miriani001 Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 (edited) რამდენიმე წუთის წინ, "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე მკვლელობა მოხდა.შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მოკლულია ახალგაზრდა, 32-33 წლის მამაკაცი, რომელიც ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მუშაობდა. სავარაუდოდ, თანხის გატაცების მიზნით, ის მძევლად აიყვანა შეიარაღებულმა პირმა, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, თავდამსხმელმა მძევალი მოკლა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. შსს მკვლელობის ფაქტს ადასტურებს. მოკლული უკვე გადაასვენეს პროზექტურაში, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. http://www.newposts.ge/samarthali/9634-mkvleloba-yazbegis-gamzirze.htmlრაო გაგებით მოვეკიდოტ თუ რა ჯანდაბა ვქნათ? რომელი ვიქნებით შემდეგი? :facepalm: Edited March 21, 2013 by miriani001 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 რომელი ვიქნებით შემდეგი?შეეენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
miriani001 Posted March 21, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 Metalhead :facepalm: ვინც ოცნეაბს მისცა ხმას იქ იყოს მე სუფთა ვარ :+: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 (edited) რომელი ვიქნებით შემდეგი? კარგი შეკითხვაა... ისე სამართალი რომ არსებობდეს, შემდეგი "ბიძი(ნ)ა" უნდა იყოს.. ანუ თვითონ დათესა და (ნაგავი გადმოყარა სანაგვედან) მოსავალი სხვამ რატომ უნდა ჭამოს.. ხო ასეა..? შეეენ რა ხალხი ვართ ეს ქართველები.. ყველაფერზე ვღადაობთ.. აი როცა ჩვენიანს ან პირადად ჩვენ შეგვეხება რამე (ბედმა დაგვიფაროს და), მაშინ კი შეგვაშრება ღადავი.. ვინც ოცნეაბს მისცა ხმაოცნებაც და ნაცებიც ერთად უნდა შეყარო ოთახში, სადაც მშიერი (მდედრი) ლომები ზიან.. -)) Edited March 21, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
miriani001 Posted March 21, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 Shatenკარგი შეკითხვაა... ისე სამართალი რომ არსებობდეს, შემდეგი "ბიძია" უნდა იყოს.. ანუ თვითონ დათესა და (ნაგავი გადმოყარა სანაგვედან) მოსავალი სხვამ რატომ უნდა ჭამოს.. ხო ასეა..? +++++++++++++რა ხალხი ვართ ეს ქართველები.. ყველაფერზე ვღადაობთ.. აი როცა ჩვენიანს ან პირადად ჩვენ შეგვეხება რამე (ბედმა დაგვიფაროს და), მაშინ კი შეგვაშრება ღადავი.. გეთანხმები ეგრეა სანამ საკუთარ თავზე არ იგრძნობენ ვერ ხვდებიან მანამდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 (edited) გეთანხმები ეგრეა სანამ საკუთარ თავზე არ იგრძნობენ ვერ ხვდებიან მანამდე ეს იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გაჩნიათ (უმეტესობას).. ხი, ხი, ხი, ხო, ხო, ხო-ს დონეზე უყურებენ ყველაფერს.. და სახელმწიფოებრიობაც მათთვის სახლობანას თამაშია.. ანუ ჩვენი ხალხი ყველაფრით ერთობა.. თუნდაც ავიღოთ ჩვენი ხალხის მიტინგო და "ვაშა!"-მანია... სათამაშო სახლმწიფოა რა... Edited March 21, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 ისე ეგ შემთხვევა ნორმატიული წესების დაუცველობამ გამოიწვია. მკვლელი მოკლულის ნაცნობი ყოფილა და მანაც ვალუტის გადაცვლის პუნქტში შეიპატიჟა. წესი რომ დაეცვა, რომელიც მსგავს ქმედებას კრძალავს, არაფერიც არ მოხდებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 (edited) ანუ, მოკლეს ვიღაცა... მერე რა, მე ხომ არ მომკლეს,ან ვინმე ჩემიანი..?! ეს სხვა ოჯახის, სხვა თემის წარმომადგენელი მოკლეს.. ანუ თემური წყობილების დონის აზროვნებას უფრო გავს.. მე კერძოდMetalhead-ს არ ვგულისხმობ, რათქმაუნდა (მითუმეტეს, მას ვიცნობ (პოსტების მიხედვით) როგორც ჯანსაღ მოაზროვნეს..).. ნუ ის მან შეიძლება უბრალოდ გაიხუმრა.., სინამდვილეში კი არ უყურებს ასეთ ფაქტს