Jump to content
Planeta.Ge

როგორ განვითარდება უგულავას საქმე?


Recommended Posts

რა ბედი ელის გიგი უგულავას?

შეძლებს ამ სკანდალიდან სუფთად გამოსვლას თუ ბაჩო ახალაიას ბედს გაიზიარებს?

 

ჯერ არ ნებდება

 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ჩიხშია და ჩქარობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გუშინ თითქმის ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა. "აშკარაა, რომ პროკურატურა ჩიხშია, იმიტომ, რომ კიდევ ათასობით ადამიანის დაკითხვა მოუწევთ, რის შემდეგაც ამ ადამიანებს სასამართლოზეც დაკითხავენ. არც მე და არც საზოგადოების დიდი ნაწილი ჩახუთულ ოთახებში დაკითხვას არ ენდობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის დაკითხვა, ღია და საჯარო სასამართლოს წესით მოხდეს. ბრალდება იკვეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ხალხი გვყავდა დასაქმებული და ვუხდიდით ხელფასს. თვითონვე აღიარებენ, რომ ეს ფული ხალხს ხელფასის სახით დაურიგდა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, კიდევ უფრო აბსურდული გამოძიება ტარდება სოციალურ აგენტებთან მიმართებაში.

"აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაახლოებით 20-22 ათასი ადამიანი ეყოლება პროკურატურას ქვეყნის მასშტაბით დასაკითხი. ეს იმხელა რაოდენობაა, რომ შესაძლოა, გაცილებით მეტი წელი დასჭირდეს ბოლომდე მიყვანას, ვიდრე შეიძლება ამ მთავრობამ ლეგიტიმურად დაჰყოს. ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში - ეკონომიკა, რომელიც თავზე გვექცევა და სამწუხაროდ, ეკონომიკური გუნდი ამის შესახებ არაფერს ეუბნება პრემიერმინისტრს. ფინანსთა სამინისტროს მთელი ჯგუფები კი დაკავებულები არიან ამ საქმიანობით", - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, აწუხებს ის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ამასთან, დედაქალაქის მერი მზადაა, თუ კი გამოძიებას სხვა კითხვები გაუჩნდება, "მსგავსი რეჟიმით გასცეს პასუხი".

გუშინ მერიაში პროკურორი ნუგზარ სალია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ კუჭავა მივიდნენ და "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით თბილისის მერი დაკითხეს. გიგი უგულავას დაკითხვა მისსავე კაბინეტში, ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა.

გიგი უგულავას დაკითხვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შპს "თბილსერვის ჯგუფი" – ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.

"გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერაფერსაც ვერ უშვებიან ამ უგულავას და თუ არაფრის თავი არ ააქვთ მაშინს შეეშვან ამ საქმეს :ravic:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qeti32

თქვენ რა იცით ბიძინას რა აქვს ჩაფიქრებული?

შვიდი მილიარდი აქვს მაგ კაცს, არ დაგავიწყდეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...