newstudio Posted April 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2013 (edited) ოთხშაბათს, 1 მაისს, ,,პლანეტა.ჯი"–ის სტუმარი იქნება საგარეო–ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ– მინისტრის კონსულტანტი გია ხუხაშვილი დაუსვით კითხვები... http://www.youtube.com/watch?v=ndSsbPMsV7E Edited May 1, 2013 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2013 გამარჯობათ.თქვენზე იძახიან ამ ხელისუფლების რუხი კარდინალიაო. მე რა თქმა უნდ ამის არ მჯერა და მიმაჩნია ის, რომ ბატონი ბიძინა თქევნი მეშვეობით ტესტავს საზოგადოებრივ აზრს.ვიცი რომ მიპასუხებთ არაო, მაგრამ მაინც ვცდი, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
IamNumberOne Posted April 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2013 ბატონო გია, რომელი ეკონომიკური იდეოლოგიის მხარდამჭერი ბრძანდებით ანუ მემარცხენე ხართ, მემარჯვენე თუ ცენტრისტი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2013 როდის დამთავრდება ელიტებს შორის ბრძოლა და როდის დაიწყება ხალხზე ზრუნვა? სამუშაო ადგილების შექმნა, გადასახადების შემცირება და სხვა მრავალი, რასაც დაგვპირდით თუ ისე უნდა გაატაროთ მართველობის ვადა კოალიციამ, რომ მთელი საზოგადოება კოალიციასა და ნაციონალებს შორის უაზრო დაპირისპირებას უყუროს და არანაირი ხეირი არ ნახოს?! ერთი სიტყვით დავიღალეთ ელიტების ბრძოლით... ფული გამოუშვით მასებში, მარტო ელიტას ნუ გიჭირავთ!!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PLANETA_INFO Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 (edited) ბატონო გია! რკინიგზის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ახლა პრემიერის მრჩეველი საგარეო–პოლიტიკურ საკითხებში (თანაც ანაზღაურების გარეშე), ექსპერტი ყველა დარგსა და სფეროში...რა ხდება, იქნებ აგვიხსნათ (ამბობენ, რომ ,,საყველაფრო" გაქვთ დამთავრებული)...ბოლო–ბოლო, ვინ არის გია ხუხაშვილი და რა ფუნქციები აქვს დღევანდელ ხელისუფლებაში? კიდევ, ამბობენ თქვენ შემოგაქვთ იმპორტული კვერცხი და ქართული წარმოების ჩაძირვა გინდათ Edited April 30, 2013 by PLANETA_INFO Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PLANETA_INFO Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 ბატონო გია, თქვენს მიმართ ბრალდებები უამრავია. ამბობენ რომ კლანების ჩანაცვლება ხდება და მერაბიშვილის კლანი ხვედელიძე–ხუხაშვილის კლანმა შეცვალა. თქვენს სახელთან აკავშირებენ დავით ჩხატარაშვილს. იქნებ გვითხრათ, რა ბიზნესებს ფლობთ და რა კავშირი გაქვთ ჩხატარაშვილებთან და ჯანაშვილებთან?... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 მეგობრობის გარდა, რა გაკავშირებდათ ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილთან და რატომ ამბობენ, რომ თქვენმა რჩევებმა დაღუპა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 ბატონო გია რა სურათია დრევანდელ რკინიგზაში ?რა გაკეთდა და რა კეტდება?რით არის ახალი მენეჯმენტი ძველზე უკეთესი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 ბატონო გია! თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ შეჩერდა ის პროცესი, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია და რისთვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა ,,ქართულ ოცნებას". დავიჯეროთ, ახალაიას მეტი დამნაშავე არ ჰყავს ,,ნაციონალურ მოძრაობას"? (რას ითხოვს ამერიკა, გასაგებია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის მოთხოვნა მგონია მე) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 ახლახანს პრემიერ–მინისტრის კონსულტანტად დაინიშნეთ საგარეო–ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში. რა გეგმები გაქვთ, რას ურჩევდით ამ კუთხით პრემიერს, საით არის თქვენი ვექტორი მიმართული?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 (edited) ბატონი ივანიშვილი ძალიან გაქებთ და ყოველთვის დადებით კონტექსტში მოგიხსენიებთ (თქვენი მეუღლის განცდებზეც წუხს), თუმცა, ,,ბოროტი ხმები" ამბობენ, რომ თქვენ ,,აგენტი–007"–ი ხართ და პრემიერს ურჩევნია ახლოს ჰყავდეთ რომ ადვილად გაკონტოლოთ ბატონო გია, ახლა ახალ ამპლუაშიც გიხილეთ ,,იმედის" ეთერში. რაღაც დიდი დოზით ხომ არ გამოჩნდით ქართულ პოლიტიკაში?! ეს გადაცემა რაღად გინდოდათ? Edited April 30, 2013 by Redaqtori Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
orzo Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 ბატონო გია, როგორც ცნობილი გახდა თქვენ გახდით პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და მაინტერესებს რა ბედი ეწევა 10 თბილისელიდან შემდგარ ჯგუფს, რომელთანაც ერთად სხვადასხვა საკითხების განხილვას აპირებდით. ასევე მაინტერესებს თუ როგორ ხდება ამ ათ კაციან ჯგუფში ადამიანების შერჩევა, კონკურსით, პირადი ნაცნობობით თუ ჩვეულებრივი გასაუბრებით? წინასწარ მადლობა პასუხისთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PLANETA_INFO Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 ბატონო გია! პრემიერმა უკმაყოფილება გამოთქვა მისი გუნდის ერთ–ერთი მინისტრის მიმართ, თუმცა ინტრიგა ჩამოაგდო და ვინაობა არ დაასახელა, ახლა მედია და ექსპერტები მკითხაობენ, ვის მოხსნის ივანიშვილი. მამუკა არეშიძემ მიგვანიშნა, რომ ,,ლაფატკაზე" ეკონომიკური ბლოკის მინისტრი დევს. იქნებ თქვენ შეიტანოთ მეტი სიცხადე ამ ,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან" საკითხში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
khamza Posted April 30, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 რამეს აკეთებს ეს მთავრობა?"სამართლიანობი აღდგენას" არ ვგულისხმობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 30, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2013 კითხვა ფეისბუქიდან რატომ ჭიანურდება ტენდერების გამოცხადება, მშენებლობები, არხები და წყალსაცავების აღდგენა? რას აპირებენ და როდის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.