Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საქართველოში არსებობს ლიბერალური და ლიბერტიანული იდეოლოგია,

ესაა ასე ვთქვათ მწყობრი სისტემა რომელიც თავის ამოცანად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვას,

ეკონომიკაში მომხრეა საბაზრო ეკონომიკის, სადაც სახელმწიფოს როლი მინიმალურია.

ბუნებრივია არსებობენ ლიბერალი პოლიტიკოსები, პარტიები რომლებიც ამ იდეოლოგიის მიმდევრები არიან და უფრო მწყობრად ეს იდეოლოგია სოც. ქსელებში ვრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით.

ლიბერალისთვის, უფრო სწორად ნეოლიბერალისთვის და ლიბერტიანელისთვის,

არ არსებობს სამშობლოს მცნება, ტრადიციები, რელიგია,

ადამიანი თავისუფალია ყოველგვარი მორალური ვალდებულებებისგან, მისი ქმედება რეგულირდება კანონით,

ამის საპირწონედ არსებობს კონსერვატიზმი,

კონსერვატიზმისთვის მთავარია სამშობლო, რელიგია და ოჯახი,

შესაძლოა ჩავაკვეხოთ ზრდილობისთვის ადამიანიც მაგრამ ეს ხელოვნური იქნება ჩემის აზრით,

ის ბრძოლა რომელიც მიმდინარეობდა საქ. ნაციონალებსა და ოპოზიციას შორის შეიძლება მოვიაზროთ

როგორც ბრძოლა კონსერვებსა და ლიბერალებს შორის,

თუმცა ქართული კონსერვატიზმი პირდაპირ ვერ აფიქსირებდა თავის პოზიციებს, არადა ოპოზიციის მომხრე იყვნენ სწორად ის ადამიანები ვისთვისაც სიტყვა "სამშობლო" და "რელიგია" არ წამოადგენდა გოიმობას და არ ნი/შნავდა ჩამორჩენილობას,

მიუხედავად კონსერვატორების სიმრავლისა მათ ვერ მოახერხეს თავისი იდეოლოგიის ჩამოყალებება, რეალურად კონსერვატორები ლიბერტიანელებს ისევ ლიბერალურ ფრონტზე აწვებობდნენ,

თქვენ ლიბერალები არ ხართ ნამდვილი ლიბერალები, თქვენ არ ხართ ნამდვილი მედასავლეთეები,

ეს იყო ძირითადი ბრალდება,

რას ფიქრობთ რითაა გამოწვეული ის რომ კონსერვატიზმს არ გააჩნია თავისი იდელოგია, რატომ არ უპირისპირდება ის ლიბერალიზმს????

იქნებ იმიტომ რომ ლიბერალიზმი ესაა უნივერსალური იდეოლოგია, ის მზარმზარეუ[ლად მოგვართვეს დასავლეთიდან, ხოლო კონსერვატიზმი არ არსებობს უნივერსალური, ის უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ ნიადაგს და სწორად აქაა პრობლემა,

ქართველებმა ვერ შევქმენით კონსერვატული იდეოლოგია, ამიტომაც ჩვენი ბრძოლა ლიბერალების წინააღმდეგ მათ მოედანზე მიმდინარეობს, დიახაც ჩვენ ისინი დავამარცხეთ, მაგრამ იდეოლოგიური თვალსაზრისით უპირატესობა მათ მხარეზეა,

ხოდა რა შეიძლება შეიცვალოს ამ მიმართულებით, როგორ წარმოგიდგენიათ ქართული კონსერვატორული იდეოლოგია, რას უნდა ემყარებოდეს ის??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვარ ლიბერალური ღირებულებების მატარებელი, მემარცხენე, თუმცა არავითარი კავშირი არ მაქვს ლიბერტარიანელებთან.

უფრო მეტიც, მაგალითად აშშ-ში ლიბერტარიანელები და კონსერვატორები ერთ პარტიაში არიან და ებრძვიან ლიბერალურ ცენტრისტურ საღ აზრს მაგ ქვეყანაში, სამწუხაროდ ჯერ მემარცხენე იდეოლოგია სუსტია აშშ-ში.

