Giorgi Kiskeidze Posted January 31, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2013 (edited) სულეიმან აბუ ლაილი (“ღამის მამა”) (* 1694 ― 1762), ერაყის გამგებელი, ქართველი. 12 წლისა წაიყვანეს უცხოეთში და ერაყის გამგებელს – ჰასან-ფაშას მონად მიჰყიდეს. ნიჭისა და მამაცობისათვის ჰასან-ფაშამ იგი მონობიდან გაათავისუფლა და დააწინაურა. 1749 ერაყის გამგებელი გახდა. სულეიმანის ზეობით იწყება ერაყში მამლუქთა მმართველობის ხანა.სულეიმან ბუიუქი (დიდი) (1722 ―1802), ბაღდადის ფაშა (1780 – 1802). ახალგაზრდა ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. იგი ბაღდადში მიიყვანა და ერაყის გამგებელ სულეიმან აბუ ლაილს უფეშქაშა მარდინის ვოევოდამ მუჰამად ეფენდი ბეგმა. 1765 ბასრის გამგებლად დანიშნეს. 1780 ერაყის ხელისუფლებას ჩაუდგა სათავეში და 22 წელი განაგებდა.იბრაჰიმს ბეგ სინჯიკაშვილი. 1798 წლის 24 ივლისს, როცა ფრანგებმა მამლუქების წინააღმდეგ გაილაშქრეს, ბრძოლაში თავი გამოიჩინა იბრაჰიმ–ბეგმა (მარტყოფელმა სინჯიკაშვილმა). იგი წარჩინებული და გამორჩეული იყო ეგვიპტელ მმართველთა შორის. ბატონის სიკვდილის შემდეგ, ქვეყნის მმართველობა ჩაიბარა და 29 წელი წარმატებულად მართა იგი. იბრაჰიმ–ბეგს ქართველი ცოლი ჰყავდა, მისმა სილამაზემ ნაპოლეონიც კი დაატყვევა, რომელმაც საკუთარ უბის წიგნაკში ორი ინიციალით გამოხატა მისით გამოწვეული აღტაცება: „H.P”. დედოფალი ქართული ჰუმანურობით გამოირჩეოდა და ბევრი ფრანგი კარისკაცი გადაურჩენია სიკვდილს.დაუდ ხანი (დათო მანველაშვილი). 5 წლისა მოიტაცეს დუშეთიდან. ერაყის ფაშა 1815-1831 წლებში. 1834-1836 წლებში იგი ბოსნიის ბეგლარბეგია; 1838-1839 წლებში კი ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს _ დივანის თავმჯდომარე. ამის შემდეგ, 1841 წლამდე ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1846 წელს დაუდი მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად _ შეიხ ულ-ჰარამად დაინიშნა მედინაში. დაუდ-ფაშა გურჯი გარდაიცვალა 1851 წელს. განისვენებს იგი მუსლიმანთა წმინდა ქალაქ მედინაში, მართლმორწმუნე ხალიფა ოსმანის აკლდამის გვერდით.დაუდ ხანმა უდიდესი როლი შეასრულა ერაყის ისტორიაში, იგი იბრძოდა ერაყის დამოუკიდებლობისათვის, შექმნა საკმაოდ ძლიერი არმია,რისთვისაც ჩამოიყვანა სპეციალისტები ევროპიდან. კავშირები დაამყარა რუსეთთან, საფრანგეთთან.ცნობილია დაუდ ხანის საქართველოსთან ურთიერთობის ზოგიერთი დეტალიც, კერძოდ მან საქართველოში წერილი მისწერა დედამისს. წერილი დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: კაცი ქვეყანაზე მოვა და ვენახს გააშენებს, რათა ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ, მაგრამ ნაყოფი ვერ მიგიღიათ, ჩემთვის ილოცეთ მოწყალეო დედაო. თქვენი ძე_ბაღდადის ხალიფარუსტამ რაზა (როსტომ რაზმაძე) ეს პიროვნება საკმაოდ გამორჩეულია და საჭიროა მასზე ყველამ იცოდეს. იგი იყო მამლუქი, რომელიც ნაპოლეონმა წაიყვანა და თავის პირად მცველად დაიყენა, რაც მიანიშნებს რუსტამის სხვადასხვა თვისებებზე, პირველ რიგში კი მამაცობაზე და პატიოსნებაზე, რადგანაც ნაპოლეონი მას ენდობოდა. რუსტამი დაიბადა თბილისში, 13 წლის ასაკში მოიტაცეს და კაიროში ტყვედ გაყიდეს. კაიროს შეიხმა ის აჩუქა ნაპოლეონ ბონაპარტეს, რომელმაც იგი პირად მცველად დაიყენა. 1814 წლამდე რუსტამი ნაპოლეონის მცველი იყო. ამ წელს რაზამ ცოლად მოიყვანა მადმუაზელ დუვილი. რუსტამი 1845 წელს გარდაიცვალა სფრანგეთში.მამლუქების შესახებ უამრავი თქმულება არსებობს, ისიც ცნობილია, რომ მიუხედავად ოსმალეთის წინააღმდეგობისა, აღზევებული მამლუქები კავშირს არ წყვეტდნენ საქართველოს სამეფო კართან, აწვდიდნენ მათ ინფორმაციას აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ხშირად უგზავნიდნენ ფულს და ძვირფას საჩუქრებს. ვიდეო:ვიდეო2: Edited January 31, 2013 by Giorgi Kiskeidze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted January 31, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2013 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted January 31, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2013 urfinjusმე გამიგია, ქართველებსზე უცხოეთში .და რა ვიცით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted January 31, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2013 (edited) Giorgi Kiskeidze ამ წუთში მაინცდამაინც კონკრეტულს ბევრს ვერაფერს ვიტყვი მაგრამ ბევრი მეცნიერი მუშაობდა ამ თემაზე მაგ რეზო თაბუკაშვილი წლობით სწავლობდა იტალიის არქივებში ქართველების შესახებ წერილობით წყაროებს და სერიოზული ნაშრომებიც აქვს ამ თემაზე...კიდევ სხვებიც.... ვინც პირველი გამახსენდა დავწერე.http://s018.radikal.ru/i503/1301/32/09a041c526f5.jpg Edited January 31, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted January 31, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2013 რეზო თაბუკაშვილი წლობით სწავლობდა იტალიის არქივებში ქართველების შესახებ წერილობით წყაროებს და სერიოზული ნაშრომებიც აქვს ამ თემაზე. და სად ვნახო, თემები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted January 31, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2013 http://www.youtube.com/watch?v=BhSEX-2iBcM http://www.youtube.com/watch?v=9w0-IQCuwso Giorgi Kiskeidze ეხლა ცოტა შეუძლოდ ვარ და მეტი ვერაფერი მოვძებნე ბოდიში. http://24saati.ge/index.php/category/society/science/2011-12-11/22959 Giorgi Kiskeidze ზემოთ რომ 24 საათის ლინკია მანდაცაა ემიგრანტების ისტორიაზე ცნობები და გვარებით დაკვალიანდით. http://www.efdg.org/ჩვენ/მოკლე-ისტორია/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted February 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2013 საქართველოში ქრისტიანად დაბადებული ვაჟები ალაჰის მეომრებად იქცეოდნენ ხოლმე და ვინ იცის რამდენ ქართველს დაულაშქრავს საკუთარი სამშობლო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.