newstudio Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 (edited) ორშაბათს, 4 მარტს, ,,პლანეტა.გე"–ს სტუმარი იქნება საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ვიცე–პრემიერი კახი კალაძე. დაუსვით კითხვები და მინისტრი შეეცდება ამომწურავად გასცეს პასუხი http://s004.radikal.ru/i206/1302/23/8b5b30f6b51e.jpg Edited March 15, 2013 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Beka_ke Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 (edited) 1. თქვენი მინისტრად დანიშვნის შემდეგ სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში თანამშრომელთა ჯამური ხელფასი 20%-ით გაიზარდა, ზოგს საერთოდ არ მოემატა ხელფასი, ზორგს 20%-ზე გაცილებით მეტად გაეზარდა, ძირითადად მენეჯმენტს, რომელსაც მინიმუმ 8000 ლარი აქვს ხელფასი. არჩევნების დღეს ხაშურში საარჩევნო უბანზე ნაციონალების "ზონდერების" შეჭრის დროს, იქ იმყოფებოდა ზუმბერიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტიური პროპაგანდისტია სამასხურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და თანამშრომლებს აქტიურად იყენებდა წინასაარჩევნო კამპანიაში ნაციონალების მხარდასაჭერად. სამართლიანად მიგაჩნიათ ხელფასების ასე გაზრდა და რა "დამსახურებისთვის" ინარჩუნებს თანამდებობას სულხან ზუმბერიძე?2. სს "თბილსრეს" გააჩნდა 300 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება. მიმდინარეობს, თუ არა გამოძიება გარდაბნისი რესებთან დაკავშირებით და კრედიტორული დავალიანების ჩამოწერა თუ აისახა წარმოებული ელ. ენერგიის ტარიფზე? (გაიყიდა მხოლოდ "ბლოკები", სს "თბილსრესი" ლიკვიდირებულია და ვალდებულება არ გადასულა მყიდველზე, შესაბამისად უნდა შემცირებოდა წარმოებული ელ. ენერგიის თვითღირებულება) Edited February 26, 2013 by Beka_ke Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 აჭარაში ჰესების მშენებლობა დიდი ამბით დაანონსდა."ტატა გრუპი" და ნორვეგიელები ააშენებენო. კითხვა 1აჭარის სანაპირო ზოლზე თუ უფიქრია ვინმეს?ბათუმი და ქობულეთი გადავაყოლოთ ჰესებს? კითხვა 2მცირე ჰესების განვითარების საკითხზე თუ არსებობს რაიმე მოსაზრება მთავრობაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Koba Kholuashvili Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 ბატონო კახა. თბილისში პეკინის 41-ში გეპეის ყოფილ საერთო საცხოვრებელში 2 კორპუსია 14 სართულიანები , სადაც ვცხოვრობთ 500 ოჯახზე მეტი დევნილი ოჯახი.კორპუსები არაა გაზიფიცირებული და მხოლოდ ელექტროენერგიის იმედად ვართ. ხომ წარმოგიდგენიათ რა ელექტროენერგიის ხარჯები გვაქვს, მით უმეტეს ზამთარში.იქნებ რამე გვიშველოთ?იგეგმება თუ არა ჩვენი კორპუსების გაზიფიცირება? თუ დევნილებს იმდენი შემოსავალი გვაქვს , რომ დენით გათბობის ფუფუნება შეგვიძლია დავრთოთ თავს?ეს შეღავათი ელექტოენერგიაზე ჩვენ არც შეგვტყობია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sibka82 Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 (edited) გამარჯობა კახა!"ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით მაქვს კითხვები:1. თუ ხართ საქმის კურსში, როგორ მოახერხა წინა ხელისუფლებამ აშკარად მომგებიანი კომპანიისთვის 80-მილიონიანი ვალის დადება და სათანადო ორგანოები თუ დაინტერესებულან ამ საკითხით?2. როდის ბრუნდებიან "ყაზტრანსგაზში" ყაზახები? რას ნიშნავდა შარშანდელი არჩევნების შემდეგ მათი გამოჩენა და სწრაფადვე გაუჩინარება?3. რატომ მუშაობენ დღემდე "ყაზტრანსგაზის" სათავეში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული არაკომპეტენტური კადრები? დაინტერესებულა თუ არა ვინმე, რა დღეში ჩააგდეს ამ ადამიანებმა კომპანია და რა გაუსაძლის, მონურ პირობებში მუშაობენ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები?3. თბილისის გარდა, მთელი საქართველოს გაზით მომმარაგებელია "სოკარი", რომელსაც თბილისის გაზმომარაგებაზეც ჰქონდა პრეტენზია. თუკი ყაზახების დაბრუნება აღარ ხერხდება რატომ არ შეიძლება, რომ თბილისის გაზმომარაგების უფლებაც "ყაზტრანსგაზზე" გაცილებით დალაგებულ "სოკარს" გადაეცეს? Edited February 26, 2013 by sibka82 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 (edited) კითხვები ფორუმ ჯიდან:იუზერი ნარიკუდაბატონო კახა სად არის თქვენი დაპირებული გაიაფებული ენერგო რესურსები?ტენოჩტილანირა დრო დასჭირდა ფეხბურთელი რომ გამხდარიყოდა რა დრო პოლიტიკოსად გახდომისათვის.ყვარყვარემე მაქვს ეს კითხვები1. 10% როდიდან აკლდება გაზის ტარიფს...ადრე თქვა მარტიდანო2. 300 კვ ზემოთ ხერხდება თუ არა ტარიფის დაწევა....3. რატომ არ მუშაობენ უფრო აქტიურად პიარზე.... hantenbaini რა მდგომარეობაა ხუდონჰესთან დაკავშირებით.კონტრაქტი არსებობს თუ არა. თუ არსებობს, კონტრაქტის ხელმოწერამდე იყო თუ არა პროექტი გაზიარებული გარემოს დაცვის სამინისტროსთან. შეისწავლა თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრომ პროექტი, თუ მხოლოდ ხელმოსაწერად გადაეგზავნა.არის თუ არა გათვალიწინებული პროექტში ხაიშის მოსახლეობის აზრი? როგორ ხედავს მინისტრი საქართველოს ენერგორეურსების ათვისებას, დიდი ჰესები უცხოური ინვესტიციების ჩადებით თუ მცირე ჰესები? შესაძლებელია თუ მცირე ჰესების ასაშენებლად რეგიონულ ბიუჯეტებისთვის იყოს გათვალისწინებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში?მელანოპრეზიდენტობაზე ოცნებობთ,ბატონო კახი ? Edited February 26, 2013 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 კალაძის გამოსათხოვარი მატჩი როდისთვის იგეგმება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 რაჭაში(კონკრეტულად ძემო რაჭაში, სოფელ ჭიორასთან მდინარე რიონზე) თქვენც აპირებთ(წინა ხელისუფლება აპირებდა ) დიდი იდროელექტრო სადგურის მშენებლობას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 27, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2013 6 თებერვალს უკვე შედგა პირველი შეხვედრა ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ზონა სეისმურად აქტიურია და თან გარემოზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. არის კი ასეთ მსხვერპლზე წასვლა აუცილებელი? საქართველო არის ტრანზიტი (გამტარი), გაზმომარაგების და ნაწილობრივ ელ.ენერგიის გადაცემის კუთხით, მაშინ რატომ არის ტარიფი ასეთი მაღალი, დევს თუ არა სატრანზიტო ხელშეკრულებაში შეღავათის მუხლები და თუ არ დევს, რატომ არ გადახედავთ ამ საკითხს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2013 newstudioრატომ არის ტარიფი ასეთი მაღალიგასწავლით, გასწავლით, მაგრამ ვერ სწავლობთ მაინც საქართველოში ტარიფი კი არ არის მაღალი, ხელფასებია დაბალი. და ხელფასები რომაა დაბალი, მაგის მომატებაზე არის საჭირო მუშაობა, რასაც თავის მხრივ GDP -ის გაზრდა სჭირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted February 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2013 1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ჩემცირდა გეოთერმიის გამოყენება, რა იგეგმება ამ მხრივ ახალი მთავრობის მიერ? 2.