Jump to content
Planeta.Ge

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები და რა სწამთ?


Recommended Posts

იმსახურებს რომელიმე რელიგია თქვენს ნდობას?

რატომ ღირს, გამოვიკვლიოთ ჩვენი რელიგია?

 

 

 

 

წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ავად ხართ და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებთ. ცხადია, სანდო და კვალიფიციური ექიმის ძებნას დაიწყებთ, რადგან მას თქვენი სიცოცხლე უნდა ანდოთ.

ეს ასეა მაშინაც, როცა საქმე რელიგიის არჩევას ეხება. თუ უკვე ხართ რომელიმე რელიგიის წევრი, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სულიერი ცხოვრება ამ რელიგიას მიანდეთ. ნამდვილად ღირს, კარგად გამოიკვლიოთ თქვენი რელიგია, რადგან თქვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული.

იესომ დაგვიტოვა პრინციპი, რომელიც გვეხმარება რელიგიების ობიექტურად შეფასებაში. მან თქვა: „თითოეული ხე თავისი ნაყოფით იცნობა“ (ლუკა 6:44). მაგალითად, როდესაც რომელიმე რელიგიით ან რელიგიური მიმდინარეობით ინტერესდებით, აკვირდებით მის ნაყოფს? ამ რელიგიის წინამძღოლები მთავარ აქცენტს ფულზე ხომ არ აკეთებენ? იცავენ მისი მიმდევრები ბიბლიურ პრინციპებს ომებთან და ზნეობასთან დაკავშირებით? არსებობს საერთოდ ისეთი რელიგია, რომელიც ხალხის ნდობას იმსახურებს? მოდი, ერთად გამოვიკვლიოთ.

 

წყარო: იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდი http://www.jw.org/ka/%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/wp20130701/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრიერთი ეს მითხარი ,შენი სარწმუნოება სამოთხეს ან ჯოჯოხეთს პირდება ადამიანებს სიკვდილის მერე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

 

ჩემი სარწმუნოება ნამდვილი ქრისტიანობაა, რომლის თანახმადაც ჯოჯოხეთი, როგორც უსასრულო საწამებელი, არ არსებობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

 

ქრისტიანებს ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის დაპირების სწამთ: მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრიანუ არ არსებობს არანაირი უკვდავება იაჰოველთა მოძღვრებაში.

 

alex

 

იაოველთა არასწორი ფორმაა, იეჰოვას მოწმეების დაწერე ამის შემდეგ თორემ ზოგ მკითხველს შეიძლება აწყენინო, იმიტომ რომ სახელის დამახინჯება მიუღებელია ბევრი ადამიანისთვის.

 

რაც შეეხება ამას:

ანუ არ არსებობს არანაირი უკვდავება

აბა ის რა იყო წინა პოსტში რომ დავაციტირე? არ წაიკითხე???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

 

იაოველთა არასწორი ფორმაა, იეჰოვას მოწმეების დაწერე ამის შემდეგ თორემ ზოგ მკითხველს შეიძლება აწყენინო, იმიტომ რომ სახელის დამახინჯება მიუღებელია ბევრი ადამიანისთვის.

 

რაც შეეხება ამას:

 

აბა ის რა იყო წინა პოსტში რომ დავაციტირე? არ წაიკითხე???

მე სიკვდილის მერე ცხოვრებაზე გესაუბრები ,რასაც ცხონებას ეძახიან .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე სიკვდილის მერე ცხოვრებაზე გესაუბრები ,რასაც ცხონებას ეძახიან .

alex

 

წინა პოსტში ზოგადად იკითხე და არ დაგიკონკრეტებია რას გულისხმობდი. სიკვდილის მერე ცხოვრება არ არსებობს, ქრისტიანობის თანახმად სიკვდილის მერე მკვდრების აღდგომა არსებობს. იესო ქრისტეს სიტყვებია ეს:

 

"მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება". კიდევ ასეთი რამეც თქვა: "ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ".

 

ამ ბმულზე დაწვრილებით შეგიძლია გაეცნო:

რეალური იმედი გარდაცვლილთათვის http://www.jw.org/ka...83%98%E1%83%A1/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ მისდევთ რასელს რომელიც სასამართლომ დაადანაშაულა თაღლითობაში? რომელმაც ბევრჯერ მოგატყუათ და დაასახელა ცრუ თარიღები, როცა სამყაროს აღსასრული და აპოკალიფსი უნდა მომხდარიყო?

