ErK Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 ანტისახელმწიფოებრიობის ბრალდება, ან თუ ლოზუნგი ზოგადია, თავისთავად ცუდი და არასწორია. თუ კონკრეტულად რაიმეთია გამოწვეული, მაშინ იმ რაიმესაც გააჩნია და შეფასების სისწორესაც.მაგალითად, "სუფრის აკადემიის" ან "გაგების" ძაგება შეიძლება ფორმალურად ნიშნავდეს "ტრადიციების წართმევას", მაგრამ ასეთი ხმამაღალი განცხადების დონეზე - ვერ ქაჩავს. ხოლო თუ მავანნი, როგორც ამ დღეებზეც ფორუმზე, იტყვიან, პროგრესის სახელით სხვები იყვნენ უმრავლესობა ამ ქვეყანაშიო (და შეიძლება ამ პროგრესის მთავარ ხელშემშლელად რელიგია დასახოს), - ასეთი განცხადება ნამდვილად არის ანტიქართულიც და შეგნებულად ანტიმართლმადიდებლურიც. რა ვიცი, დეტალებია ყველგან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დეგა Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 მე ვერჩი იმ ხალხს, ვინც ნერგავს ასეთ ლოზუნგებს, როგორიცაა "ანტიმართლმადიდებლური", "ანტიქართული", "დასავლური" და მსგავსი.საინტერესოა ეგ თემადა მეც ვნერგავ სხვათაშორის საახლობლოშირას ნიშნავს ანტი ქართული ან თუნდაც ანტიმართლმადიდებლური???აი ამაზე ბევრის საუბარი შეიძლება,,ბევრი ამბობს ამდენი ეკლესია ააშენა ნაციონალებმა 10 წელიწადშიო,,,,ეს იმას არ ნიშნავს რომ ამით რამე საერთო აქვ მართლმადიდებლობასტან,ანდაც ეკლესიას ამდენს აძლევდნენო,,ესეც კანონია და მიეცთ უნდა,,,ნაციონალური მოძრაობა თავისი იდეებით იდეოლოგიით და ქვევით ზუსტადაც ეწეოდა ანტიმართლმადიდებლურ,ანტი ქართულ პროპაგანდას,,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 ნაციონალური მოძრაობა თავისი იდეებით იდეოლოგიით და ქვევით ზუსტადაც ეწეოდა ანტიმართლმადიდებლურ,ანტი ქართულ პროპაგანდას,,, ვინ უწყობდა ამაში ხელს?ჯიპები ძალით მიაღებინეს თორე უარზე იყვნენ?პარლამენტის სხდომებზე ძალით დაყავდათ პატრიარქი?.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PANZERKOPF Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 რას ნიშნავს ანტი ქართული ან თუნდაც ანტიმართლმადიდებლური???პირადად ჩემი შეხედულებით, "ანტიქართული" ქმედება ნიშნავს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებას."ანტიმართლმადიდებლური" კი არის სპეკულატიური ტერმინი, რომელიც მოგონილია "ჭეშმარიტმამულიშვილების" მიერ, რათა გაამყარონულტრაკონსერვატიზმი, "ვითომტრადიციები" და ა.შ., რაც უკვე წარმოადგენს ზემოთხსენებულ ანტიქართულ ქმედებას.ეგ მოკლედ და კონკრეტულად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დეგა Posted March 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 PANZERKOPFანტისახელმწიფოებრიულიო წერთ და არა მარტო თქვენ...მოდი ცოტა განვავრცოთ მაშინ,,,,,აი ეგ შემოაგდეს ლიბერალებმა ზუსტად, სახელმწიფოს და პატრიოტობის ძახილით იღებენ ქულებს,,,როგორ შეიძლება გეკიდოს ვთქვათ მილიონი ჩინელის ჩამოსახლება ,ამბობდე,რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაადა ამავდროულად საუბრობდე ვთქვათ დაკარგულ ტერიტორიაზე,დროშაზე და ჰიმნზე....