Jump to content
Planeta.Ge

ქუდზე კაცი, ტფუ... ბუჩქზე პატრიოტი, - ვანო გვიხმობს!


Recommended Posts

http://www.interpres...gamarthavs.html

 

"ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილს რუსთაველზე მიტინგს გამართავს

 

15:09 21-02-2013

"ნაციონალური მოძრაობა" "საქართველოს პატრიოტებს" 19 აპრილს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მიტინგზე იწვევს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგბო ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ისტორიულად ხშირად დგებოდა გზაჯვარედინზე და განსაცდელის წინაშე უახლოეს ისტორიაშიც რამდენჯერმე იყო.

"საქართველოს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება და დღესაც დგას არჩევანის წინაშე. საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საგარეო კურსზე გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალია ევროპა. გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეს გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იწყებენ რეგიონებში ჩასვლას და თბილისის ყველა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრას, რათა ხელისუფლებას დაანახონ, რომ "ხალხის ნება ურყევია, საქართველოს მომავალი კი არის დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ".

გულს იკეთებენ - არ გაგვწიროთ, არ მიგვატოვოთ "პატრიოტებმაო" :)) :)) :))

 

მაზიანს ვდებ - 1000 კაცსაც ვერ მოუყრიან თავს :D

ჩემგან კი ამას დავამატებდი (პოჩერკიზა ბოდიში :D)

 

http://i.imgur.com/43CYUyw.png

 

 

რას იტყვით პლანეტელებო, რატომ დაანონსეს ორი თვით ადრე მიტინგი ნაცებმა?! :ravic:

Edited by მართვის თეორია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართვის თეორია პატრიოტიზმი, სასაცილოა? :facepalm: :facepalm: :facepalm: :facepalm: :facepalm: და რაზე დანონსეს? არ ვიცი, მაგრამ რაღაცა დიდი იქნება. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატრიოტიზმი, სასაცილოა?

- შენ როგორ ფიქრობ?

- ა, პირველად შენ მკითხე?!

- ნაცების "პატრიოტიზმი" ნამდვილად სასაცილოა.

 

პატრიოტული ელიტა :facepalm: :facepalm: :facepalm:

 

http://www.youtube.com/watch?v=51UM8dL_oCM

Edited by მართვის თეორია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართვის თეორიამითხარი, ნაციონალები რა შუაშია? :facepalm: ან შენ რას უძახი,პატრიტიზმს? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სურათი მაგარია :+: მაგრამ ამის, გარდა რაა სასაცილო აქ და რაზე?

დაპირებებით(19 აპრილი), რომ კვებავენ "პატრიოტულ ელიტას" - ეგაა სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს.

 

აღდგომა და ხვალეო - მოვა 19 აპრილიც :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...