რომლებმაც თავის გემოზე გადმოთარგმნეს ძირითადი საფუძველი და ფუნდამენტი მათი რელიგიისა, ბიბლია და მის თარგმანში ჩაამატეს ისეთი რამ, რაც იქ არ უნდა ყოფილიყო?

რატომ მისდევთ იმ სწავლებას, რომლის ლიდერებმა 1989 წელს მიიღეს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია დამალოს მის წევრთა ყველანაირი დანაშაული, მათ შორის გაუპატიურებაც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Abu Aya

 

eg rasac wer, ჭორები და ტყუილებია, რომლებიც შენისთანა ნაძირლების და ცილისმწამებლების შეთითხნულია. სიცრუის წერას, პედოფილ მუჰამადზე ილაპარაკო ჯობია, რომელმაც 9 წლის აიშასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. შენ და შენისთანები კი პედოფილ მუჰამადს განადიდებთ. არაა აქ თქვენი ადგილი არა. წადით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პედოფილიაზე სანამ დაილაპარაკებენ მოწმეები, მანამ ეს ვნახოთ

http://www.nytimes.com/2012/06/18/us/28-million-awarded-in-jehovahs-witnesses-abuse-case.html

http://www.dailymail.co.uk/news/article-2160605/Candance-Conti-molested-Jehovahs-Witnesses-member-age-NINE-wins-28milion.html?ito=feeds-newsxml

http://articles.boston.com/2012-06-16/news/32271297_1_abuse-case-child-abuse-rick-simons

ამ სამივე ბმულზე მოთხრობილია ამბავი, თუ როგორ აუპატიურებდა იეჰოვას მოწმეთა ეკლესიის წევრი იონათან კენდრიკი კენდის კონტის თითქმის ორი წლის განმავლობაში. კენდრიკი 1994 წელსაც იყო ბრალდებული მსგავს საქმეში, მაგრამ იეჰოვას მოწმეებმა 1989 წლის პროტოკოლის თანახმად, ყველა ხერხი გამოიყენეს და კენდრიკს პასუხისმგებლობა აარიდეს.

რაც შეეხება ჭორებსა და ტყუილებს, მე არც ერთი ტყუილი არ დამიწერია და ყველაფერზე წყარო მომყავს. მაგალითად:

http://www.watchman.org/jw/jwwheat.htm

http://rlctr.blogspot.com/2011/07/wheat.html

მოკლე შინაარსი: 1913 წელს საზოგადოების სალაროს შესავსებად რასელმა თავისი ჟურნალით რეკლამა გაუკეთა ”საოცარ ხორბალს”, რომლის მოსავლიანობა, ღვთის განსაკუთრებული კურთხევით, ჩვეულებრივ ხორბალზე ვითომცდა ხუთჯერ მეტი იყო. შესაბამისად ამ ხორბლის თესლის ფასმაც მნიშვნელოვნად აიწია. სანდომიანი ფერმერები მოძღვრის ანკესზე წამოეგნენ და თესლი იყიდეს, მაგრამ მოსავალი ჩვეულებრივი აიღეს. გაზეთმა ”brooklyn daily eagle” ამის შესახებ რასელის კარიკატურით სტატია დაბეჭდა, რაზეც რასელმა გაზეთს მორალური ზარალისათვის ასი ათასი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნით, სასამართლოში უჩივლა. გაზეთის ადვოკატებმა მოწმეებად დაზარალებული ფერმერები გამოიყვანეს. საბოლოოდ, რასელის სარჩელი აცილებულ იქნა და პირიქით, სასამართლომ მას დასდო ბრალი თაღლითობაში.

