Jump to content
Planeta.Ge

90 წელი ქალის ყველაზე ბედნიერი ასაკია


Recommended Posts

ფეიბუქზე წავაწყდი ეხლა,

 

მიდი და შეედავე ეხლა :D D:

იაპონელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევების შედეგები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ქალები ყველაზე ბედნიერად თავს 90 წლის ასაკში გრძნობენ. ამის შესახებ მეცნიერებმა ოსაკას უნივერსიტეტის გერონტოლოგიის საზოგადოების სამეცნიერო სიმპოზიუმზე გააკეთეს განცხადება.

 

70 წლის ასაკიდან ქალებისა და მამაკაცების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყველაზე ბედნიერად თავს გრძნობდნენ ქალები, რომლებმაც 90-ს გადააბიჯეს. გამოკითხვის დროს ყურადღება ექცეოდა სხვადასხვა ფაქტორს, მაგალითად, რამდენად დიდხანს რჩება ადამიანი მხნედ, თვლის თუ არა თავს ბედნიერად და სხვა... მეცნიერებმა ამის შემდეგ შედეგები შეაჯამეს და შეაფასეს ქულებით.

 

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 90 წლის რესპონდენტებმა "ბედნიერების შკალაში" 8,8 ქულა მოიპოვეს, 80 წლისებმა – 8,2, ხოლო 70-ს მიღწეულებმა – 7,4.

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 90 წლის ქალბატონები იშვიათად არიან მოწყენილები და ცუდ ხასიათზე მაშინ, როცა ბევრად ახალგაზრდა რესპონდენტები ბევრად ხშირად იმყოფებიან უარყოფით განწყობაზე.

 

მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ტაკეში ნაკაგავა თვლის, რომ ეს ფაქტები იმით არის განპირობებული, რომ "რაც ასაკიანია ადამიანი, მით მეტად შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი ხასიათი და ცდილობს, დაინახოს დადებითი თუნდაც ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ მომენტებში

Edited by Metalhead
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფეიბუქზე წავაწყდი ეხლა,

მეც ვნახე და დამეზარა წაკითხვა :D

იაპონელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევების შედეგები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ქალები ყველაზე ბედნიერად თავს 90 წლის ასაკში გრძნობენ.

იაპონელებს რა ენაღვლებათ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით პირველები არიან

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 90 წლის ქალბატონები იშვიათად არიან მოწყენილები და ცუდ ხასიათზე მაშინ, როცა ბევრად ახალგაზრდა რესპონდენტები ბევრად ხშირად იმყოფებიან უარყოფით განწყობაზე.

 

მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ტაკეში ნაკაგავა თვლის, რომ ეს ფაქტები იმით არის განპირობებული, რომ "რაც ასაკიანია ადამიანი, მით მეტად შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი ხასიათი და ცდილობს, დაინახოს დადებითი თუნდაც ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ მომენტებში

მე უფრო სკლეროზის ბრალი მგონია :brr: :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

ვერ წარმომიდგენია 90 წლის იმაზე ბედნიერი ვიყო ვიდრე ეხლა ვარ.

ისე საერთოდ ცხოვრების ყველა ეტაპს მუღამი უნდა დაუჭირო

Edited by mercia merlani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani, რა და რა შეზოფრენიებს არ ნახავ ინეტში, ჟურნალებში, გაზეთებში.., სადც გინდა.. არ ღირს იმათზე ყურადღების მიქცევა.. თუმცა გართობის (გამხიარულების) მიზნით, რატომაც არა.. ;) Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა და რა შეზოფრენიებს არ ნახავ ინეტში, ჟურნალებში, გაზეთებში.., სადც გინდა.. არ ღირს იმათზე ყურადღების მიქცევა.. თუმცა გართობის (გამხიარულების) მიზნით, რატომაც არა..

 

ვერთობი მეც მხოლოდ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი, მე და mercia merlani კარგი მოხუცებულები ვიქნებით :> ბედნიერები

 

პაჟივიომ უვიძიმ :D

რატო გამახსენდა ეხლა ეს ^_^

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერთობი მეც მხოლოდ :)

ისე, მგონი, სწორედ მაგისთვის იწერება იმისთანა სტატიები.. :)

 

:D :D თუ მიაღწიე მაქამდე კარგია კი,,

მე, პირადად, არც მინდა.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, მგონი, სწორედ მაგისთვის იწერება იმისთანა სტატიები..

 

ალბაათ, ალბაათ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...