Jump to content
Planeta.Ge

რითი განსხვავდებიან მიშისტები ბიძინისტებისგან?


Recommended Posts

ვინ თქვენ და ერთხელ მივჰქარე ცხოვრებაში და მეორედ არჩევნებზე არა ვარ წამსვლელი.
ოცნებას, ვინც მიცა ხმა. :grr:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Shaten

 

თხუთმეტი წელია წამოსული ვარ და ანსამბლის სახელი არ მახსოვდეს, დიდი დანანშაული არა მგონია იყოს. :)

 

შენ მოგეწონა?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცმოძრაობა წარმოიშვა მოქ-კავშირისა და თავისუფლების ინსტიტუტის ბაზაზე,

ერთადერთი შეიძლება გვანდნენ ეგ. წოდებული მედროვეები,

ჩემის აზრით ოცნების ხელმძღვანელობა ნამდვილად ორიენტირებულია საზოგადოების კეთილდღეობისგენ,

ნაცები კი მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის და თანამდებობისთვის იბრძოდნენ,

 

მედროვეები ყველა პარტიაში არიან, ოღონდ, ნაცმოძრაობას ჰქონდა ძლიერი სტრუქტურები, რომლებსაც არასამართლებრივი მეთოდებით იყენებდნენ საზოგადოების სხვა წევრების წინააღმდეგ,

 

ოცნებას არ ეყოლება ასეთი სახის პარტია, უბრალოდ არ სჭირდებათ,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემის აზრით ოცნების ხელმძღვანელობა ნამდვილად ორიენტირებულია საზოგადოების კეთილდღეობისგენ, ნაცები კი მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის და თანამდებობისთვის იბრძოდნენ
შენ თქვი, სერიუზული რამე თუ გააკეთეს???? :grr: :grr: :grr: და არა 10 თეთრი. :brr: :brr: :brr: :brr: :grr:

 

აი, ნაცინალები უფრო ბევრი გააკეთეს ვიდრე ყველა :) მაგრამ მათხოვრობა და მნიკვნელობას არ ტოვებდ :facepalm: :facepalm: :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ თქვი, სერიუზული რამე თუ გააკეთეს???? :grr: :grr: :grr: და არა 10 თეთრი. :brr: :brr: :brr: :brr: :grr:

 

აი, ნაცინალები უფრო ბევრი გააკეთეს ვიდრე ყველა :) მაგრამ მათხოვრობა და მნიკვნელობას არ ტოვებდ :facepalm: :facepalm: :facepalm:

მე ვიმედოვნებ რომ ადგილი არ ექნება ეგ. წოდებულ შავ რეიდერობას (ქონების წართმევა) და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, მეტი თანხები დაიხარჯება სოც. დაუცველ მოსახლეობაზე,

სხვა მხრივ ეხლა ქარხნებს და ფაბრიკებს ეგენი ვერ ააშენებენ და :grr:

ხოლო მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯებესება ინდუსტრიალიზაციის გარეშე წარმოუდგენელია,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten თხუთმეტი წელია წამოსული ვარ და ანსამბლის სახელი არ მახსოვდეს, დიდი დანანშაული არა მგონია იყოს.

მე არც დამიდანაშაულებიხარ არაფერში.. :)

 

შენ მოგეწონა?

არც მომეწონა და არც არ-მომეწონა.. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რითი განსხვავდებიან მიშისტები ბიძინისტებისგან?

 

მითხარი რა განსხვავებაა ბიძინას და მიშას შორის და გეტყვი რა განსხვავებაცაა ჩვენს შორის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მითხარი რა განსხვავებაა ბიძინას და მიშას შორის და გეტყვი რა განსხვავებაცაა ჩვენს შორის.

 

დიდი,მაგრამ მე მათ მომხრეებზე ვსაუბრობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ანუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში. მთავარია რომ მას ჰქონდეს საპირწონე ანუ ოპოზიცია, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას იმის უფლებას რომ აკეთოს სერიოზული ###ობები.