როგორც წესი რესპუბლიკელი კონსერვატორები აკეთებენ საშინელებებს და თან ტვინგამოლაყებულ ურა პატრიოტ ამომრჩეველს უბრალოდ პერიოდულად გამოსვლებში ესვრიან ესეთ ფრაზებს: სამშობლო, იესო, ამერიკა, პატრიოტიზმი და ამათაც პავლოვის ძაღლებივით ნერწყვისდენა ეწყებათ ესეთ ფრაზებზე.

ის პოლიტიკოსი, რომელიც მალმალე სამშობლოს სიყვარულში გვეფიცება საერთოდ უნდა მოვაშოროთ პოლიტიკას. სამშობლოს სიყვარული ჩვეულებრივი მოვლენაა და ამის აფიშირება ყოველ ორღობეში იაფფასიანი ხრიკია "პავლოვის ძაღლებისთვის".

ამერიკაში ცხოვრობ ხო?

ალბათ ნეოკონები იგულისხმე, მემარცხენეები სად არიან წარმოდგენილნი, რომელ პარტიაში არ ვიცი,

ის რომ პატრიოტიზმის თუ რელიგიის გამოყენება ამომრჩეველთა დაბოლების მიზნით გამოყენება შესაძლებელია ესეც ცხადია,

პრობლემა რომლის წინაშეც საქართველო დგას შემდეგია,

ესაა პირველ რიგში დეინდუსტრიალიზაცია, ანუ ეროვნული წარმოების არ არსებობა, ეროვნული კულტურის თუ მეცნიერების შექმნა, ასევე სახელმწიფოს როლის ამაღლება ეკონომიკის რეგულაციის სფეროში, უმუშევრობის დაძლევა,

როგორაა ეს შესაძლებელი და რაც მთავარია გვინდა კი?

ის ხედვა რომელიც მე პირადად გამაჩნია არის შემდეგი,

საქართველოს მოქალაქეს უნდა შეეძლოს ნორმალური, კვალიფიციური განათლების მიღება და დასაქმება,

ხოლო ამისთვის საჭიროა შეიქმნა ნაციონალური ბურჟუაზია, რომელიც დაინტერესებული იქნება კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვით, საწარმოს მოდერნიზაციით, ამის მიღწევა კი სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეუძლებელია,

ხოლო სახელმწიფოს რომ გააჩნდეს ამის სურვილი ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უნდა გააჩნდეთ არა მხოლოდ მატერიალური არამედ მსოფლმხედველობითი მოტივაციაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრობლემა რომლის წინაშეც საქართველო დგას შემდეგია, ესაა პირველ რიგში დეინდუსტრიალიზაცია, ანუ ეროვნული წარმოების არ არსებობა, ეროვნული კულტურის თუ მეცნიერების შექმნა, ასევე სახელმწიფოს როლის ამაღლება ეკონომიკის რეგულაციის სფეროში, უმუშევრობის დაძლევა, როგორაა ეს შესაძლებელი და რაც მთავარია გვინდა კი? ის ხედვა რომელიც მე პირადად გამაჩნია არის შემდეგი, საქართველოს მოქალაქეს უნდა შეეძლოს ნორმალური, კვალიფიციური განათლების მიღება და დასაქმება, ხოლო ამისთვის საჭიროა შეიქმნა ნაციონალური ბურჟუაზია, რომელიც დაინტერესებული იქნება კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვით, საწარმოს მოდერნიზაციით, ამის მიღწევა კი სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეუძლებელია, ხოლო სახელმწიფოს რომ გააჩნდეს ამის სურვილი ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უნდა გააჩნდეთ არა მხოლოდ მატერიალური არამედ მსოფლმხედველობითი მოტივაციაც
მართალი ხარ! ყველაფერში, მაგრამ ჯერ რა არეულობა ნახე, მერე ადამიანები უნდა ისწავლონ პროფიანალიზმი(რო იციან, შენ ესა ხარ მე ესა ვარ)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ორი (უკვე სამი) წლის წინ დაახლოებით შენნაირად ვფიქრობდი, ანუ 19-ე საუკუნისა და 20-ე საუკუნის პრიზმებით. სულ სხვა რამეშია სინამდვილეში საქმე:

1) იდეოლოგია ჩვენნაირ ქვეყნებში უბრალოდ .ლამაზი სიტყვებია - მთავარია ვინ დგას ამ იდეოლოგიის უკან და რომელ ელიტას ემსახურება

