ისინი, რა რეაქციას გამოიწვეს საზოგადოებაში? ჭკუათმყოფელი უმეტესობა, რა თქმა უნდა, დაჩაგრული უმცირესობის მხარეს დადგება და ასეთი მღვდელბის გამომშვები ეკლესის წინააღმდეგი წავა. ხოდა ასეთი შედეგისთვის თუ იღწვი, ვინ ხარ შენ 'კეთილად აღზრდილი მღვდელი' თუ გოიმი?

 

მეოთხე, თუ მღვდელი ხარ ან მღვდლის სპონსორი (ტრადიციონალზმით სპეკულანტი ვასაძის არ იყოს) და სოდომის ცოდვისგან გინდა 'წმინდა' ქალაქი გადაარჩინო, ის მაინც არ უნდა იცოდე რა არის სოდომის ცოდვა? როგორც ქრისტიანულ ასევე იუდევურ წმინდა წიგნებში სოდომის ცოდვა იყო არა მარტო ჰომოსექსუალიზმი არამედ ორალური სექსიც. ეხლა თუ ვასაძეს და მის დასპონსორებულ მღვდლებს უნდათ, რომ ორალური სექსი აგვიკრძალონ, ჯერ დედა დაიფიცონ, რომ თვითონ არ იღებენ ასეთი სექსისგან სიამოვნებას, და მერე კარგად დაფიქრდნენ ამის გაკეთების ობსილა თუ აქვთ იმიტომ, რომ ორალური სექსის 'თაყვანისმცემლები' უკვე რაღაც ერთი მუჭა უმცირესობა კი არა ვართ არამედ უმრავლესობა http://forum.ge/html/emoticons/smile.gif ხოდ ამაინც თუ არ დაფიქრდებიან, ვინ არიან ეგენი, ტრადიციონალისტები თუ ერთი მუჭა გომები?

 

თავიდან მინდოდა ამ სტატიაში ისიც დამეწერა თუ ვინ და როგორ იყენებდა გოიმ მღვდლებს და ეჯეოშნიკებს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის, მაგრამ უკვე საკმაოდ გამიგრძლედა სათქმელი. ამიტომ დავამთავრებ იმის აღნიშვნით თუ რატომ ვილაპარაკე მაინდამაინც ჰომოსექსუალებზე მაშინ, როცა გეი აღლუმები და თვითონ ლგბტ ცნება სხვა სექსუალურ უმცირესობებსაც გულისხმობს – მაგალითად, ტრანსსექსუალებს. საქმე იმაშია, რომ გეი აღლუმების არსი სწორედ ჰომოსექსუალების (ბისექსუალები და ლესბოსელებიც ჰომოსექსუალები არიან) გამბედაობაშია. ტრანსექსუალების აღლუმში მონაწილეობას არავითარი აზრი არა აქვს. საერთოდ არინფორმირებულებისათვის ამის ახსნა ორი სიტყვით გამიჭირდება, მაგრამ მაინც ვცდი. ტრანსსექსუალის მთავარი მოტივი, რის გამოც ის სექსს იცვლის (უბრალოდ ჩაცმულობით ან ქირურგიული ოპერაციითაც კი) არის ის, რომ საზოგადობა მას იცნობდეს და ეპყრობოდეს იმ სქესის წარმომადგენლად, რომელიც მას უნდა და არა იმ სქესად, რომლადაც დაიბადა. შესაბამისად, კაცმა თუ დიდი ფული დახარჯა ქალის სქესის მიღებაში მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებისაგან დაემალა თავისი ბიოლოგიური სექსი, ეხლა გეი პარადზე ხომ არ გამოვა და სააშკარაოზე ხომ არ გამოიტანს ყოველივე ამას?

 

მიუხედავად ამისა დასავლეთში გეიპარადებზე ძალიან ჭრელი ხალხი იყრის თავს. ჰომოსექსუალების გარდა იქ არიან, ნუდისტებიც, ტრანსსექსუალებად რომ მოაქვთ თავი ისეთი გიჟებიც, უბრალოდ ოპორტუნისტი ნაძირალებიც ტელეკამერებში გმოჩენისთვის საფრთხობელასავით რომ იცვამენ, და ისეთებიც, რომლებსაც ჩვენი გოიმების მსგავსად გონიათ, რომ ხალხმრავლობის შთაბეჭდილების შექმნით გეების მიმართ მთავრობის პოლიტიკაზე გავლენას მოახდენენ. დიახ, დასავლეთში გეი აღლუმებმა ნელ–ნელა დაკარგეს თავის პირვანდელი დანიშნულება, გადაიქცნენ უბრალო მასკარადებად სადაც ხალხი გასართობად დაიდის, როგორც ბალაგანზე. თუმცა ეს არ ცვლის გეი აღლუმების არსს და ღირებულბას, რამდენადაც სამოქალაქო განათლების დონე დასავლეთში მაღალია. ჩვენ ჯერ სამოქალაქო განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ, რასაც არსებული გეი უფლებების დამცველი ორგანიზაციები არ აკეთებენ, და მერე აღმოვფხვრათ პროდასავლური სნობიზმი და გაეგნული მიმბაძველობა.

