Giorgi Kiskeidze Posted March 26, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2013 რა უბნელი იყავი?კირპიჩნაია ქუჩა იცი? ჯერ ერთი, ყველას ჰყავს ის მთავრობა, რომელსაც იმსახურებს. კრემლში უცხოპლანეტელები არ სხედან. რაც შეეხება კეთილმეზობლობას - შეიძლება. ამისთვის ტვინია საჭირო, თან ორივე მხრიდან. სამწუხაროდ, დეფიციტია იქაც და აქაც. არც ჩვენ, არც რუსეთმა არ იციან კეთილმეზობლობა. მათთვის კეთილმეზობლობა უპირობო ზეგავლენის სინონიმია და ჩვენთვის - გადაყოლის და შეტენვის.სამწუხაროდ, მართალია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დეგა Posted March 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2013 კირპიჩნაიაზე კირპიჩებს სროლილობდნენ??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted March 26, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2013 დეგა არა, აკეთებდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
არაორიგინალური Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 ჰოოოდა, მეზობელზე ვიძახდი. რაც არ უნდა დედანაქაჩი იყოს, მაინც მაგრად არ გაწყობს მის ბინაში ხანძარი, წყლის "ტრუბის" გახეთქვა, გაზის გაჟონვა და ა.შ.არც ღატაკი მეზობელია სასიამოვნო (სულ თვითონ გემათხოვრება და იქეთ შენ ვერაფერს სთხოვ) და არც ძალიან მდიდარი (იგნორი და თავხედობა იციან).ბინა რომ ჩაგეკეტება, გინდა შენ და გინდა სამაშველო, პირველი რასაც ცდილობს, მეზობლიდან (აივნიდან, ფანჯრიდან) ა/ჩა/გადა/ძრომაა.ღმერთმა ყველას გაშოროთ და როცა დაგჭირდება კუბოს თავსახური კეთლის მსურველებთან კი არ მიგაქვს სხვა უბანში, მეზობელს უყუდებ კარებთან.დიდი სიხარული რომ გაქვს და შენი კეთლის მსურველებთან ერთად მთელი ღამე გნიასებ, პირველი ვისაც აწუხებ, მეზობელია. ეს ისე, პროსტა, მეზობლობაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 (edited) საქართველო-რუსეთის კონფლქტის "გრუზინიზაცია" და ჩერნოკოზოვოს მშენებლობის დასაწყისი ქართულ მიწაზე. ქრისტესშობამდე 546 წელი ალმოდებულ ლიდიელთა დედაქალაქ სარდის სპარსელები ძარცვავენ. თვითონ ლიდიის მეფე კრეზუსი დამპყრობელი სპარსთა მეფის წინ იდგა ხელებშეკრული.....".რას ხედავ მეფეო?-კითხა კრეზუსმა კიროსს, ვხედავ როგორ ძარცვავენ ჩემი მებრძოლები შენ ქალაქს!-უპასუხა კიროსმა. ისინი ძარცვავენ შენ და არა ჩემ ქალაქს აღმოხდა კრეზუსს....კიროსი უმალ მიხვდა კრეზუსის სიტყვათა სიმართლეს და აკრძალა ძარცვა. კიდევ ურჩია კრეზუსმა კიროსს: ლიდიელებს იარაღი ტარება აუკრძალე, დეე ჩაიცვან თეთრი ქიტონები და ივაჭრონ, მომავალში თავსატეხი აღარ გაგიჩნდება ამ ხალხისაგან.....ესეც მოხდა, მოკლე ხანში ლიდიამ არსებობა თითქმის შეწყვიტა....მართალია იყო პაქტიის აჯანყება სპარსთა წინაარმდეგ მაგრამ ლიდია ისე ჩაბარდა სპარსელებს რომ კიროსის მემკვიდრეებს აღარც კი გახსენებიათ რომ ლიდია ერთ დროს მდიდარი და ძლიერი მეზობელი იყო. ლიდიელებმა ფიზიკური არსებობა აირჩიეს და უარი თქვეს წარსულსა და მომავალზე. ლიდიამ არსებობა შეწყვიტა...... იჩკერია სულ ნახევარი მილიონი ადამიანით იყო დასახლებული, ვერც ვაკუმური ბომბებით, ვერც ქიმიური იარაღით ვერც ვაინახების დემონიზაციით, ვერც აურაცხელი ტანკებით ვერ მოახერხა რუსულმა მოლოქმა ამ პატარა სახელმწიფოს დაპყრობა(როდესაც მთელი "ცივილიზირებული" სამყარო თვალს არიდებდა ამ სასაკლაოს). არც ჩერნოკოზოვოს მსგავსი ფილტრაციულ-კონცენტრაციულ ბანაკებში ნაწამები, მოკლული და გამქრალი ადამიანების არსებობას არ გაუტეხია ეს ერი.....ამის შემდეგ რუსეთმა ახალი დოქტრინა შემოიღო: რუსეთ-იჩკერიის კონფლიქტის ე.წ. "ჩეჩენიზაცია". დოქტრინა აბსოლუტურად მარტივი და ეფექტური აღმოჩნდა სისხლისაგან დაცლილი იჩკერიისათვის......რუსეთმა მოახდინა კოლლაბორაციონისტებისა და პატრიოტების დაპირისპირებით კონფლიქტის შეტრიალება შიგნით, ქვეყნის შუაგულში. ხდებოდა პატრიოტთა ნებისმიერი ქმედებისა თუ განცხადების ერთი მხრივ დემონიზაცია მეორე მხრივ თავისუფლების იდეის ყოველმხრივი დევალვაცია. ინფორმაციულ ვაკუმში მყოფი სისხლისაგან დაცლილი იჩკერია განადგურდა.....