2) არსებობს ჩვენს საზოგადოებაში მთელი რიგი ჯგუფები (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) ვისაც ჰგონია, რომ ჩვენი პრობლემა არასწორ იდეოლოგიაშია და რომელნიც "სწორ" იდეოლოგიას აწვებიან, მათთვის კი ახალი თამაშებია მოგონილი, რომ რეალურ პრობლემებზე არ იფიქრონ

3) კონსევატიზმი როგორც ასეთი 90-იან წლებში და დღემდე მეტ-ნაკლებად აქტუალურია, მარა აქაც მთავარი ისაა, რომ იდეოლოგია მთავარი არ არის, ხოლო ვინც კონსერვატიზმის უკან იდგა სხვა ელიტას ემსახურებდოა, ხოლო ხალხმა იფიქრა რომ აი რა ცუდია კონსევატიზმიო (ჩემი აზრით ისედაც არაა მთლად კარგი რამე, მარა მთლად ისეთიც არ უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო საქართველოში) და ალტერნატიული იდეოლოგიის ძიება დაიწყეს, თითქოს რომელიმე იდეოლოგიას კარგად რომ შეისწავლიან რამე ზეგავლენას მოახდენენ ქართულ პოლიტიკაში..

4) იდეოლოგიის ძიებას, ჯობია ელიტებს მივხედოთ - ელიტებს. ხოლო ლამაზი სიტყვები - ქრისტე, სამშობლო, პატრიოტიზმი, თანასწორობა, ადამიანის უფლებები და ა.შ - უბრალოდ ლამაზ სიტყვებად დარჩება, სანამ ელიტა თავაშვებული იქნება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი ხარ! ყველაფერში, მაგრამ ჯერ რა არეულობა ნახე, მერე ადამიანები უნდა ისწავლონ პროფიანალიზმი(რო იციან, შენ ესა ხარ მე ესა ვარ)

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, იმაზე რაზეც ვსაუბრობთ უნდა მუშაობდნენ პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, კულტუროლოგები, თეოლოგებიც კი,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ორი (უკვე სამი) წლის წინ დაახლოებით შენნაირად ვფიქრობდი, ანუ 19-ე საუკუნისა და 20-ე საუკუნის პრიზმებით. სულ სხვა რამეშია სინამდვილეში საქმე:

1) იდეოლოგია ჩვენნაირ ქვეყნებში უბრალოდ .ლამაზი სიტყვებია - მთავარია ვინ დგას ამ იდეოლოგიის უკან და რომელ ელიტას ემსახურება

2) არსებობს ჩვენს საზოგადოებაში მთელი რიგი ჯგუფები (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) ვისაც ჰგონია, რომ ჩვენი პრობლემა არასწორ იდეოლოგიაშია და რომელნიც "სწორ" იდეოლოგიას აწვებიან, მათთვის კი ახალი თამაშებია მოგონილი, რომ რეალურ პრობლემებზე არ იფიქრონ

3) კონსევატიზმი როგორც ასეთი 90-იან წლებში და დღემდე მეტ-ნაკლებად აქტუალურია, მარა აქაც მთავარი ისაა, რომ იდეოლოგია მთავარი არ არის, ხოლო ვინც კონსერვატიზმის უკან იდგა სხვა ელიტას ემსახურებდოა, ხოლო ხალხმა იფიქრა რომ აი რა ცუდია კონსევატიზმიო (ჩემი აზრით ისედაც არაა მთლად კარგი რამე, მარა მთლად ისეთიც არ უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო საქართველოში) და ალტერნატიული იდეოლოგიის ძიება დაიწყეს, თითქოს რომელიმე იდეოლოგიას კარგად რომ შეისწავლიან რამე ზეგავლენას მოახდენენ ქართულ პოლიტიკაში..

4) იდეოლოგიის ძიებას, ჯობია ელიტებს მივხედოთ - ელიტებს. ხოლო ლამაზი სიტყვები - ქრისტე, სამშობლო, პატრიოტიზმი, თანასწორობა, ადამიანის უფლებები და ა.შ - უბრალოდ ლამაზ სიტყვებად დარჩება, სანამ ელიტა თავაშვებული იქნება..