მცდარი მსჯელობისკენ მიგყავს - ოპოზიციის არსებობა არ უნდა იყოს ხელისუფლების თვითმიზანი. ხელისუფლება არის პარტია, რომელიც თავის დანაპირებს უნდა ასრულებდეს და ამის გასაკონტროლებლად ხელოვნურად შექმნილი ოპოზიცია არ გამოდგება, თორემ კი ვნახეთ პადოშები და მეთვითონები... ხელისუფლების ქმედება ეფექტურად შეიძლება გაკონტროლდეს თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიერ, მაგრამ ჩვენთან მედია ჯერ კიდევ დამკვეთის ჰანგებზე ბუქნავს, ხოლო არასამთავროები ოდენ გრანტების მოძიებაზე სასოებენ...

 

 

ნაც. მოძრაობამ თავის განაჩენს მოაწერა ხელი როცა არსებული ოპოზიცია გაამარგინალა და დიდი ნაწილი პარლამენტს გარეშე დატოვა.

არჩევნების გაყალბებით ოპოზიციის გარეთ დატოვება ოპოზიციის გამარგინალებას რომ არ ნიშნავს, სწორემ ამისი დასტური იყო ოქტომბრის არჩევნებიც... პირიქითაც - უკვე თვითგამარგინებადი პერსონებიც კი შემობრუნდნენ თამაშში...

 

 

ამ ქმედებამ გამოიწვია ის რომ მმართველი ძალა დარჩა უკონტროლოდ და უკონტროლო ადამიანები შეცდომებს და გადაცდომებს ადვილად უშვებენ. შედეგიც დადგა:

ნაცების დაცემა მანამდე იყო გარანტირებული, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, რადგანაც ერტობ საეჭვო გარე დამკვეთის დირექტივებით მოქმედებდნენ და მათ არანაირი შეცდომა არ დაუშვიათ - ყოველი მათი ქმედება წინასწარ კარგად შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო და აქედან გამომდინარე, შეცდომად ვერ ჩავთვლით! ისე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების გაკონტროლების აუცილებლობაში გეთანხმები, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე...

 

 

ნაც. მოძრაობამ არჩევნები წააგო. იმიტომ კი არ წააგო, რომ როგორც ზოგიერთს ჰგონია იქ ყველაზე ცუდი ტიპები იყვნენ შეყრილი და დღედაღამ ქვეყნის ნგრევაზე ფიქრობდნენ. არა, უბრალოდ უკონტროლობამ დაღუპათ. თორე კი ხედავთ თქვენც: საშუალო სტატისტიკური ნაც. მხარდამჭერი და საშუალო სტატისტიკური ქოც. მხარდამჭერი ბევრი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან.

 

არა, ბატონო! ნაცმოძრაობის ძალა მის ორგანიზებულობაში იყო, ყოლო ამ ორგანიზებულობას ადუღაბებდა ურთიერთშანტაჟი, დანაშაულში თანამონაწილეობა - ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი, რომელმაც მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება... ამ პარტიაში კარგი ტიპები არ არიან და ვერც იქნებიან, რადგანაც კარგი ტიპი ცუდ ტიპებთან საქმეს არ დაიჭერს!

 

რაც შეეხება ნაცებსა და ქოცებს, კარგა ხანია ვიცით, რომ ქოცები გადაღებილი ნაცები არიან და გადაღებვით კი შინაგანი მაინცდამაინც არ იცვლება ...

 

 

ახლა როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამაზეც ვთქვათ. მახსოვს თქვენ მიმტკიცებდით "არ წავლენ ეგენი არჩევნებითო", რაზეც მე გპასუხობდით რომ საქართველოში ხელისუფლებებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ ძალაუფლება ძალით შეინარჩუნონ.

საიდან მოიტანე, რომ ნაცები წავიდნენ? წოტა დაათმობინეს აშუშუელმა ძმაკაცებმა, მაგრამ ამ ცოტასაც მალე დაიბრუნებენ და ახიც იქნება ქოცებისთვის, მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ...

