Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ელიზე რეკლიუ – არჩევნები

 

ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება არჩევნების შესახებ, შეგვიძლია შევაჯამოთ ერთი წინადადებით – ხმის მიცემა საკუთარი უფლებების და ძალის დათმობაა. ერთი ან მეტი მმართველის არჩევა, ცოტა თუ დიდი ხნით, თავისუფლებაზე უარის თქმაა.

არ აქვს მნიშვნელობა, ვის ირჩევ – აბსოლუტურ თუ კონსტიტუციურ მონარქს, პრეზიდენტს თუ პარლამენტის წევრს – ვინც არ უნდა დასვა ტახტსა თუ სავარძელში, ყოველთვის შენი მმართველი იქნება. მმართველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც კანონზე მაღლა აყენებ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან კანონებს და შემდეგ ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენ დავემორჩილოთ მათ.

ხმის მიცემა – იდიოტებისთვის პრივილეგიის მინიჭებაა .

სისულელეა იმის მტკიცება, რომ ადამიანს შეუძლია იცოდეს ყველაფერი ყველაფერზე. როდესაც ვირჩევთ http://a-library.info/wp-content/uploads/2012/08/dGdG4-300x228.pngმმართველს, მას შეუძლია გადაწყვიტოს ყველაფერი – როგორ უნდა აწარმოოს ომი, როგორ მოაგვაროს სოფლის მეურნეობის პრობლემები, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ასანთის კოლოფი და ა.შ. შეიძლება გჯერა, რომ მმართველის გონებრივი შესაძლებლობები იმისდა მიხედვით გაიზრდება, თუ რამდენი საკითხის გადაწყვეტასაც დავაკისრებთ, მაგრამ ისტორია და გამოცდილება სხვა რამეს გვიჩვენებს – ძალაუფლება აგიჟებს ყველა მმართველს. პარლამენტი ყოველთვის უბედურების სამჭედლო იყო და არა – პრობლემების მომგვარებელი.

მმართველ წრეებში ძალაუფლებას ყოველთვის არცთუ მაღალი ინტელექტის და ზნეობის მქონე ადამიანები იგდებდნენ ხელში, ასე რომ, არჩევნები – მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო ტირანებისა და მჩაგვრელებისთვის მწვანე შუქის ანთებაა.

ამომრჩეველს ყოველთვის სჯერა თავისი რჩეულის პატიოსნების. რჩეულიც ამართლებს მის იმედებს გარკვეულ მომენტამდე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველ დღეს მეორე მოსდევს და ადამიანებიც გარემოებებისდა მიხედვით იცვლებიან, ასე რომ, თუ დღეს შენი კანდიდატი ქედს იხრის შენ წინაშე, ხვალ , როდესაც შენი დახმარებით პოზიციებს გაიმყარებს – ზურგს მოგაქცევს. სწორედ ასე იქცევიან ხოლმე ხალხის წარმომადგენლები ხალხის მბრძანებლებად.

როგორ შეიძლება, მუშამ, რომელიც მმართველ წრეებში მოხვდა, იდგეს ადრინდელივით ილაპარაკოს თანასწორობაზე? ის ხომ მჩაგვრელთა გვერდით დგას?! შეხედეთ ”რჩეულთა” თვითკმაყოფილ სახეებს, როდესაც მათ ”ინდუსტრიის ფლაგმანებს” უწოდებენ ან სამეფო წვეულებაზე ეპატიჟებიან!

პარლამენტის ჰაერი დაბინძურებულია და ჯანსაღად მოაზროვნეებს ვნებს – ამაში თავად დარწმუნდებით, თუ ნებისმიერი ჩაგრული ფენის წარმომადგენელს მისცემთ საშუალებას, გახდეს პრივილეგირებული და შემდეგ მის ქცევას დააკვირდებით.

ნუ დათმობ თავისუფლებას! ნუ აირჩევ მმართველებს!