ელიტა, რა თქმა უნდა, საიდან უნდა მოვიდეს და გამოიჩეკოს,

რა თქმა უნდა დღეს ჩვენ გვყვავს პოლიტ ელიტაც, ბიზნეს ელიტაც კი, ერთი შეხედვით, ბუნებრივია ყოველგვარი იდეოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნას სულ სხვა მიზნებით,

მაგრამ იდეოლოგიის, უფრო სწორად მსოფლმხედველობის გარეშე წარმოუდგენელია ისეთი ელიტის შექმნა რომელიც მეტ ნაკლებად დაიცავს საზოგადოების ინტერესს, უფრო სწორად,

თუკი ელიტა იქნება დაინტერესებული რომ საზგოადეობა იყოს განათლებული, კვალიფიცირებული, ის თავისთავად შეეცდება რომ საზოგადოების განათლების დონემ აიწიოს,

მოტივაცია??? აი ამაშია საქმე, რატომ უნდა იყოს მოტივირებული ელიტა რომ საზოგადოების დონემ აიწიოს,

არსებობს უფრო მარტივი გზა, არსებული ელიტა გახდეს სხვა, ძლიერი ელიტის მსახური და სხვა სახელმწიფოს საშუალებით დაიცვას თავისი ინტერესები, ხოლო მოსახლეობა კვლავ სიღარიბის და უმეცრობის ზღვარზე ამყოფოს,

კვებოს საზოგადოება სერიალებით, სპორტული თამაშობებით, მასკულტურით და სხვადასხვა შოუებით გამოადებილოს,

ელიტა მაშინაა დაინტერესებული საზოგადოების დონის ზრდით, როდესაც ის უპირისპირდება სხვა, მასზე ძლიერი, უკვე არსებულ სამყაროს, როდესაც ელიტა კონკურენციას უწევს სხვა ელიტას, ის უკვე ფიქრობს რომ მოიპოვოს მოწინააღმდეგეზე გამარჯვება, ამისთვის კი იძულებული ხდება ინვესტიცია მოახდინოს თავის ქვეყანაში, გამოზარდოს საშუალო ფენა, რომელიც იქნება განთლებული და კონკურენტულ უნარიანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, იმაზე რაზეც ვსაუბრობთ უნდა მუშაობდნენ პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, კულტუროლოგები, თეოლოგებიც კი,
ბევრი თავის მტრევა, ამაზე არა საჭირო! ასე ხდებოდა ნებისმიერ დროს, ყველგან მაგალითად: ჩინეთი 60-ანი წლების დასასრული. კი ამბომდენ, (კულტურის რევოლუციაო) მაგრამ სინამდვილეში უბრალო წმენდა იყო. ან აშშ 40-50 წლები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ელიტა, რა თქმა უნდა, საიდან უნდა მოვიდეს და გამოიჩეკოს,

ელიტა არ იჩეკება - ელიტა მემკვიდრეობით გადადის

კომუნისტები - მოქალაქეთა კავშირი - ნაც.მოძრაობა. რა თქმა უნდა განშტოებები აქვს, მაგრამ ჩვენი ელტია მაინც მოქალაქეთა კავშირიდან იღებს სათავეებს და მის განშტოებებს ვხედავთ ყველა პარტიაში - ნაციონალები პირდაპირ მემკვიდრეები არიან მოქების, ხოლო ბიძინისტები კი არაპირდაპირი მოქლეები არიან. მათ მერე ახალგაზრდა ნაწილისგან შეივსეს ხალხი. ესაა და ესს. იგივე სისტემაა, უბრალოდ მართვის და ძალადობის ფორმები უფრო დაიხვეწა...

ეხლა რაც შეეხება შენ წარმოდგენებს, სრულიად არაელიტურად აზროვნებ და მაგიტომ მგონია, რომ მათ აზროვნებისგან დაშორებულად უყურებ ყველაფერს (რაშიც ჩემი აზრით აკეთებ შეცდომებს). ისინი გარე სამყაროსთან კონკურენციაში არ არიან, არამედ პირიქით გარე სამყაროზე დამოკიდებულნი არიან და მოტივაცია იმის, რომ მაგალითად რუსულ ელიტას დაუპირისპირდნენ არ გააჩნიათ, რადგან ისინი როგორც რუსულ, ისე ამერიკულ ელიტაზე არიან დამოკიდებულნი და მთელი ეს იდეოლოგიური დისკუსი რაც დღეს არის საქართველოში, მხოლოდ იმიტომაა რომ უცხოელებს დაანახონ, რომ თითქოს რაღაც იდეოლოგიური დაპირისპირებებს აქვს ადგილი. რა თქმა უნდა დაპირისპირებები არსებობს, მარა არა ფუნდემენტაური ცვლილებებისთვის, არამედ ვიწრო ინტერესებისთვის და ამ ბრძოლაში ზოგი ლიბერალიზმს იფარებს, ზოგი კი კონსერვატიზმს, ეხლა უკვე ზოგი სოციალიზმსაც. უყურებენ ხალხი რას ჭამს და თუ შეჭამა ბოლომდე მიაწვებიან.