რაც შეეხება მესამე ამბავს, რომ ახალ აღთქმაში ჩაამატეს ის, რაც იქ არ ეწერა. კერძოდ ბერძნული სიტყვა კვირიოსი (უფალი) თარგმნეს იეჰოვად, რაც არსად არ ფიგურირებს ახალ აღთქმაში, რადგან ის ბერძნულია. ეს წარმოადგენს ტექსტის სათავისოდ მოთარგმნასა და საკუთარ თავზე მორგებას, რაც წესით ჭეშმარიტებაზე პრეტენზიის მქონე მიმდინარეობას არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ რას ვიზამთ, თაღლითმა რასელმა თაღლითები შემოიკრიბა გარშემო, მათ კი თაღლითობა ვერ მიატოვეს და მისით ცდილობენ ფონს გასვლას. სხვა თაღლითობის მაგალითებს მალე დავდებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Abu Aya

 

ეხლა რა გინდა ვითომ, თქვენი თვითგამოცხადებული პედოფილი მუჰამადის სამარცხვინო საქმეები ერთი ორი ავადმყოფი კაცისკენ თითის გაშვერით გადაფარო და გადამალო? :D მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს და მათგან რამოდენიმე პედოფილი თუ აღმოჩნდა რაა მერე? მაგით მუჰამადის მიერ 9 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარება და მისი პედოფილი ცხოვრების გამართლება გინდა? არ გამოგივა არანაირად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა, ცალკეული სიბინძურე ყველა თემში ხდება და ამისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ სხვა საკითხია, როდესაც რელიგიური ორგანიზაციის მმართველობა იღებს პროტოკოლს, რომ საკუთარი წევრების დანაშაულის მიჩქმალვა ცადოს.

 

ეხლა გადავიდეთ იეჰოვას მოწმეთა საზოგადოების გაცრუებულ წინასწარმეტყველებებზე. თაღლითმა ჩარლზ რასელმა გადაწყვიტა ხალხისგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო. რა აიძულებს ადამიანს რომ მისი ქონება გაიღოს რელიგიისთვის? პირველ რიგში ასეთი რამ არის მოახლოებული აღსასრული. ამიტომაც იგი დაჯდა და გამოაცხადა, აღსასრული ახლოსააო. მისი აზრით, ჯერ კიდევ 1878 წელს ყველა რელიგია მოისპობოდა, დედამიწაზე კი იესოს (ღმერთმა დალოცოს იგი) ხელისუფლება დამყარდებოდა და 144 ათასი მართალი აღდგებოდა. როცა ეს არ მოხდა, რასელმა გამოაცხადა – იესო ღმერთმა დალოცოს იგი უკვე მეფობს, ხოლო მართლები გარდაცვალებისთანავე აღდგებიანო ხოლო 1914 წელს უკვე დიდი სამსჯავრო იქნებოდა.

http://0.tqn.com/w/experts/Jehovah-s-Witness-1617/2009/12/1914_2.jpg

როცა 1914 წელი მოვიდა, 1920 წლამდე (უკვე რუტერფორდი იყო საზოგადოების ლიდერი) თითო თითო წლით წევდა ამ თარიღს. შემდეგ 1925–მდე გადაწია, მერე კი გამოაცხადა, 1914 წლის თაობის სიცოცხლის განმავლობაში მოხდება ეს ამბავიო.

http://orthocath.files.wordpress.com/2010/12/the-bethel-1914-generation.jpg

საგუშაგო კოშკის ყდა მასზე გამოსახული 1914 წლის თაობის მოწმეებით

http://image.geotorrents.com/images/exfw5c1n3arz9ildgki.jpg

მათი გარდაცვალების თარიღები.

ჯერ კიდევ რასელის დროს ეს წინასწარმეტყველება საკმაოდ სარფიანად იქცა, ხოლო რუტერფორდმა ფაქტიურად ინდულგენციებით ვაჭრობა დაიწყო და მალევე დიდი ფუფუნების პატრონი შეიქმნა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ გაცრუებულ წინასწარმეტყველებას იეჰოვას მოწმეთა რიგით წევრებს შორის ამ კულტის მასობრივი მიტოვება მოჰყვებოდა ხოლმე (მაგალითად 1925 წელს)

http://image.geotorrents.com/images/ht1qklzymtgual3ywtxc.jpg

რუტერფორდი თავის მანქანასთან (16 ცილინდრიანი კადილაკი)

http://image.geotorrents.com/images/r8xf38dvpouux0151x40.jpg

ესეც რუტერფორდის ვილა.

სხვა ფაქტებს კიდე დავდებ მომავალში ღმერთის ნებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...