Metalhead Posted February 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2013 მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოება, ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტის განხორციელება, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, ID-ბარათისადმი დამოკიდებულების კვლევა და ცვლილებები კანონში "ნოტარიატის შესახებ". "საკითხების პრიორიტეტულობა, მათმა აქტუალურობამ განსაზღვრა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიზანი დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნდობით ისარგებლებს. ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეთა განხილვაში ნაფიც მსაჯულთა ჩართვა, მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველყოფს. შრომის კანონმდებლობის რეფორმა დასაქმებულის უფლებების დაცვისკენაა მიმართული. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა კი - საქართველოს სამართლებრივ სივრცეში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვის შესაძლებლობას გააჩენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებების პროექტები საზოგადოებას დამტკიცებამდე გააცნო, რის შედეგადაც არასამთავრობოებმა და ექსპერტებმა ყველა პროექტი განიხილეს.http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=8133:2013-02-13-10-23-14&catid=69:2010-11-25-16-48-11&Itemid=114http://for.ge/view_news.php?news_id=13865&news_cat=0http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=26069 "მე არ მეყო 100 დღე, რომ სერიოზული ცვლილებები წამომეწყო. 100 დღეში არ დამცალდა, რომ მთავარ პროკურორთან ერთად ადეიშვილის იმ პროკურორებისთვის მიმეხედა, რომლებიც ოჯახებს აუბედურებდნენ, ბიზნესმენებს იბარებდნენ და ატერორებდნენ, ვიდრე ისინი ჩუქების შესახებ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდნენ. 100 დღის განმავლობაში ეს არის ერთადერთი, რისი დაწყებაც ვერ მოვახერხე", - განაცხადა წულუკიანმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 18, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2013 (edited) წინა კვირაში შემხვდა ქ-ნი მინისტრი პროკურატურის სასადილოში, სადაც შემთხვევით მეც მომიწია ლანჩზე ყოფნამ. როგორც აღმოჩნდა რიგითი თანამშრომლების გვერდით სადილობს :bushti: Edited February 18, 2013 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted February 18, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2013 აღმოჩნდა რიგითი თანამშრომლების გვერდით სადილობს ეს პიარია, და მეტი არაფელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.