როდესაც 1989-90 წლებში საქართველოში ასიათასობით ქართველმა პატრიოტმა თავისუფლება მოითხოვა აშკარად გამოჩნდა რომ რუსეთს არ გააჩნდა რესურსები ეს მოძრაობა შეეჩერებინა. მოკლე ხანში რუსეთმა მოახდინა საქართველოში პროვოცირება სამოქალაქო ომისა და აქედან გამომდინარე ქვეყნის ადვილად ჩათრევა ეთნოკონფლიქტებში. ამის გამო დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის იდეის ნაწილობრივი დევალვაცია მოსახლეობისა და მსოფლოს წინაშე. საქართველომ ეს პრობლემები ნაწილობრივ გადალახა საკმაოდ მძიმედ და ოდნავ მოძლიერდა.. 2008 წელს რუსეთმა ვეღარ მოახერხა საქართველოსათვის თავზე მოეხვია წმინდა წყლის ეთნოკონფლიქტი ამიტომაც მოახდინა მისი ტერიტორიების ნაწილის პირდაპირი ოკუპაცია. საქართველოში რუსეთის დოქტრინა ისევ ძველი ახალი მეთოდით იწყებს მუშაობას(ისევე როგორც იჩკერიაში როგორც საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში) ხდება საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ე.წ. "გრუზინიზაცია". ერთი მხრივ არი საქართველოს ხელისუფლება რომელიც რუსეთთან ომში წარუმატებლობის გამო ხელშესახებ ალტერნატივას ვერ თავაზობს საქართველოს მოსახლეობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში(თუმცა ჩემი ზრით "ე.წ. იარაღის არგამოყენების პირობის(რომელიც ევროპელებს მიცა საქართველოს მოსახლეობის უკითხავად) გარდა რუსეთთან შეცდომა არ დაუშვია) და მეორე მხრივ რუსული ფულით(დიდი რუსული ფულით) შეკოწიწებული კოლლაბორაციონისტული -"ქართული ოცნება". ცხადია რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევანი დიდი არა აქვს, თუმცა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო......თუ მოხდება ამ რუსული დოქტრინის ნაწილობრივი რეალიზაცია ე.ი. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ქვეყნის შიგნით შემოტანა ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ არაპროგნოზირებადი მოვლენების განვითარებას რომელთა მართვა შეუძლებელი გახდება და ამ შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელია: 1შემთხვევაში სამოქალაქო ომი, შემდგომი რუსეთის ინტერვენციით. 2 შემთხვევში არჩევნების შედეგების გადახედვა სხვადასხვა ფორმით რომელიც არ იქნება შედეგიანი რამოდენიმე ღია კოლლაბორაციონისტური დაჯგუფების წევრთა ინტერნირების გარეშე. მესამე შემთხვევაში სამხედრო დიქტატურა მეოთხე დე ფაქტო თავისუფლების დაკარგვა(დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკაზე ფაქტიური უარის თქმა, ნატოსა და ევროსტრუქტურებში მონაწილეობაზე(ზოგადი ჰუმანიტარული და სხვ გარდა) უარის თქმა, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის რუსეთის კონტროლში გადასვლა და ა.შ.). საქართველოს მოსახლეობას სამწუხაროდ პოლიტიკოსები(კოლლაბორაციონისტებს არ ვგულისხმობ მათი გეგმები ნათელია და თუ გაუმართლათ დროთა განმავლობაში ამ რეტროგრადული ძალის გეგმები ყველასთვის ნათელი გახდება) ვერ თავაზობენ სერიოზულ ძლიერ ალტერნატივას დღევანდელი სიტუაციიდან გამოსასვლელად. დღეს ყველა პოლიტიკოსს სურს თოვლის ბაბუა იყოს და მხოლოდ საჩუქრები ურიგოს ბავშვებს და იზრდება ალბათობა ამ ხუმრობა-პოლიტიკაში რუსეთმა შემოგვაჩეჩოს თავისი გათლილი მატრიოშკა-"ქართული ოცნება" რაც აუცილებლად გამოიწვევს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის "გრუზინიზაციას" ე.ი. სამოქალაქო დაპირისპირებას ეს "უკეთეს" შემთხვევაში 20 წლით წარსულში გადაგვისვრის და უარეს შემთხვევაში რუსეთთან ევრაზიულ კავშირში შეგვათრევს რომ პერსპექტივაში მონაწილეობა მივიღოთ რუსული სახელმწიფოს პარანოიდალურ ექსპერიმენტებში რომელთა მზგავსშიც მონაწილეობა მიგვაღებინეს კობამ, სერიოჟმნ(ორჯო) ფილმახმა და სხვებმა რუსეთთან "ნებაყოფილობითი" ოკუპაციის შემდეგ.....