ესაა შენი იდეოლოგიური დაპირისპირება საქართველოში. იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელსაც იდელოგიასთან კავშირი საერთოდ არ გააჩნია.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, იმაზე რაზეც ვსაუბრობთ უნდა მუშაობდნენ პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, კულტუროლოგები, თეოლოგებიც კი,
თანაც ახლა ყველა ფიქრობს, არა ჭკუიტ არამედ ტრაკიტ! :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრი თავის მტრევა, ამაზე არა საჭირო! ასე ხდებოდა ნებისმიერ დროს, ყველგან მაგალითად: ჩინეთი 60-ანი წლების დასასრული. კი ამბომდენ, (კულტურის რევოლუციაო) მაგრამ სინამდვილეში უბრალო წმენდა იყო. ან აშშ 40-50 წლები.

ვფიქრობ რომ პირიქით, ბევრი ტვინის ჭ####ტაა საჭირო და გარკვევა თუ რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, საჭიროა კვლევები, ისტორიის ცოდნა პირველ რიგში, არქივებში ქექვაც კი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ელიტა არ იჩეკება - ელიტა მემკვიდრეობით გადადის

კომუნისტები - მოქალაქეთა კავშირი - ნაც.მოძრაობა. რა თქმა უნდა განშტოებები აქვს, მაგრამ ჩვენი ელტია მაინც მოქალაქეთა კავშირიდან იღებს სათავეებს და მის განშტოებებს ვხედავთ ყველა პარტიაში - ნაციონალები პირდაპირ მემკვიდრეები არიან მოქების, ხოლო ბიძინისტები კი არაპირდაპირი მოქლეები არიან. მათ მერე ახალგაზრდა ნაწილისგან შეივსეს ხალხი. ესაა და ესს. იგივე სისტემაა, უბრალოდ მართვის და ძალადობის ფორმები უფრო დაიხვეწა...

ეხლა რაც შეეხება შენ წარმოდგენებს, სრულიად არაელიტურად აზროვნებ და მაგიტომ მგონია, რომ მათ აზროვნებისგან დაშორებულად უყურებ ყველაფერს (რაშიც ჩემი აზრით აკეთებ შეცდომებს). ისინი გარე სამყაროსთან კონკურენციაში არ არიან, არამედ პირიქით გარე სამყაროზე დამოკიდებულნი არიან და მოტივაცია იმის, რომ მაგალითად რუსულ ელიტას დაუპირისპირდნენ არ გააჩნიათ, რადგან ისინი როგორც რუსულ, ისე ამერიკულ ელიტაზე არიან დამოკიდებულნი და მთელი ეს იდეოლოგიური დისკუსი რაც დღეს არის საქართველოში, მხოლოდ იმიტომაა რომ უცხოელებს დაანახონ, რომ თითქოს რაღაც იდეოლოგიური დაპირისპირებებს აქვს ადგილი. რა თქმა უნდა დაპირისპირებები არსებობს, მარა არა ფუნდემენტაური ცვლილებებისთვის, არამედ ვიწრო ინტერესებისთვის და ამ ბრძოლაში ზოგი ლიბერალიზმს იფარებს, ზოგი კი კონსერვატიზმს, ეხლა უკვე ზოგი სოციალიზმსაც. უყურებენ ხალხი რას ჭამს და თუ შეჭამა ბოლომდე მიაწვებიან.

