Precursor Posted April 20, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2013 (edited) ეს თემა ფეიბუქზე დავდე, მაგრამ ვეჭვობ, რომ იქ მავანს ეყოს სითამამე მისი განხილვისათვის... და აქაც გადმოვაკოპირებ: ა ეხლა რაზედ მინდა, რომ გესაუბროთ, დებო და ძმებო! მოკლედა: მტარვალი განვდევნეთ? განვდევნეთ! მარა - ცოტა სხვანაირად ყოფილა საქმე: უკეთუ არჩევნებამდე წარმომადგენელნი ქართულისა ბიზნესისა მპირდებოდნენ ნაცების მოცილების შემთხვევაში სერიოზული კაპიტალდაბანდებების განხორციელებას, დღეს პასიურობენ და თავს იმით იმართლებენ, რომ არაფერი არ შეცვლილა სასიკეთოდ და ნებისმიერი პრეტენზიის გახმოვანება ყოფილი ხელისუფლების მიმართ მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ! და ახლა მე, ვინმე წარმოშობით ხევსური როშკიონი წიკლაური, როგორც წარმომადგენელი თავის დროზე ერთობ წარმატებული სარეკლამო კომპანიისა, ფაიზაღად გეტყვით: ჩემს კომპანიას ნაცებმა კაბალურ პონტში აახიეს ეგრეთწოდებული გარე რეკლამის სრული პაკეტი, რომელიც ამ კომპანიამ წლების განმავლობაში საკუთარი შრომით მოიპოვა არსებული სივრცის კაი 80% და ნაცებმა, იცით როგორც, გაგვაკულაკეს... ჰოდა, გარდა ამისა, კომპანიას შეაწერეს უსამართლო ჯარიმა, რომელიც არ იქნა ბიუჯეტში გადახდილი... და კაიფიც იმაშია, რომ როგორც კი ნაცებმა 1 ოქტომბრის შემდგომ დაზადნეს, ეს წილი გარე რეკლამისა გადაიფორმეს ოცნების წარმომადგენლებმა! ჰოდა, იმას გეუბნებით, რომ უკეთუ ჩემი კომპანიის წარმომადგენლები სასოებით ელოდებოდნენ ნაცთა გადაგდებას და ყოველ ქმედებაში სრულ მხარდაჭერას ახორციელებდნენ, ახლა ამბობენ, რომ ის ნაძიარალები, რომლებიც მილიონობით თანხებს ახევდნენ, ახლა კვლავ ცვეტში არიან! და ამიტომაც, არ სურთ დამატებით კიდევ რამე გარისკონ! ჰოდა, ეს რომ იყოს ერთეული შემთხვევები - ჯანდაბას, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი რომ აქვს და ყოველი ის ადამიანი, რომელიც ცდილობდა ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანას, ახლა რომ გაყურსულია, ერთ რამეს ნიშნავს - რესპებისა და ნაცების კოჰაბიტაცია არათუ დამღუპველია ქვეყნისთვის, არამედ გამხრწნელიცაა! ჰოდა, გეტყვით, ბატონ მეოცნებეებს!: სარეკლამო კომპანია "იმპერიალს" დაუბრუნეთ გარე რეკლამის სრული პაკეტი და ის თანხაც, რაც ნაცბოზანდარებმა ძალით აახიეს, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასა, და მერე არ მივიღებ არანაირ შემაბრალებელ კრუსუნსა - დედას გიტირებთ! და თუ არ იცით ჩემი სიტყვის ფასი, ჩემს მშობლიურ სანზონაში გაიკითხეთ! ვოტ! Edited April 20, 2013 by Precursor Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
miriani001 Posted April 20, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2013 ხალხს დაუბრუნეთ ნაძრცვი! ელოდეთ ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted April 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2013 Precursorიცი გამოთქმა"ხალხს მიეცი, პური და სანახაობა" სანახაობა, ბლომად იქნება.აი, პური არა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2013 როგორც კი ნაცებმა 1 ოქტომბრის შემდგომ დაზადნეს, ეს წილი გარე რეკლამისა გადაიფორმეს ოცნების წარმომადგენლებმა!ვინმეს სხვანაირად წარმოედგინა?სხვა მოლოდინები გქონდათ?თქვენ გეგონათ რო ახალი ხელკისუფლება საათივით აწყობილ სისტემასა და ბიზნესებს დათმობდა,ყველაფერს ხალხს დაურიგებდა და ჯიპების მაგივრად ვირებით ივლიდა? ახლა რო შალვა ნათელაშვილი გამოვიდეს და თქვას ბენზინში მიშას ლარიანი წილი ბიძინამ გადაიფორმაო,წარმოგიდგენიათ მეოცნებეების სიცილი?არადა ოცნება რო იძახდა მიშას ლარიან წილს წავართმევთო მაშინ არავის არ ეცინებოდა ვეჭვობ, რომ იქ მავანს ეყოს სითამამე მისი განხილვისათვის...ამ შიშმა დაგვღუპა და სანამ შიშს არ დავძლევთ არაფერი გვეშველება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2013 მტარვალი განვდევნეთ?არაუბრალოდ ჩავანაცვლეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2013 სარეკლამო კომპანია "იმპერიალს"ღმერთმა აცხონოს კახას სული... Precursorსაჩივარი არ შველის მაგ საქმეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted April 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2013 დღეს პასიურობენ და თავს იმით იმართლებენ, რომ არაფერი არ შეცვლილა სასიკეთოდიმიტომ, რომ ასეა პ.ს. ხო, იცი "на что нарывались, на то, и напоролись"ანუ ოცნება გინდოდათ, დაე მიიღეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.