საკუთარი უფლებების დაცვის სხვისთვის გადაბარებას ჯობია, თვითონ დაიცვა თავი! მოკარნახეების არჩევას, რომლებიც მიგითითებენ, რა და როგორ უნდა გააკეთო და ამავდროულად, წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რასაც ლაპარაკობენ, ჯობია, თავად აკეთო საქმე! შენს მოქმედებაზე და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრება, სხვა არაფერია, თუ არა – ლაჩრობა.

ნუ აირჩევ მმართველებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იყო მართული,ნიშნავს იყო ნათვალთვალები,ინსპექტირებული,დირექტირებული

დანომრილი,რეგულირებული,აღრიცხული,ინსტრუქტირებული,ნაქადაგევი,შემოწმებული,

შეფასებული,ცენზორირებული,ნაბრძანები იმ არსებებისაგან,რომელთაც არ აქვთ არც უფლება,

არც გონიერება და არც ღირსება,აკეთონ ასე.იყო მართული ნიშნავს იყო ჩართული

ნებისმიერ ოპერაციაში,ჩანიშნული ყველა აღრიცხულ გარიგებაში,დათვლილი,რეგისტრირებული,დაშტამპული,გაზომილი,

ლიცენზირებული,ავტორიზებული,დაჯერებული,აღკვეთილი,რეფორმირებული,

კორექტირებული,დასჯილი.საზოგადოებრივი სარგებლის,საერთო ინტერესების

სახელით იყო ექსპლოატირებული,გამოძალული,ჩახშობილი,გაძარცვული.უმნიშვნელო

წინააღმდეგობის გაწევისა და უბრალო დაჩივლებისათვის – რეპრესირებული,დაჯარიმებული,გალანძღული,განიარაღებული,დაპატიმრებული,

გასამართლებული,დეპორტირებული,გაყიდული,მსხვერპლშეწირული.საბოლოოდ კი

მასხრად აგდებული,შერცხვენილი,დამნაშავის იარლიყით.

ეს არის მთავრობა.ეს არის მისი მორალი.(პრუდონი)

კონტროლის ახალი პარადიგმა: (პრუდონი დღეს.2012 წელი)

http://a-library.info/wp-content/uploads/2012/10/postscript-to-societies-of-control-300x149.jpg

იყო მართული ნიშნავს: შენს ინფორმაციას კატალოგებში,ყოველდღიურ მეთვალყურეობას,ინსპექციას,შენი წესრიგის დირექტირებას,საკუთარი სამოქალაქო თავისუფლებების ამოქოლვას,უფლებას,ნებისმიერი დოკუმენტი IP მისამართით დაგინომრონ,ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ არეგულიროს შენი ემოციები,ამოწმონ შენი “Like”-ები და “Dislike”-ები ყველა სოციალურ ქსელში,შეგიფასონ საქონლის მიმოცვლის ყველაზე ხელოვნური ფორმები,თვითცენზურით გაამართლო ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივები,იცხოვრო იმანენტური პროტოკოლით,რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ნაციონალური,ისე ინტერნაციონალური,როგორც პრივატული,ისე საჯარო.

ინტერესისა და ინვესტიციის მიზეზებით გამართლებული რენტაბელურობა და სოციალური სიკეთე რადიკალური ექსპროპრიაციის,მენტალური ჯანმრთელობის,განათლებისა და განმანათლებლობის,ადამიანური ურთიერთობებისა და გრძნობების იდეებს უკვე დანიშნული რეცეპტების მიღმა ათავსებს.

წინააღდეგობის გაძლიერებასთან ერთად სოციალური სხეული მოქნილი,დამყოლი,ელასტიკური ხდება იმ ზომამდე,რა ზომამდეც არ სჭირდება არც დისციპლინა,გასამართლება,წყევლა,დეპორტირება,გაყიდვა,შეურაცხყოფა – ყველაფერი ისედაც მისი აკორდებით მიდის.სოციალური ფაბრიკიდან გამოქცევა,რაც ნიშნავს თავი დააღწიო კაპიტალიზმის სიმბოლურ სამყაროს,ფატალური ხდება.ეს ეგოს ახალი ტიპის მმართველობაა,ეს ახალი ერის ახალი მორალია,ის,რაც განსაზღვრავს სამართლიანობის გაგებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხმის მიცემა – იდიოტებისთვის პრივილეგიის მინიჭებაა .
ერთი მაგი ან შენ ვის უძახით, იდეოტებს???