ესაა შენი იდეოლოგიური დაპირისპირება საქართველოში. იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელსაც იდელოგიასთან კავშირი საერთოდ არ გააჩნია.. :)

ელიტას ბუნებრივია ახასიათებს მემკვიდრეობითობა, ზოგჯერ კიდევ ხდება წყვეტა,

ყველაზე ძლიერი ელიტა დღეს მსოფლიოში ჰყავთ ანგლოსაქსებს და მათთან დაახლოვებულ ებრაელებს,

როკფელერები, მორგანები, როტშილდები უდიდეს როლს თამაშობენ თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში, უცნაურია და ნაკლებად დასაჯერებელი მაგრამ ინგლისის სამეფო ოჯახიც კი,

გერმანელებსაც ჰყავთ თავისი ელიტა, რომელიც გარკვეულ წინლად უპირისპირდება ანგლოსაქსურ ელიტას,

ამჯერად მსოფლიოში გამოჩნდა ახალი მოთამაშე-ჩინეთი,

რომელიც საგრძნობლად განსხვავდება ევროპული ელიტისგან და ეყრდნობა აბსოლუტურად განსხვავებულ ფასეულობებს,

რაც შეეხება საქართველოს აქ ჯერჯერობით ნაადრევია რაიმეზე საუბარი, კი ბატონო, მოქკავშირის გარკვეულ ნამსხვრევები დღეს არიან ხელისუფლებაში მაგრამ არ არსებობს შემკრავი ძალა,

თუკი ევროპული ელიტის შემკრავი ძალა იყო მასონური ტიპის ორგანიზაციები, ხოლო ებრაელების ოჯახური კლანები და ხასიდისტური იუდაიზმი, ჩინეთის კომფუცის იდეოლოგია,

ქართულ ელიტას არ გააჩნია ეს შემკრავი იდეოლოგია

http://www.youtube.com/watch?v=-KFbHHQQf6M

ამჯერად მე პირადად ფურსოვით ვარ გატაცებული და სწორად ამ თემაზე საუბრობს, ანუ ელიტაზე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვფიქრობ რომ პირიქით, ბევრი ტვინის ჭ####ტაა საჭირო და გარკვევა თუ რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, საჭიროა კვლევები, ისტორიის ცოდნა პირველ რიგში, არქივებში ქექვაც კი
მაგაშია მერე პრობლემა, თანაც ერთი რაც ხდება, ახლა. სადა ლოგიკა ან საღი აზროვნება?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგაშია მერე პრობლემა, თანაც ერთი რაც ხდება, ახლა. სადა ლოგიკა ან საღი აზროვნება?

ჩვენი საზოგადოება და ეს ბუნებრივია, გამოკვებითაა დაკავებული,

ჩვენთან ბატონობს დასავლური, ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც დღეს დღეობით ალტერნატივა არა აქვს,

ქართული საზოგადოება იმედოვნებს რომ დასავლეთთან ინტეგრაციის შედეგად ის მიიღებს ხეირს, მათი აზრით უბრალოდ ნაცმოძრაობამ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია და მან ვითომდა გადაუხვია დასავლურ კურსს, არადა ნაცმოძრაობა ეს იყო და არის კიდევაც დასავლური პროექტი რომელიც ემსახურება ერთ მიზანს, გავლენა იქონიოს რეგიონში, თანაც ისეთი

გავლენა რომელიც ბუნებრივია მათ აწყობთ და გვაწყობს თუ არა ჩვენ ეს, ამაშია საქმე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი საზოგადოება და ეს ბუნებრივია, გამოკვებითაა დაკავებული, ჩვენთან ბატონობს დასავლური, ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც დღეს დღეობით ალტერნატივა არა აქვს, ქართული საზოგადოება იმედოვნებს რომ დასავლეთთან ინტეგრაციის შედეგად ის მიიღებს ხეირს, მათი აზრით უბრალოდ ნაცმოძრაობამ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია და მან ვითომდა გადაუხვია დასავლურ კურსს, არადა ნაცმოძრაობა ეს იყო და არის კიდევაც დასავლური პროექტი რომელიც ემსახურება ერთ მიზანს, გავლენა იქონიოს რეგიონში, თანაც ისეთი გავლენა რომელიც ბუნებრივია მათ აწყობთ და გვაწყობს თუ არა ჩვენ ეს, ამაშია საქმე
ჯერ ადამიანი თვითონ ჭკვიანი არსება,მაგრამ მიტინგი ან რამე დიდი, რო არის უტვინო ხროვა! მერე არი ორი იდეოლოგია: დასავლური,და რუსული, ჯერ დასავლური არ გააკეთა ცუდი როგორც რუსული. მესამე ნაციონალები დასავლურია, ეს მართალია! მაგრამ ოცნება რუსული, და ჯერ დასავლური პროეკტი უფრო ამართლებს თავს ვიდრე, რუსული თანაც რუსული (ძმობა)ჩვენ უკვე გავიგედ. :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...