გულგრილად.. მაგრამ ზოგიერთი და ის კი არა - უმეტესობაც, მართლა გულგრილად და ზერელედ უყურებენ ასეთ მოვლენებს.. ანუ ყველაფერი "ერიჰა" და საღადაოა მათთვის.. და ის იმ ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი! სხვა დანარჩენი სხვა სამყაროსა და განზომილების წარმომადგენლები არიან.. და მიასაც კი ვერ ტვინავენ, რომ ის რაც დაემართა სხვას, შეიძლება დაგემართოს "შენც".. უბრალო ლოგიკითაც რომ მივუდგეთ, სახელმწიფოებრიობით აზროვნებას თავიც რომ დავანებოთ.. მკვლელი მოკლულის ნაცნობი ყოფილაზუსტად ეს გავიფიქრე, სხვათაშორის.. ნაცნობი ყოფილააი ამ ნაცნობობამ ხო გაანადგურა საქართველო..! Edited March 21, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 ვა, საწყალი , ნეტა ვინ მოკლეს..რას კლავდა , თუ ბერდებოდა, ეხლა უფრო არ დაუძიმდება სასჯელი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 miriani001 და სენსაცია ან ექსკლუზივი რაა??? ოცნებაც და ნაცებიც ერთად უნდა შეყარო ოთახში, სადაც მშიერი (მდედრი) ლომები ზიან.. -)) ფაშისტები ქნეს, მასე ერთხელ :D ასე, რომ არგამოვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 რაო გაგებით მოვეკიდოტ თუ რა ჯანდაბა ვქნათ? რომელი ვიქნებით შემდეგი?სანან სისტემა არ შეიცვლება მანამდე ყველას გველის საფრთხედაიჭერენ ახლა მაგ ნაბიჭვარს და მერე ყველა მაგის დაცვას დაიწყებსშუბლში ტყვია,ფერდებში წიხლი და გადააგორე გვერდზე. რათ უნდა მაგას სასამართლო და ადვოკატები? სახელს და გვარსაც არ ამბობენ დამნაშავის უფლებები უნდა დავიცვათო წაიყვანენ ციხეში ქვეყნის ფულს დაახარჯებენ ჯერ სასამართლოზე,მერე კვებაზე,ტანსაცმელზე, ჯანდაცვაზე..... 10 წლის მერე გამოვა და "საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის" კიდე ფულს დაახარჯავენ...... რა ხალხი ვართ ეს ქართველები.. ყველაფერზე ვღადაობთ.. აი როცა ჩვენიანს ან პირადად ჩვენ შეგვეხება რამე (ბედმა დაგვიფაროს და), მაშინ კი შეგვაშრება ღადავი.. ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და იმის იქით, რბილად რო ვთქვათ, კიდია რა ხდებაფულის გამო კაცს კლავენ და ეს ზოგისთვის სასაცილოა ზოგისთვის კიდე ქულების დასაწერი :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
miriani001 Posted March 21, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 Giorgi Kiskeidzeდა სენსაცია ან ექსკლუზივი რაა??? ჯერ სად ვართ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 (edited) "გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 20 მარტს, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, თავის მეგობარ რომან გაბეხაძესთან მივიდა, რომელიც ამ პუნქტში ოპერატორად მუშაობდა. მათ შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც სერგო პ-მ რომან გაბეხაძეს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს"- აცხადებენ სამინისტროში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. http://pirweli.com.g...uid=11&id=28957 პ და თქვენი დედის პ... მართლა რაათქვით ვინაობა დადეთ სურათი რო მაგას და მაგნაირ ნაბიჭვრებს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდეთ! Edited March 21, 2013 by mama Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 თქვით ვინაობა დადეთ სურათი რო მაგას და მაგნაირ ნაბიჭვრებს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდეთ! ძაან კაი აზრია. :clapp: :clapp: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დეგა Posted March 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2013 ახლა იყო ტელევიზორში რუსთავი 2 ზეამბობენ ბიზნესგეგმა დაუმზადა რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილსო და ხშირად თხოვდა გადაეხადა თანხაო და ხშირადშეკამათებაც ქონდათ ამ ამბავზეო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.