 

 

ნუ დათმობ თავისუფლებას! ნუ აირჩევ მმართველებს!
ეს რა სისულელეა :facepalm: თავისუფლება ჯერ უნდა მოიპოვო, და მერე მიხედო!!! და საერთოდ თავისუფლება არ ნიშნავს, "თავზე დამადექი"

 

 

ნუ აირჩევ მმართველებს!
ეს ხო მაგარია :)) :)) :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze

ყველა თემაში აზრების ფრქვევა არაა აუცილებელი :) შეგიძლია უბრალოდ გაატარო ნორმალური თუ არაფერი გაქვს სათქმელი ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა თემაში აზრების ფრქვევა არაა აუცილებელი
მოიცა, შენ არ თქვი"ვიმსჟელოდ"? :what: :032:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze

მოდი მოკლედ აგიხსნი(აზრს ვერ ვხედავ მარა მაინც) მსჯელობა ქვია კამათს არგუმებტირებულს :) მე აბსოლიტურ ჭეშმარიტებად არ მივიჩნევ იმას რაც დავწერე და თუ ამიხსნი რო იდიოტობაა გადავიფიქრებ

 

პ.ს.თხოვნა იქნება უსაგნო საუბარს მოვეშვათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mamaჯერ მე გითხარი, ჩემი აზრი :) მოკლე მაგალის მოგიყვან, ადამიანი თავის განვითარების დროს მქნიდა და ქმნის ერარქიას. ანუ მე, მერე მოდის ჩემზე უფრო მაღალი სტატუსის მქონე. და ასე შემდეგ.ანარქია კი ამბობს, რომ ერარქია და წესრიგი არ გვინდა! :facepalm: და თუ გინდა, მსჟელობა კითხვეს უპასუხე :facepalm: :facepalm: :facepalm:

 

 

პ.ს.რა ზედმეტი დალიე თუ რა? და მორჩი უკვე :facepalm: :facepalm: :facepalm: :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეგრე რაა ვიმსჯელოთ ცივილურად და არა ასეთი ირიბი შეურაცხყოფებით

 

ერთი მაგი ან შენ ვის უძახით, იდეოტებს???

 

ანარქია კი ამბობს, რომ ერარქია და წესრიგი არ გვინდა!

აქ 2 რამ გეშლება:

 

1) იერარქია თავისთავად წესრიგს არ ნიშნავს ;)

2)ანარქია არ იძახის წესრიგი არ მინდაო

ანარქია იძახის წესრიგი იქნება მმართველების გარეშეცო :)

 

ახლა მეც გკითხავ ერთს: ყველა რო დავაბათ და "საინფორმაციო ღრუ"-ც დავუხშოთ ხო იქნება "წესრიგი"? მისაღებია ეს წესრიგი შენთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იერარქია თავისთავად წესრიგს არ ნიშნავს
ნიშნავს, ძაან კარგად :)

 

 

ანარქია იძახის წესრიგი იქნება მმართველების გარეშეცო
ამასაც, ქვია Uტოპია :facepalm:

 

 

ახლა მეც გკითხავ ერთს: ყველა რო დავაბათ და "საინფორმაციო ღრუ"-ც დავუხშოთ ხო იქნება "წესრიგი"? მისაღებია ეს წესრიგი შენთვის?
ჯერ ეტყობა, კერკეთი კაკალი ოთხი უყურე :) მერე, გეტყვი არა.

