Jump to content
Planeta.Ge

30-მდე პირი შსს-ს ჩამორთმეული მანქანების უკან დაბრუნებას სთხოვს


Recommended Posts

30-მდე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთვის გასულ წლებში ჩამორთმეული მანქანების უკან დაბრუნებას სთხოვს, - ამის შესახებ განცხადება ადვოკატებმა , ირმა ჭკადუამ და ზურაბ ტაბიძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ადვოკატების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის დეკემბერში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ძვირადღირებული ავტომანქანების უმეტესობა სამინისტროს უკანონოდ ჰქონდა მითვისებული, ამჟამად კი რეალური მეპატრონეები სამართლიანობის აღდგენისა და ქონების უკან დაბრუნების მიზნით გამოძიებას ითხოვენ.

მათ შორის, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა, ორი დაზარალებული გივი თოდაძე და თემურ სამუშია დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ.

გივი თოდაძის განცხადებით, მისი კუთვნილი ორი ავტომობილი "რეინჯროვერ სპორტი" და "კრაისლერ 300", რომელთა ღირებულება ჯამში 100 ათას დოლარამდე შეადგენს, საპროცესო გარიგების გაფორმების გარანტიის მიზნით სამინისტროსთვის გარკვეული სქემის შედეგად საჩუქრად გადააცემინეს.

კერძოდ, როგორც თოდაძე ამბობს, პატიმრობაში ყოფნის დროს მანქანები მეუღლის სახელზე ჯერ მინდობილობით გადააფორმებინეს, შემდეგ მისმა მეუღლემ იძულებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის ახლობლის სახელზე გადააფორმა, საბოლოოდ კი ამ პიროვნებამ მანქანები სამინისტროს საჩუქრად გადასცა.

ამასთან დაზარალებულის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი კუთვნილი "რეინჯროვერ სპორტით" კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ლევან ქარდავას მეუღლე გადაადგილდებოდა, ხოლო მეორე ავტომანქანა "კრაისლერ 300" შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ემსახურებოდა.

როგორც დაზარალებულები, ასევე ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ დღეს როდესაც ქვეყანას ახალი გუნდი მართავს, აღდგება სამართლიანობა და მათთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკან დაუბრუნდებათ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ბალანსზე არსებული ძვირადღირებული ავტომანქანების აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის 24 დეკემბერს გააკეთა.

სარეალიზაციოდ გამზადდა 50-მდე ავტომანქანა. საუბარია ისეთ ძვირადღირებულ მოდელებზე, როგორიცაა: Range Rover, Range Rover Sport, Range Rover truck, Mercedes S, ML, INYX6, X5 და M5, რომლებიც უწყებაში ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი.

თითოეული მანქანის ღირებულება ხშირ შემთხვევაში 100 000 დოლარს აჭარბებს, ხოლო მათი ტექნიკური მომსახურება, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯამში წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/228445-30-mde-piri-shss-s-chamorthmeuli-manqanebis-ukan-dabrunebas-sthkhovs.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...