რა პერსპექტივას თავაზობთ ზოგადად დამწყებ ინჟინრებს და განსაკუთრებით უცხოეთში (თითზე ჩამოსათვლელი) (მართლა) განათლება მიღებულ ინჟინრებს? როგორც ზოგადად საქართველო ასევე ენერგეტიკის სამინისტროს მასშტაბი? 3. ევროპაში ევრო კავშირის დავალებით ნელნელა ინგრევა ენერგო სისტემებზე ცალკეული ფირმებიის მონოპოლია. ამით იზრდება გამჭვირვალეობა,კონკურენცია და შესაბამისად ფასების შემცირება. გველის საქართველოში ამ მხრივ ცვლილებები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted February 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2013 (edited) უკვე ერთი თვეა თბილისში ათონელის 68 ში მდებარე ყოფილი სკოლის შენობაშI შესახლებულები არიან სოციალურად დაუცველები. იმის გარდა რომ ამ ადამიანებს არ აქვთ რეალური დახმარება სახელმწიფოსგან, ამ ობიექტზე არ არის ელექტრონენრგია და გათბობა, როგორც ამბობენ რაღაც დავალიანება აქვს ამ ობიექტს. ეს ადამიანები იყინებიან, არის ძალიან ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი. ელექტროენერგიის გარეშე ამ შენობაში ცხოვრება არის წარმოუდგენლად საშიში. რა გახდა სახელმწიფოსთვის რომ ამ ადამიანებს უბრალოდ ელექტროენერგია ჩაურთოს, ხოლო შემდგომ დარიცხულ თანხას უკვე ეს ადამიანები გადაიხდიან. ამ ელექტროენერგიაზე მიმაგრებულია უკვე გათბობის თემაც. უკვე რამდენიმე აქცია ჩავატარეთ სტუდენტებმა იმისთვის რომ ამ ადამიანებს ვინმემ ყურადღება მიაქციოს და იქნებ თქვენაც დაინტერესდეთ. მართლაც საშინელი პირობებია და იქნებ ელექტროენერგია მაინც ჩაურთოთ. მესმის რომ ეხლა თქვენგან წამოვა არგუმენტები რომ თითქოს თელასი კერძო კომპანიაა და მის საქმიანობაში ვერ ჩაერევით მაგრამ მე მგონია გაქვთ საკმარისი გავლენა რომ ეს საკითხი მარტივად მოაგვაროთ თქვენი სურვილის და ნების შემთხვევაში Edited March 4, 2013 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 27, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2013 ყველაზე მეტი დატვირთვა "ენერგოპრო ჯორჯია"–ს და სს"თელასის" ხარჯზე მოდის,როგორ ფიქრობთ, აკმაყოფილებს კი მათი პროფესიული დონე საქართველოში არსებული ენერგოსისტემის გამართულ, ხარისხიან და მინიმალური დანაკარგებით მუშაობის ხარისხს. იგეგმება თუ არა სეზონური ტარიფის დადგენა – გაზის და ელ.ენერგიის ტარიფის შემუშავება დღის, ღამის და პიკის საათების მიხედვით.? როდის გადაიხედება 1999წელს მიღებული კანონი "ნავთობისა და გაზის შესახებ"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lala Posted February 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2013 ბატონო კახა! შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი სოფელ შინდისის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის ირმა პაპუნაშვილის გათავისუფლების ფაქტზე საუბრობს და თქვენს გვარს ახსენებს. მისი თქმით, კადრებში ჩანს, რომ თქვენ პაპუნაშვილს ,,უკანასკნელ ხმაზე" უყვირით. პაპუნაშვილი 9 ივლისს გამოვლენილი ეთიკური ნორმების დარღვევის გამო სამსახურიდან გაანთავისუფლეს. თუ გახსოვთ მსგავსი შემთხვევა, ეს ეტყობა ,,ქვების სროლის" პერიოდს უკავშირდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 28, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2013 მაინტერესებს განახლებადი ენერგეტიკის სფეროში თუ იგეგმება რაიმე ძვრები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.