Jump to content
Planeta.Ge

აჭარაში გზები სავსეა გადაყრილი მანდარინით


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრმა ყველაფერი წინა მთავრობას დააბრალა და წინა მთავრობისთვის ეკითხათ მაინც, როგორ ხდება ციტრუსის ჩაბარება,’’ - ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სოფელ კვირიკეში ჯინჭარაძეების ცხრასულიან ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, რომელსაც ლევან ვარშალომიძესთან, ქობულეთის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთად ერთად ეწვია.

 

,,სოფლის მეურნეობის მინისტრი დაინიშნა ოქტომბერში, პირველ რიგში უნდა დაკავდეს იმით, რომ მოიკითხოს რა ხდება, აქ სამი თვის დაგვიანებით ჩამოვიდა და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის ეთქვა კიდევ რა გავაკეთოთ, ყველაფერი წინა მთავრობას დააბრალა. წინა მთავრობისთვის ეკითხათ მაინც, როგორ ხდება ციტრუსის ჩაბარება. ჩვენი ელჩი უკრაინაში, რომელმაც შარშან და შარშანწინ ყველაფერი გააკეთა ჩვენი დავალებით, რომ ციტრუსი გაგვეტანა, უკან გამოიწვიეს დიდი ჩხუბით და ზარზეიმით, არ გვინდა ასეთი ელჩიო. არ გინდათ ელჩი, არ გინდათ ვარშალომიძე გავიგეთ, მაგრამ კითხეთ მაინც, როგორ კეთდება ეს ყველაფერი. დაკითხვაზე რომ ჰყავდათ ვარშალომიძე და ათასგვარი სისულელე ჰკითხეს, თუ სხვანაირად ერიდებათ მაშინ მაინც ეკითხათ, როგორ ხვდება მანდარინის და ციტრუსების გაყიდვა საქართველოში. დიდის ამბით განაცხადეს, რომ რუსეთში ჩვენი ორი კონტეინერი შევიდა მანდარით დატვირთულიო, სად არის ის მანქანები, ფული ჩამოიტანეს? დიდ სახელოვან რუსულ ბაზარზე შესვლის შედეგი ნახა ხალხმა? მე ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ, ნეტავ ნახოს, ნამდვილად არ გვიხარია და ან რა უნდა გვიხაროდეს, გზები სავსეა გადაყრილი მანდარინით, მაგრამ მომავალ წელს მაინც არ უნდა მოგვივიდეს ასეთი რაღაც, უნდა მოვემზადოთ და ყველამ ერთად, ვისაც რა ცოდნა გვაქვს, ამ ხალხს ხელი უნდა გავუმართოთ, იმიტომ, რომ ასე ვერ გაგრძელდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, აქ ოჯახების ერთადერთი შემოსავალი ეს არის და მთელი წელი ამას ელოდებიან, ,,როგორია 10 ათას ლარს რომ ელოდებიან და 7 ათასი უნდა გადაყარონ წყალში’’- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

უ:http://www.newposts.ge/politika/6821-2013-02-02-15-48-46.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აჭარლები გვყავს, თვითონ იტყვიან,მაგრამ მისა რომ განსაცდელის კაიფშია, ფაქტია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...