შესაძლებელია საქართველოში პატრიოტ ქართველთათვის და მათ თანამგრძნობელთათვის ჩერნოკოზოვოს მსგავს ფილტრაციული ბანაკები უკვე შენდება(პროექტები ექნებათ ლუბიანკაზეც და ჭორვილაშიც) სადაც შემდეგ "ზონდერობის" "მიშისტობის" "პროამერიკანელ"-ის "ეს ებრძოდა რუსებს ცხინვალში" იარლიყით განათავსებენ და გააქრობენ ქართველ პატრიოტებს....... "ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი დაიჭერსო," ჩათვალეს რუსებმა. ყოველმა ქართველმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ არი? კურდღელია(ალასანიაზე არ ვამბობ მან იცის რომ კურდღელია) თუ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე! 2012 წლის ზაფხული Edited March 27, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 http://s57.radikal.ru/i156/1303/bf/e559920dea78.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PANZERKOPF Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 Giorgi Kiskeidzeკირპიჩნაია ქუჩა იცი?არა. ეგ პეტერბურგშია თუ სტრელნაში?დეგაკირპიჩნაიაზე კირპიჩებს სროლილობდნენ???პეტერბურგში იმდენი "მამალი" ქუჩაა, რომ აგური კიდევ კარგად ჟღერს. თან ეგ ძველი დასახელება იქნება, ქარხანასთან დაკავშირებული.არის წითელი (მხ. კომუნისტი) მექსოვილეს ქუჩა, დამკვრელების (მხ. სოცშრომის დამკვრელი) ქუჩა.წითელი კურსანტის, ენთუზიასტების და ა.შ.90-იანების დასაწყისსში ნელ-ნელა დაიწყეს მსგავსი ქუჩების სახელების შეცვლა ძველი, ნამდვილი სახელებით. მერე შეაჩერეს და ახლა დღევანდელი მთავრობის პირობებში ცხადია რომ ეგ კარგი ხანი შეჩერებული იქნება. ხოდა ახლა მარქსის ქუჩა აღარ არის და ენგელსის - დარჩა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted March 27, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 PANZERKOPFარი, არის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PANZERKOPF Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 Giorgi Kiskeidzeარი, არისარის აგურის შესახვევი და არა ქუჩა. ცენტრში, ბოლშაია მორსკაიადან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted March 27, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 PANZERKOPFეგ, დიდი არაფელი განსვავებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მზისადარი Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 ვერ დაუკარგავ, ნაცები რუსების იმპერიასთან დაუნდობლად იბრძოდნენ და სამართლიანი იყო აღშფოთება ერისიონის კრემლში ტაშ-ფანდურაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მზისადარი Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 http://forum.ge/?f=29&showtopic=34513694&st=0http://info9.ge/?l=G&m=1000&id=15894 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 ერისიონმა ომიდან 5 წლის მერე გამართა კონცერტი, მანამდე კი ჩვენი კულტურის და შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე რუსეთს 2009 წლისათვის სთავაზობდა მოსკოვში კონცერტების გამართვას. ვაშაძის წერილი დღეს გამოქვეყნდა და ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა წერილის ავთენტურობა. ასე რომ ..... ნაციონალებისგან პატრიოტების შექმნა არ შეიძლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მზისადარი Posted March 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 მანამდე კი ჩვენი კულტურის და შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე რუსეთს 2009 წლისათვის სთავაზობდა მოსკოვში კონცერტების გამართვას.2009 წელს არა, 2008 წლის ნოემბერსვაშაძე აღშფოთდა წერილის გასაჯაროების გამო(არა შინაარსსზე) და კატეგორიულად გამოძიების დაწყება მოითხოვა :huhu:თან როგორ ემუდარება ყველა ხარჯს ჩვენ დავფარავთ, სცენის ფართის არენდასაცო ახლა კიდევ ერთხელ შეუძლიათ მიტინგები მოაწყონ და აღშფოთდნენ პირსისხლიან რუსეთთან ჩახუტებულ რუსეთუმე მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მოცეკვავეთა დასსაც კი აგზავნის კრემლში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted March 28, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2013 მზისადარიარა, მეზობლურად რო გააკეთენ, პასუხი რა იყო ჩვენი"ისტორიული ძმისგან"?. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.