 

 

თუ ნაც. მოძრაობამ მოახერხა და ის უმცირესობა რაც პარლამენტში ჰყავთ მარტივ მამრავლებად არ დაიშალა, სავარაუდოდ ოცნება შეძლებს მეტ-ნაკლებად სწორი გზით სიარულს და მძიმე შეცდომების თავიდან აცილებას.

 

სინამდვილეში, აქ პირიქითაა საქმე - ხელოვნურად შემორჩენილი ნაცოპოზიცია რეალური ოპონირების გარეშე ტოვებს ხელისუფლებას და იმის ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, ნაცები რომ გამუდმებით რუსულ ბუას გაიძახოდნენ... ქოცებს აწყობთ ერთადერთ ოპონენტებად ძლიერი ნაცოპოზიცია ჰყავდეთ, რომ თავიანთი უვარგისობა ნაცსაბოტაჟს დააბრალონ...

 

 

ასე რომ არავის, ვისაც ქვეყნის თუ კოალიციის კეთილდღეობა სურს, არ აწყობს ნაც. მოძრაობის დაშლა.

 

აი, ეს ვერ გავიგე... ქვეყნისა და კოალიციის ერთ სიბრტყეში აღქმა ვერ შევძელი, რადგანაც ქვეყნის კეთილდღეობა მიზანია, ხოლო ნებისმიერი პოლიტიკური ძალა - ამ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტი... რა უფრო მნიშვნელოვანია - ჯოკონდა, თუ ის ფუნჯი, რითაც ლეონარდო ხატავდა ამ ჯოკონდას?

 

 

სხვათაშორის ივანიშვილი, რესპუბლიკელები და სავარაუდოდ ოცნების რაღაც ნაწილი ჩემი აზრით ამას ხვდება. მათი მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამას ვერ ხვდება, ითხოვს რეპრესიებს, დასჯებს, ციხეში ჩაყრას და ა.შ. ამ ხალხს იმედი უნდა გავუცრუო: ჩემი პროგნოზით მსგავსი არაფერი არაა მოსალოდნელი.

 

ივანიშვილი გარტყმაში რომ არ არის პოლიტიკის, ეს უკვე აქსიომაა და ამაზე ნუღარ ვიჩხუბებთ - კარგი კაცია, ნიჭიერი ბიზნესმენი, მაგრამ საზოგადოების მართვას სხვა რამ სჭირდება... თანაც, დავსძენდი, რომ მართვაც არის და მართვაც - ერთია, მოსახლეობა აღვირზე გყავდეს, და მეორეა - მისი განვითარებისთვის მუშაკობდე... ბიძინას ორივეში სამიანს დავუწერდი და ისიც იმისი ხათრით, რომ ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული (მართალია, ხშირად დათვური სამსახურის პონტში, მაგრამ მაინც)... პოლიტიკაში მოსვლამდე...

 

პესპების ხელისუფლებაში მოსვლა მათთვისვე იყო მოულოდნელობა - სწორედ ამიტომაც ცდილობენ მკვეთრი მოძრაობების გარეშე იტივტივონ... ხალხი კი, ვინც ნაცების დასჯას მოითხოვენ, არ არიან სისხლისმსმელები, რადგანაც ასეთები რომ ყოფილიყვნენ, ნაცები გახდებოდნენ თავის დროზე! ხალხს სწყურია სამართალი, ხოლო სამართალი დაუსჯელობის სინდრომის ფონზე ვერ შედგება! ნამდვილად არ ვნატრულობ ვიღაცის წიხლ-ქვეშ გაგდებას და ციხეში ამოლპობას, მაგრამ დამნაშავეს თავისი სახელი დაერქვას მაინც, ვაჰ! გასამართდნენ და მიეცეთ პირობითი სასჯელები და ნუღარ გაეკარებიან პოლიტიკასა და საჯარო სამსახურს! ამაზე მეთი შემწყნარებლობა ხალხის მხრიდან ძნელია წარ,ოიდგინო!

 

თუ არადა, აუხსენი მომავალ თაობას, თუ რატომ არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი და რატომ არ უნდა ჩაიდინოს დანაშაული - დღევანდელი რეალობა ასეთია, რომ ვინც კი გაიჩითა ხელისუფლებაში, მას ყველანაირი დანაშაული ეპატია! და თანაც ისე, რომ ვერავინ უბედავს ამ დანაშაულის შეხსენებას!

