Jump to content
Planeta.Ge

ასრულებს თუ არა ბბ წინასაარჩევნო დაპირებებს?!


Recommended Posts

1. ერთერთი მთავარი დაპირება იყო საპატიმროებში რეჟიმის გაუმჯობესება და საყოველთაო ამნისტია

 

სრულდება?! კი, უდო–თი უამრავი ხალხი გამოვიდა, შეწყალების კომისიაც ეფექტურად მუშაობს და სულ მალე (ალბათ ერთ თვეში) ამნისტიის შესახებ კანონსაც მიიღებე. რაც შეეხება ციხეებში სიტუაციას, განსხვავება წინა ხელისუფლების შექმნილ სისტემასთან როგორც ცა და მიწაა. პრობლემები რასაკვირველია არის, მაგრამ როგორც ვიცი მიდის აქტიური მუშაობა

 

2. პენსიების მომატება

 

პირველი აპრილიდან ყველასთვის გახდება 125 ლარი (აქამდე მხოლოდ 67 წლის ზემოთ იყო), ხოლო შემოდგომიდან 150 ლარი გახდება. რაც შეეხება ალასანიას ნათქვამ 220 ლარს... ვფიქრობ 2014 წლის შუა ხანებისთვის ამ ციფრს მიუახლოვდება (200 ლარი იქნება დაახლოებით)

 

3. საყოველთაო დაზღვევა

 

მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება ეს პროგრამა და ზაფხულში უკვე სრულფასოვნად ამოქმედდება

 

4. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები

 

ამაზეც არის სერიოზული თანხები გამოყოფილი ბიუჯეტში და წელსვე დაიწყო ზოგიერთი, 20 წლის განმავლობაში მიტოვებული სარწყავი სისტემების აღდგენა. ასევე გაზაფხულიდან იგეგმება გადამამუშავებელი ქარხნების ამოქმედებაც. ციტრუსებზე უკრაინამ შეამცირა გადასახადი. მიდის აქტიური მუშაობა, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე შევიდეს.

 

5. ტარიფების დაწევა

 

ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული თემაა "ოცნებისთვის". როგორც ჩემთვის ცნობილია მინიმუმ 10% ით დაიწევს გაზის და დენის გადასახადი, თუმცა შესაძლოა 20%–ითაც, მიდის მუშაობა

 

6. ნაც "ხელშეუხებელთა" დასჯა

 

აქ კომენტარის გარეშე

 

––

 

როგორც ხედავთ, ხელისუფლება გეგმაზომიერად ცდილობს დანაპირების ასრულებას. გასაგებია რომ ყველა დაპირება 100% ვერ შესრულდება. მაგრამ მცდელობა არის, ნაწილი უკვე კეთდება, ნაწილზე აქტიური მუშაობა მიდის. შესაბამისად ნაცების წივილ–კივილი, რომ "ოცნება" აარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს, არის ტყუილი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უმთავრესი დანაპირები შეასრულეს და გამოგრჩა :D ევროპის გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიო ბიძომ...ევროპა გააოცა უკვე :))

2. პენსიების მომატება პირველი აპრილიდან ყველასთვის გახდება 125 ლარი (აქამდე მხოლოდ 67 წლის ზემოთ იყო), ხოლო შემოდგომიდან 150 ლარი გახდება. რაც შეეხება ალასანიას ნათქვამ 220 ლარს... ვფიქრობ 2014 წლის შუა ხანებისთვის ამ ციფრს მიუახლოვდება (200 ლარი იქნება დაახლოებით)

ეს სასაცილოა მეტი არაფერი :)

 

როგორც ჩემთვის ცნობილია მინიმუმ 10% ით დაიწევს გაზის და დენის გადასახადი, თუმცა შესაძლოა 20%–ითაც, მიდის მუშაობა

არასწორი ინფორმაცია გქონია :) 10%ით შემცირდებაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

2. პენსიების მომატება

 

პირველი აპრილიდან

 

რატომ მაინც და მაინც პირველი აპრილი, რაატომ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ მაინც და მაინც პირველი აპრილი, რაატომ

დანაპირების შესრულებამდე დროის გაწელვა, ყველა (ყოველშემთხვევაში - განვითარებადი ქვეყნის) მთავრობის მეთოდია... მანამდე, როგორც იტყვიან, - ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი (ანუ, მოცემულ მომენტში, (აპრილამდე) ბევრი პენსიონერი დაადგება "მარადიულ ცხოვრების" გზას....................) :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
მინიმუმ 100 სამუშაო დღე მაინც უნდა მივცეთ და მერე მოვთხოვოთ ანგარიში,ისე კი ამ მოკლე პერიოდში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა უკვე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე კი ამ მოკლე პერიოდში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა უკვე

კი მაგრამ ბევრიც გაფუჭდა ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ ბევრიც გაფუჭდა ;)

რა გაფუჭდა?მართლა მაინტერესებს როგორც უბრალო მოქალაქეს,არავის მხარდამჭერი არ ვარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გაფუჭდა?

