Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი


Recommended Posts

ბატონო დავით, როგორ წარმოგიდგენიათ ნაციონალური მოძრაობის მომავალი? ხომ არ იგეგმება მისი ე.წ. "რებრედინგი"?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

19 აპრილი დასავლეთზე გათვლილი ,,საჩვენებელი გამოსვლაა””?! ვთქვათ, გამოვიდა ქუჩაში 80-ათასი ადამიანი, მერე რა? რუსთაველის გამზირს ახსოვს 300-ათასიანი არაერთი უშედეგო საპროტესტო აქცია...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Redaqtori

80 ათასი თუ გამოვიდა, მერე გაამრავლებენ ფოტოშოპით..:D

ეგ საქმე კარგად დაამხეცეს ნაცკიბერებმა..:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო დავით! რატომ ეწინააღმდეგება თქვენი პოლიტიკური ძალა ყოველგვარ გამოძიებას, მაშინ როცა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი. 2008 წლის ომის მოვლენები, ლაფანყურის ოპერაცია...(ხომ ნახეთ ხალხის შეკითხვებზე იგნორირების შედეგები პირველ ოქტომბერს)...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო დათო! თქვენ, როგორც მახსოვს, ,,რესპუბლიკელი” იყავით. რატომ უღალატეთ ლამის 30-წლიან პოლიტიკურ ძალას და ხომ არ აპირებთ იგივე მდინარეში მეორედ შესვლას, ,,ნაციონალების” შემდეგ (ადრე თუ გვიან, ყველაფერი მთავრდება)...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით თქვენი და ,,ნაციონალური მოძრაობის” პოზიციები ცნობილია. ეს ახალ ხელისუფლებასთან კონფრონტაციის მორიგი მიზეზია თუ სხვა ახსნაც აქვს (,,ოცნება” სავსებით გასაგებ, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიაზე საუბრობს)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის წერილს თქვენ არაკორექტული უწოდეთ და თარგმანის ადეკვატურობა დააყენეთ ეჭვქვეშ. ევროპის სახალხო პარტიის განცხადებების სისწორეში კი აპრიორი დარწმუნებული ბრძანდებოდით. ეს როგორ არის ბატონო დავით?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება აუცილებელია, რაც თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა. რატომ ცდილობთ ხელი შეუშალოთ ივანიშვილის გუნდს? სად და რაში ხედავთ საფრთხეს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო დავით! ეყოლება თუ არა ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო კანდიდატი და ხომ ვერ გვეტყვით, ვისი კანდიდატურები განიხილება? თუ წინასწარ წაგებულ ბრძოლაში არ შეხვალთ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო დავით! გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის დაცვას აქვს მილიონ 200 ათასად შეფასებული მოსასმენი აპარატურა, რომელიც არ არის ასახული დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე და რომლითაც ერთდროულად 300 აბონენტს უკანონოდ დღესაც უსმენენ. რას გვეტყვით?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო დავით. ვინ იქნება საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი?

მაგას კითხვა უნდა :) ვანო ხერხემალი , რათქმაუნდა :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანო ხერხემალი , რათქმაუნდა

:facepalm: :facepalm:

სამრცხვინო ამბავი იქნება,, მაგის პრეზიდენტობა არ შეიძლება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მიპასუხეთ , მაგრამ აქცენტი თქვენთვის სასურველი მიმართულებით დასვით. მე , როგორც მოქალაქეს მაინტერესებს , რამდენად გათვლილად , გონივრულად, სწორად მოქმედებდა ხელისუფლება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა თავად ამბობთ , რომ რუსეთი ემზადებოდა აგრესიისთვის და არაფერს დაიშურებდა მიზნის მისაღწევადო .
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...