 

ასე სახელმწიფო ვერ აშენდება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგათმა თუ ხელისუფლება დაიბრუნეს, როგორც პრეკურსორი წერს, წინასწარ გავირჭოთ ცოცხი :grr:

ვაზილინის წასმას მაინც მოვასწრებთ,

 

 

 

ხალხი ნაცმოძრაობას იმიტომაც არ დაუჭერს მხარს რომ შიში ოხერია, მე პირადად უბრალოდ მეშინია ნაცების დაბრუნების, მართლა, ალალად

 

 

საქართველო ყოველთვის ღარიბი ქვეყანა იქნება, არანაირი პერსპექტივა არა აქვს განვითარების,

მაგრამ ჯოჯოხეთად მაინც ნუ გადააქცევენ აქ ცხოვრებას,

 

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავაც სიღარიბეში ან სიღარიბის ზღვარს მიღმა იცხოვრებს, ესეა რა, ვინც არ უნდა მოვიდეს,

 

ავტორიტარიზმი კრიმინალური უკლონით კი ისედაც სიღატაკეში მყოფი ხალხის კიდევ უფრო დაბეჩავება და გაძარცვა წარმოუდგენლად ძნელი იქნება მოსახლეობისთვის,

ნაცი ბობოლები ძალიან გაუმაძღრები არიან, პრივიკლი ჟიწ ნა შიროკუიუ ნოგუ და ეს პატარა ღატაკი ქვეყანა ამდენ ბარონს ვერ გამოკვებას, ძნელია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამის გასაკონტროლებლად ხელოვნურად შექმნილი ოპოზიცია არ გამოდგება

მერე ხელოვნურად არის შექმნილი ამჟამინდელი ოპოზიცია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მერე ხელოვნურად არის შექმნილი ამჟამინდელი ოპოზიცია?

ნაცებს პარლამენტში 1/3-ზე მეტი ხმა რომ აქვთ, მოსახლეობის 1/3 უჭერს მხარს?

ახალაიას მეტი არავის არაფერი დაუშავებია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor

ნაცებს პარლამენტში 1/3-ზე მეტი ხმა რომ აქვთ, მოსახლეობის 1/3 უჭერს მხარს? ახალაიას მეტი არავის არაფერი დაუშავებია?

მაგ ლოგიკას თუ მივყვებით რესპუბლიკელებს, ეროვნულ ფორუმს და კიდევ რამდენიმე წარაკუა სუბიექტს უჭერს მხარს საქართველოს თითქმის 2/3 ? ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა ივანიშვილი და ამას ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მის მიერ შექმნილ კოალიციაში.

 

ახალაიას მეტი არავის არაფერი დაუშავებია?

ეგ რა კავშირშია ოპოზიციის ხელოვნურობასა თუ ბუნებრიობასთან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Precursor

 

მაგ ლოგიკას თუ მივყვებით რესპუბლიკელებს, ეროვნულ ფორუმს და კიდევ რამდენიმე წარაკუა სუბიექტს უჭერს მხარს საქართველოს თითქმის 2/3 ? ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა ივანიშვილი და ამას ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მის მიერ შექმნილ კოალიციაში.

 

 

ეგ რა კავშირშია ოპოზიციის ხელოვნურობასა თუ ბუნებრიობასთან?

 

 

რა კარგია არა ..... სამსახურშიც ხარ ტანამდებობაზე და თან შენი აზრების ხმამათლა თქმის უფლება გაქვს . თან არ გეშინია .... ხომ კარგია სატურნ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა კარგია არა ..... სამსახურშიც ხარ ტანამდებობაზე და თან შენი აზრების ხმამათლა თქმის უფლება გაქვს . თან არ გეშინია .... ხომ კარგია სატურნ ?

სწორედ ესაა ყველაზე დიდი გამარჯვება

მაგრამ მაინც არ შეიტეხენ:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...