თუნდაც გუშინ ალიევთან შეხვედრის მერე ბოდიშები რო იხადა ბიძომ, არასწორი ყოფილა ჩემი განცხადებებიო

ეს დაჭერების არ ემსახურება მაინცდამაინც სამართლიანობის აღდგენას, აკრძალეს პრეზერვატივი :D

ყველაზე ცუდი კი ჩემი აზრით მასობრივი ამნისტიის კანონია და მაგის მწარე შედეგებსაც მალე ვნახავთ

"თვითმმართველობების" შევიწროვებაც არ ჩანს მაინცდამაინც ლამაზად

 

არავის მხარდამჭერი არ ვარ

მაგას რა ჯობია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

მიშა 95 წლიდან პოლიტიკაშია და ეხლაც ისეთ სისულელეებს იძახის ყბა ჩამოვარდება კაცს გაკვირვებისგან ბიძინა კი 1 წელია რაც პოლიტიკაში ჩაერთო,შეცდომები ბუნებრივია იქნება მაგრამ კატასტროფული არაფერი ხდება.აზერბაიჯანში ვიზიტს რაც შეეხება მთელი წიოკი ჰქონდათ ატეხილი რომ საერთოდ რისთვის ჩავიდაო,რა გააკეთაო და ა.შ როგორც ცნობილი გახდა საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ რაც პატარა საქმე ნამდვილად არაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა 95 წლიდან პოლიტიკაშია და ეხლაც ისეთ სისულელეებს იძახის ყბა ჩამოვარდება კაცს გაკვირვებისგან

მიშა რო დასაბმელი გიჟია ეგ აღარაა უკვე საკამათო :D

 

მარა ეს ხელისუფლებაა ახლა და ეს უნდა ვაკრიტიკოთ

 

კატასტროფული არაფერი ხდება.

ამნისტიის კანონია ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამნისტიის კანონია ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა

შეცდომა არის ის რომ შეცდომათ მიიჩნევთ ამ კანონს.რის საფუძველზე ფიქრობ ეგრე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეცდომა არის ის რომ შეცდომათ მიიჩნევთ ამ კანონს

იმედია :) მე ჩემი ვარაუდის გამტყუნება უფრო გამიხარდება ვიდრე კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება ;)

 

რის საფუძველზე ფიქრობ ეგრე?

საქმეები უნდა განხილულიყო სათითაოდ და არა ასე ხელის წამოკვრით გამოუშვა ყველა გარეთ მხოლოდ იმ მოტივით რო საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება(ბესელიამ ახსნა ასე)

 

ერთ-ერთ "პოლიტ" პატიმარს პირადად ვიცნობ და მის საფუძველზეც შემიძლია ვთქვა რო დიდი შეცდომა დაუშვეს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმედია :) მე ჩემი ვარაუდის გამტყუნება უფრო გამიხარდება ვიდრე კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება ;)

 

 

საქმეები უნდა განხილულიყო სათითაოდ და არა ასე ხელის წამოკვრით გამოუშვა ყველა გარეთ მხოლოდ იმ მოტივით რო საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება(ბესელიამ ახსნა ასე)

 

ერთ-ერთ "პოლიტ" პატიმარს პირადად ვიცნობ და მის საფუძველზეც შემიძლია ვთქვა რო დიდი შეცდომა დაუშვეს :)

შენ ერთს იცნობ და მე ოჯახის წევრი მყავდა იქ მიშას მმართველობის წლებში,კარგად ვიცი რაც ხდებოდა იქ.ადამიანი თუ სულით კრიმინალია 20 წლის მერე რომ გამოვა მაინც იგივეს გააკეთებს თუ არადა 1 წელიც ეყოფა ჭკუის სასწავლებლად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...