 

და ასეთი კითხვა გამიჩნდა, როგორ ფიქრობ??? ის რაც მკითხე, მე სხვას როგორ მოერგება რეალობაში??????????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიშნავს, ძაან კარგად

იერარქია არანაირად არ გიცავს არც რევოლუციებისგან,არც არეულობებისგან და რაც მთავარია სწორედ მთავრობები "უზრუნველყოფენ" ომების წამოწყებას

 

ამასაც, ქვია Uტოპია

მაგ დროს უნდა თქვა "მე ეს შეუძლებლად მიმაჩნია", მარა ეგ სულაც არ ნიშნავს რო მართლა შეუძლებელია ;)

 

ჯერ ეტყობა, კერკეთი კაკალი ოთხი უყურე

მოიცა კაცო მე სერიოზულად გელაპარაკები შენ კიდე რაღაც კომერციული ფილმებით :D

მე რო დავდო აქ მულტიკი,სადაც მგელი და ცხვარი ერთად ძოვენ ბალახს ირწმუნებ დიად ანარქიას? :))

 

რაც მკითხე, მე სხვას როგორ მოერგება რეალობაში??????????

მე შენ გკითხე და ვერ მიპასუხეე :032:

სხვებსაც ვკითხავ და ვნახოთ მერე. სხვის მაგივრად მე რა გითხრა

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იერარქია არანაირად არ გიცავს არც რევოლუციებისგან,არც არეულობებისგან და რაც მთავარია სწორედ მთავრობები "უზრუნველყოფენ" ომების წამოწყებას
აი, აქ შენ შეგეშალა :grr: ჯერ ადამინი, უწესრიგო არსებაა. მერე რევოლუცია, და ომი განვითარების მერე ჩნდება.

 

 

მაგ დროს უნდა თქვა "მე ეს შეუძლებლად მიმაჩნია", მარა ეგ სულაც არ ნიშნავს რო მართლა შეუძლებელია

ადამიანს, გააჩნია

:)) :)) :)) :)) :haha:

 

 

მოიცა კაცო მე სერიოზულად გელაპარაკები შენ კიდე რაღაც კომერციული ფილმებით
რა მოვარტყი?? ;) :D

 

 

მე შენ გკითხე და ვერ მიპასუხეე
რატო გაგეცი :) უბრალოდ შენ კითხაზე მაიტერესებ, რეალობაში როგორ გაამართლებს უმთავრობოდ მთელ სოფლიოში???
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ადამინი, უწესრიგო არსებაა.

უწესრიგო იმას ქვია ვინც წესებს არღვევს ხოო? და მერე წესებს ვინ აწესებს?

სხვის დაწესებულ წესს თუ დაარღვევს ეგ არ ნიშნავს უწესრიგოს :)

 

რა მოვარტყი??

რა მოარტყი? პირველი პოსტი წაიკითხე ამ თემის?

ქაოსიაო ვინც ფიქრობს თავი შეიკავეთ პასუხისგან

 

მაინც შეძელი თემის ალაზღანდარავება, მომილოცავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უწესრიგო იმას ქვია ვინც წესებს არღვევს ხოო?
მერე შენ ამბობ,უმთავრობოდ ვიქნებითო მაგრად, მე კი გეკითხები როგორ??? წარმოიდგინე მოხთა, ეს არეულობა რას იზამ როგორ დააწყნარებ ხალხს????

 

 

 

ქაოსიაო ვინც ფიქრობს თავი შეიკავეთ პასუხისგან
რა შეიკავე? ისე თუ ასე ერთი გამოდის :)

 

 

მაინც შეძელი თემის ალაზღანდარავება, მომილოცავს
ყველაპერს სერიზულად ნუ მიიღებ,ცოტა სიგიჟEც უნდა (კარგი გაგებიდ)

http://youtu.be/XLi6NdVNOE8 გაიღიმე! :) :+:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვის მიერ გათავისუფლებული ადამიანი იმ ძაღლს ჰგავს, რომელსაც პირში თავის ყელზე შემოხვეული ჯაჭვის ბოლო უჭირავს.

 

მაქს შტირნერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...