 

თუ საინტერესო იქნება ამ სტატიის გაგრძლებასაც დავწერ. ეს იქნება იმის შესახებ თუ რა პოლიტიკური კავშირია გეი უფლებების დაცვასა და რასიზმს შორის ( ჰომოსექსუალისტი რასისტი ჰოლანდიელი პოლიტიკოსისი ფორტუინის Fortuyn იდეოლოგიის მაგალითზე).

 

https://www.facebook.com/notes/paata-gurgen...otif_t=note_tag

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰომოსექსუალისტი რასისტი ჰოლანდიელი პოლიტიკოსისი ფორტუინის Fortuyn იდეოლოგიის მაგალითზე

რასისტია და პა ხოდუ - გეი..?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukrikoჯერ ეს "თავისუფალი არჩევანი" უბრალო გამართლებაა და სისულელეეე!!!! ადამიანი ბუნებით ასეთი რომაა არაფერი, :) მაგრამ თავისი აზრი რაზე უნდა "დაგვაძალონ"როცა მე არ მინდა??? მერე ნახე, ძვებერძნების დამოკიდებულება :grr:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავიწყოთ იქედან, რომ ჰომოსექსუალიზმით 'გარყვნა' შეუძლებელია (ტრანსექსულიზმზე და სხვა უმცირესოებებზე რომ არაფერი ვთქვა).

 

ყველაფერი შესაძლებელია, შეუძლებელიც კი.

 

საქმე იმაშია, რომ ჰომოსექსულობის 80%–ზე მეტი არის ბისექსუალი, ანუ ორივე სექსთან ცხოვრება ანიჭებს სექსუალურ სიამოვნებას.

 

ბისექსუალი ისედაც მოიაზრებს ჰომოსექსუალს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც სკაიპის საუბრებიდან გავარკვიე, ამ აღლუმში მონაწილეთა დიდი ნაწილი (თუ უმეტესობა არა) თვითონ კი არ იყო ჰომოსექსუალი არამედ მონაწილეობას იღებდა, როგორც მათი უფლების დამცველი.

 

 

ჰაჰაჰა მაგარია, არარსებულს ანუ არაფერს იცავ, ფულსც იღებ და დაჩაგრულის სტატუსიც გაქვს, სუპერ! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეისტია ანუ?

გეისტი კი ყოფილა, მაგრამ რასიზმი და გეიზმი ერთად.., რავი..? ახლა რას არ გაიგებ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი შესაძლებელია, შეუძლებელიც კი.

ზღაპრებში კი. მეცნიერებაში არა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

(ტრადიციონალზმით სპეკულანტი ვასაძის არ იყოს)

 

ლევან ვასაძეზე ამბობ? :what:

 

ზღაპრებში კი. მეცნიერებაში არა...

 

ჰომოსექსუალობას მეცნიერების სტატუსიღა აკლდა :D წავა ეხლა დისერტაციების დაცვა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფილმში ძმაბიჭებს ერთ საერთო შეყვარებულ ქალთან ცხოვრების ფონზე ერთმანთშიც აქვთ ჰომოსექსუალური კავშირი ერთ ერთი ორგიის დროს. გამოფხიზლებულებს თავისი ქცევის რცხვენიათ და მათი მეგობრობაც იმსხვრევა. ეს მაგალითი, ერთის შეხედვით, ჰომოსექსუალური გარყვნლების არგუმენტია მგრამ ეს მხოლოდ უვიცებისათვის.

 

ეგ უვცობაა აბა რაა არის კაცო ქალთან რომ გგონია თავი და შემთხვევით ძმაკაცი პირში მოგართმევს :D ვინ არის ეს სირი რეებს წერა საერთოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამართლებს გეი პარადებს

არ ვიცი რა ამართლებს მაგ პარადს. თუ არაა დასაძრახი წაიყვანე ეგ პიდარასტები და შენი შვილებთან და ოჯახში გაამართინე ეგ პარადი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ ერთი ორგიის დროს. გამოფხიზლებულებს თავისი ქცევის რცხვენიათ და მათი მეგობრობაც იმსხვრევა. ეს მაგალითი, ერთის შეხედვით, ჰომოსექსუალური გარყვნლების არგუმენტია მგრამ ეს მხოლოდ უვიცებისათვის.

ანუ, ადინ რაზ... - ნე პიდარასტ..? :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეისტი კი ყოფილა, მაგრამ რასიზმი და გეიზმი ერთად.., რავი..? ახლა რას არ გაიგებ..

ეტყობა ზანგებს ძაან ღრმად მოუვიდათ ერთხელ და იმის მერე ვეღარ იტანს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...