Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დღეს საღამოს შეხვდება


Recommended Posts

მგონია, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" ხალხი შეგზავნილია "ნაციონალური მოძრაობიდან", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ ამაში რაიმე დანაშაული "თავისუფალ დემოკრატებს" მიუძღვით.

"მართლაც არსებობს ის კითხვები, რაც საგანელიძემ დასვა. გუშინ მე დამხვდა 20 დემონსტრანტი ჩემს სახლთან და მათ შევხდი. ისინი აბაშიდან არიან ჩამოსულები და მათ არ მოსწონთ ხელმძღვანელად არჩეული პირი და არ მოსწონთ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აბაშის რაიონული ორგანიზაციის არჩეული ლიდერი. გასაკვირი არის ის, რომ არც ერთი მათგანი "ქართული ოცნების" წევრი არ იყო. მათგან სამი იყო "თავისუფალი დემოკრატებიდან". საგანელიძეს აქვს ეჭვი და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ინსპირირებული "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მე არ ვფიქრობ, რომ აქ "თავისუფალი დემოკრატების" დანაშაულია, მე მგონია, რომ იქაც შეგზავნილია ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და ისინი ახერხებენ სიტუაციის ინსპირირებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეს საღამოს ირაკლი ალასანიასთან აქვს შეხვედრა, რომლის დროსაც დასვამს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით საგანელიძე "თავისუფალ დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვის მოთხოვნით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ "სხვა დასკვნებს გამოიტანს". ამის შესახებ საგანელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

საქმე სხვადასხვა რაიონებში, "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებს ეხება, სადაც დავით საგანელიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მათთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები "ამოიცნო".

http://www.interpressnews.ge/ge/politika/228227-bidzina-ivanishvili-irakli-alasanias-dghes-saghamos-shekhvdeba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Metalhead ჩვენთან მეზობლათ ცხოვრობდა რუსი. მეორე სოფლიოს მონაწილე და გვიყვებოდა, რომ როცა საპჭოთა ჯარი ბერლინისაკენ მიდიოდნენ გერმანელები უკანალი жип-жип ხოდა , ბიძინაც ასეა http://tbiliso.ge/public/style_emoticons/clobok/grin.gif http://tbiliso.ge/public/style_emoticons/clobok/grin.gif http://tbiliso.ge/public/style_emoticons/clobok/grin.gif http://tbiliso.ge/public/style_emoticons/clobok/grin.gif http://tbiliso.ge/public/style_emoticons/clobok/grin.gif http://tbiliso.ge/public/style_emoticons/clobok/grin.gif
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Metalhead რადა ბიძინას იგივე, ჭირს მითუმეტე ამ განცხადებიD (მგონია, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" ხალხი შეგზავნილია "ნაციონალური მოძრაობიდან", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.) :grr: :grr: жип-жип :grr: :grr:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...