აი ვერ გამიგია რა ამ ახალი ქართველების და მაპატიეთ და თქვენც მათ შორის ხართ,ნუ ფორუმიდან ასე ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PANZERKOPF Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 ანტისახელმწიფოებრიულიო წერთ და არა მარტო თქვენ... მოდი ცოტა განვავრცოთ მაშინ,,,,,პირდაპირ გეტყვი: შენთან რამდენჯერაც არ მქონია საუბარი, ან რაიმეს მიმაწერ ხოლმე, ან ვინმესთან მადარებ, ან სხვაში გეშლები.თუ შენ სპეციალურად აკეთებ, მაშინ ვერ გამიგია რა მიზნით. თუ უბრალოდ გულს იფხან, მაშინ მომიტევე და სხვასთან მოიფხანე, რადგან მე უკვე გადამწვარი ნერვები მაქვს და ეგ არ მოქმედებს ჩემზე.თუ უბრალოდ ვერ მიგებ და ამიტომ აკეთებ, მაშინ ასჯერ მკითხე ჯობია, ვიდრე არასწორად გამიგო. თან მგონი ჩინურად არ ვსაუბრობ და ქართული კიდე გესმის.აი ეგ შემოაგდეს ლიბერალებმა ზუსტად, სახელმწიფოს და პატრიოტობის ძახილით იღებენ ქულებს,,,არ ვარ მე არც ლიბერალი, არც ჭეშმარიტი პატრიოტი, არც რაიმე ქულები მჭირდება.როგორ შეიძლება გეკიდოს ვთქვათ მილიონი ჩინელის ჩამოსახლება ,ამბობდე,რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენააარ მკიდია მე მილიონი ჩინელის ჩამოსახლება, მაგრამ მეორე მხრივ, ქსენოფობი არ ვარ. შენ კიდევ ალბათ იმ პასუხისა არ იყოს "ვისაც უპირობოდ არ ეზიზღება ნაციონალური მოძრაობა, ის მაგრამია და არა არავისტი", თვლი, რომ ჩინელები უნდა მეზიზღებოდეს და ზოგადად ნებისმიერი არაქართველი ქართულ მიწაზე.აი ვერ გამიგია რა ამ ახალი ქართველების და მაპატიეთ და თქვენც მათ შორის ხართ,ნუ ფორუმიდან ასე ვიციაქაც გეშლება დეგა, არ ვარ ახალი ქართველი. რაც მახსოვს, მასეთი ვარ და ვერც მაძღრობამ და ვერც შიმშილმა ვერ შემცვალა. ფორუმზეც კიდეზუსტად ის ვარ, რაც ვარ.როგორ აგიხსნა კიდევ სხვანაირად აბა?უბრალოდ ამ შენს მიერ ე.წ. "ახალი ქართველების" მსოფლმხედველობა რაღაც ჭრილებში ალბათ ახლოა ჩემთან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 (edited) პირადად ჩემი შეხედულებით, "ანტიქართული" ქმედება ნიშნავს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებას."ანტიმართლმადიდებლური" კი არის სპეკულატიური ტერმინი, რომელიც მოგონილია "ჭეშმარიტმამულიშვილების" მიერ, რათა გაამყარონულ#######ონსერვატიზმი, "ვითომტრადიციები" და ა.შ., რაც უკვე წარმოადგენს ზემოთხსენებულ ანტიქართულ ქმედებას.ეგ მოკლედ და კონკრეტულად.გაიმარჯვებს ის ვინც ძლიერია, შესაბამისად ღირსეული, დღესდღეობით ქართული კონსერვატიზმი ძალიან სუსტია,ის რეტროგრადულ მდგომარეობაში იმყოფება,ლიბერალები იღებენ მზარმზარეულ კონცეფციებს, ხოლო კონსერვატიზმს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ის გაცილებით მრავალფეროვანია და რთული,მაგ. იაპონური, ამერიკული თუ რუსული კონსერვატიზმი ერთმანეთისგან განსხვავდება, ხოლო ლიბერალები ისევე გვანან ერთმანეთს როგორც კომუნისტები, იმიტომ რომ ლიბერალიზმი გლობალური პროექტია Edited March 29, 2013 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PANZERKOPF Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 (edited) გაიმარჯვებს ის ვინც ძლიერია, შესაბამისად ღირსეული, დღესდღეობით ქართული კონსერვატიზმი ძალიან სუსტია, ის რეტროგრადულ მდგომარეობაში იმყოფება, ლიბერალები იღებენ მზარმზარეულ კონცეფციებს, ხოლო კონსერვატიზმს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ის გაცილებით მრავალფეროვანია და რთული,გაგიკვირდება და მე პირადად კონსერვატორი ვარ, გარკვეულწილად - ალბათ რეტროგრადიც. განსხვავება იმაშია, რომ ობიექტური კონსერვატიზმის (თუ შეიძლება ასე დაერქვას) მომხრე ვარ და არა სუბიექტური.