Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ღმერთია ადამიანის შეცდომა,თუ ადამიანია ღმერთის შეცდომა?!@ნიცშე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიცშემ კი თქვა, ღმერთი მოკვდაო, მაგრამ იგულისხმა, რომ ადამიანში მოკვდა ღმერთი - მთელი მისი მოძღვრება ამ ტრაგედიის გამოძიებაა და კონტექსტიდან ამოგლეკილი სიტყვების ციტირებით კი შორს ვერ წავალთ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიცშემ კი თქვა, ღმერთი მოკვდაო, მაგრამ იგულისხმა, რომ ადამიანში მოკვდა ღმერთი

ანუ ამით იმის თქმა უნდოდა რო ღმერთი მხოლოდ ადამიანში არსებობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

ანუ ამით იმის თქმა უნდოდა რო ღმერთი მხოლოდ ადამიანში არსებობს?

საიდან ასეთი დასკვნა? ღმერთი რომ არსებობს და ადამიანს მის მიმართ გული, გონება და ყური დაეხშობა და უღმერთოდ იწყებს ცხოვრებას, ეს ნიშნავს ადამიანში ღმერთის სიკვდილს... ამ ტრაგიზგმის გამოა, ზარატუსტრა პირველი თავის დასასრულს რომ მზეს მიმართავს - რა აზრი ექნებოდა შენს არსებობას, თუკი აღარავინ იქნებოდა, ვინც შენი სხივებით გათბებოდაო? ამ მიმართვაში ზეციერის დამუნათებაა, რომ დროზე მოგვხედე, თორემ ვიღუპებით და ჩვენ თუ დავიღუპებით, მაშინ რაღა აზრი აქვს შენს ღმერთობასო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიდან ასეთი დასკვნა? ღმერთი რომ არსებობს და ადამიანს მის მიმართ გული, გონება და ყური დაეხშობა და უღმერთოდ იწყებს ცხოვრებას,

ნიცშე თეისტი იყო?

"რწმენა-არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე" ეს სიტყვები მას არ ეკუთვნის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama ნიცშე ჩემსავით იყო ,ღმერთის არსებობის სჯეროდა მარა არ მოწონდა მისი მოწყობილი სამყარო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

ნიცშე თეისტი იყო? "რწმენა-არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე" ეს სიტყვები მას არ ეკუთვნის?

 

24 წლის ასაკში თეოლოგიის პროფესორი იყო და იმის მერე კიდევ, ცოტა ეპატაჟსა და სარკაზმს მიჰყო ხელი.... რწმენა რომ ადამიანის თავისუფლების ნაცვლად ხშირად რომ მის დამონებას ემსახურება, ამის აღმოჩენას ნიცშე სულაც არ სჭირდება... "არ ვიცი, მაგრამ მწამს" ჟინიანობას უფრო ჰგავს და ფსიქიატრიასთან უფრო გვაახლოვებს, ვიდრე ღმერთთან, რადგანაც "ვიცი და მწამს" არანაირად არ ეწინააღმდეგება ღმერთს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor, არავინ არ იცის ღმერთის შესახებ არაფერი, არც მორწმუნეებმა, არც ურწმუნოებმა.. მათ (ანუ ჩვენ ყველას) სწორედ რომ ამის ოცოდინრობა აერთიანებთ.. ხოლო რაც მათ განასხვავებს, ეს არის (სწორედ) რწმენა..

 

"არ ვიცი, მაგრამ მწამს"

ასეთი მართალი გითხრა, მე პირადად, არ შემხვედრია (ვინც ასე ამბობს და არა - ფიქრობს).. არ ვიცის მორწმუნეები მაინც არ ამბობოენ.. სხვანაირად რწმენა არც გამოვა.. მე გამიგია, რომ მორწმუნები, უბრალოდ ამბობენ - მწამს., ხოლო ცოდნა-არცოდნასთან დაკავშირებით სდუმან.. ის ვიცნ ამბობს რომ იცის და წამს.., უბრალოდ ცრუობს, ან ცდება თავის ცოდნაში (გონია რომ იცის).. ვინც ამბობს რომ არ იცის, ის რწმენისგან შორსაა.., ის უფრო აგნოსტიციზმისკენ იხრება..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...