მაგ. იაპონური, ამერიკული თუ რუსული კონსერვატიზმი ერთმანეთისგან განსხვავდება, ხოლო ლიბერალები ისევე გვანან ერთმანეთს როგორც კომუნისტები, იმიტომ რომ ლიბერალიზმი გლობალური პროექტიაიაპონია არის სწორად ობიექტური კონსერვატიზმის მაგალითი, საქართველო კი - სუბიექტური. ამიტომაც იაპონია ამაყობს მანქანებით და ტელევიზორებით,საქართველო კი - ასი წლის მუხებით და გორგასალის ხმლის სიმძიმით. მეორე მხრივ, რამდენიმე წლის წინ ვიღაც მინისტრს მექრთამეობა დააბრალეს (არ მახსოვს ზუსტად დეტალები, მოძებნა შეიძლება) და მან სეპუკუ ჩაიდინა, ჩვენთან კი ასეთ შემთხვევაში "წითელი ხიდისკენ" გარბიან. მაგალითად, "სუფრის აკადემიის" ან "გაგების" ძაგება შეიძლება ფორმალურად ნიშნავდეს "ტრადიციების წართმევას", მაგრამ ასეთი ხმამაღალი განცხადების დონეზე - ვერ ქაჩავსამაშია სწორედ პრობლემა. რაც ნაგავია, იმას ტრადიციებად ასაღებენ და მის მოსპობის მცდელობას კი - ერის ღალატად. სუფთა არასრულფასოვნობის კომპლექსია: აი კაცს რომ არაფერი აქვს საამაყო, დიდი ასოთი ამაყობდეს და შვილს უნერგავდეს: "მთავარია შენც დიდი გქონდეს". Edited March 29, 2013 by PANZERKOPF Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
titala Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 ვიგაც ნაციონალი დაუჭერიათ. ხომ არ იცით რა ხდება ? პ.ს. ამ ფორუმზე თემების გახსნა იგვიანებს, რაღაც და იძულებით მივმართავთ შემდეგ ფორუმ.გე ს იქნებ ეს გამოასწოროთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 ვიგაც ნაციონალი დაუჭერიათ. ხომ არ იცით რა ხდება ? არ ვიცი? პ.ს. ამ ფორუმზე თემების გახსნა იგვიანებს, რაღაც და იძულებით მივმართავთ შემდეგ ფორუმ.გე ს იქნებ ეს გამოასწოროთ რას გულისხმობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
titala Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 ვგულისხმობ იმას, რომ ფორუმ.გე ზე ეკლესიის ლანძღვის მეტი არაფერი ხდება , იქ შესვლის სურვილი დაკარგული მაქვს არადა ინპორმაციას ზოგადად ფორუმიდან ვღებულობ ყველაზე კარგად და სურვილი მაქვს პლანეტა.გე აქტიური იყოს თემების სიმრავლით და დისკუსიით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 ვგულისხმობ იმას, რომ ფორუმ.გე ზე ეკლესიის ლანძღვის მეტი არაფერი ხდება , იქ შესვლის სურვილი დაკარგული მაქვს არადა ინპორმაციას ზოგადად ფორუმიდან ვღებულობ ყველაზე კარგად და სურვილი მაქვს პლანეტა.გე აქტიური იყოს თემების სიმრავლით და დისკუსიით ვეცდებით...შენც იაქტიურე და ასე უფრო საინტერესო იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 newstudio პლანეტა ინფო რო იყო ის გააუქმეთ?ცალკე იყო განყოფილება და სიახლეებს დებდა ხოლმე, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 დეგააგე ესეც შენ დღეშია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 29, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2013 ლანეტა ინფო რო იყო ის გააუქმეთ? ცალკე იყო განყოფილება და სიახლეებს დებდა ხოლმე, აგერ არის http://planeta.ge/blog/13-planetage-ს-ინფორმაციები/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.