Jump to content
Planeta.Ge

აკვარიუმი და თევზები


Recommended Posts

დღეიდან დავიწყოთ საუბარი აკვარიუმის ბინადრებზე ყველამ გამოთქვას სურვილი,გაგვიზიარონ მათი თევზების იმფორმაცია და შემოვიფარგლოთ კითხვა-პასუხით :+: :+: :+: :cool: :party:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოოო, გთხოვთ ნუ მაღიზიანებთ, აკვარიუმის მოვლის არც საშუალება მაქვს და არც ნერვები.. :) არადა მაგრად მიყვარს.. ბავშვობაშიც მყავდა.. რამდენიმე წლის უკანაც.... იმის მერე, არა...

მაგრა ამშვიდებს ნერვებს...

განსაკუთრებით ძნელი მოსავლელია - თბილწყლიანები.. საერთოდაც ხშირად კვდებიან...

სხვთაშორის, მეროგორც დავაკვირდი, ამის ბიზნესი თბილისში წინათ უფრო იყო (2001,02,03..), ზოომაღაზიებიც თითქოს უფრო ბევრი იყო და არ არსებობდა ზოომაღაზია, სადაც აკვარიუმი და თევზების საკმაო არჩევანი არ იყო.. ახლა კი იშვიათად თუ შეხვდები.. ის კი არა, მგონი შედარებაც არაა..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოოო, გთხოვთ ნუ მაღიზიანებთ, აკვარიუმის მოვლის არც საშუალება მაქვს და არც ნერვები.. :) არადა მაგრად მიყვარს.. ბავშვობაშიც მყავდა.. რამდენიმე წლის უკანაც.... იმის მერე, არა...

მაგრა ამშვიდებს ნერვებს...

განსაკუთრებით ძნელი მოსავლელია - თბილწყლიანები.. საერთოდაც ხშირად კვდებიან...

სხვთაშორის, მეროგორც დავაკვირდი, ამის ბიზნესი თბილისში წინათ უფრო იყო (2001,02,03..), ზოომაღაზიებიც თითქოს უფრო ბევრი იყო და არ არსებობდა ზოომაღაზია, სადაც აკვარიუმი და თევზების საკმაო არჩევანი არ იყო.. ახლა კი იშვიათად თუ შეხვდები.. ის კი არა, მგონი შედარებაც არაა..

გეთანხმებით ნამდვილად არაა იოლი მოსავლელი, თუმცა იმ კატეგორიის ადამიანებიც ხომ არსებობენ რომლებსაც მოსწოვთ ეს საქმიანობა, ისე გეთანხმებით ცივი წყლის თევზებისშედარებით იოლი მოსავლელია მაგალითად ოქროს თევზი

 

nodo.nodiko nodari

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმებით ნამდვილად არაა იოლი მოსავლელი, თუმცა იმ კატეგორიის ადამიანებიც ხომ არსებობენ რომლებსაც მოსწოვთ ეს საქმიანობა,

მე მომწონდა ეს საქმიანობა.., მაგრამ მომაბეზრებელია... თან აქეთ - სამსახური.., რამე..

 

ისე გეთანხმებით ცივი წყლის თევზებისშედარებით იოლი მოსავლელია მაგალითად ოქროს თევზი

კი... უბრალოდ თბილწყლიანების ნაირსახეობა უფრო ბევრია, - ეგაა..

 

http://austinponddoctor.com/wp-content/uploads/2012/07/Assorted-Goldfish.jpg

ხომ გითხარით, ნუ მაღინიანებთ-მეთქი.. :D ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

დაპოსტეთ აბა ვის გყავთ დფა დადეთ სურათები

 

http://s40.radikal.ru/i089/1202/4e/b3bf7d7168a1.jpg

ეს პატარა, საოცარი, თევზი მტკნარი წყლის თევზებს მიეკუთვნება, იგი Poeciliidae ოჯახის წარმომადგენელია. მდედრი 4–6 სმ_მდე იზრდება მამრი კი 2.5–3.5 სმ_მდე. ეს თევზები ძალიან ადვილი მოსავლელები არიან. სჭიდებათ დაახლოებით 25დან 27.8მდე °C ტემპერატურა.

 

ნელ ნელა დავდებ კიდევ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმფორმაცია

 

ინფორმაცია ;)

 

ძალიან მიყვარს წყალი საერთოდ და წყლის ბინადრებიც შესაბამისად, მაგრამ სახლში არ მყავს და ძალიან მინდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მიყვარს წყალი საერთოდ და წყლის ბინადრებიც შესაბამისად, მაგრამ სახლში არ მყავს და ძალიან მინდა

მერე იყიდე არ იქნება ფინანსურად რთული მეც დაგეხმარები შესაბამისად და რავიცი აბა ძალიან დაგაინტერესებს

მყავდა და მომიკვდა არაგვზე დაჭერილები

ეგ სად გყავდა და რა ჯიში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ფინანსურად დამეხმარე თორე გემოვნება მეც კი მაქვს

დახმარებაში ვიგულისხმე მოვლა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.aqualife.ge/for%20site/624213134.jpg

სკალარიას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, კერძოდ მდინარე ამაზონის აუზი, სადაც ისინი ნელდინებიან მდინარეებში ბინადრობენ.

აკვარიუმებში საშუალოდ 10 წელი ცოცხლობენ, დაახლოებით 10 თვის ასაკიდან ეწყებათ სქესობრივი სიმწიფის პერიოდი, ამავე ასაკიდან იშლებიან მონოგამურ წყვილებად.თავიდან

მათ სჭირდებათ დიდი და ღრმა (50 სმ და მეტი სიმაღლის) აკვარიუმი, რომელშიც ხშირი წყლის მცენარეები უნდა იყოს, რათა თევზებმა “განმარტოვება” შესძლონ. სკალარიებს ასევე სჭირდებათ თავისუფალი წყლის სივრცე თავისუფალი ცურვისთვის. წყლის ტემპერატურა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს – 26°, თუმცა მცირე ხნით მათ 18°-მდე ტემპერატურის წყალშიც შეუძლიათ ყოფნა.სხვა ციხლიდების მსგავსად სკალარია უმთავრესად ცოცხალი საკვებით იკვებება. ის ძალიან სწრაფი თევზია, ხშირად იჭერენ გუპის, სხვა პატარ-პატარა თევზებს, ლიფსიტებსა და თავკომბალებს, ასევე სხვადასხვა მწერს. სკალარია ხშირად იკვებება წყლის მცენარეების ნაზი ფოთლებითაც.

მათი გასამრავლებლად უფრო მაღალი ტემპერატურაა საჭირო – 28-30°-მდე და ასევე წყლის ფართეფოთლიანი მცენარეები. როგორც თავში აღვნიშნეთ, სკალარია მონოგამური თევზია, ანუ ქმნის წყვილს. წყვილი ასუფავებს ამორჩეულ ფოთოლს, შემდეგ მდედრი რიგებად ყრის ქვირითს, მამრი კი სათითაოდ ანაყოფიერებს. ამის შემდეგ წყვილი “ბუდის” დაცვას იწყებს. მშობლები ლიფსიტებს ქვირითიდან გამოსვლაში ეხმარებიან და ფოთოლზე ათავსებენ, შემდეგ საგანგებოდ ამოთხრილ “ორმაში” გადაჰყავთ, სადაც ისინი 4-5 დღეს ატარებენ. თანდათან ლიფსიტები თავისით იწყებენ გადაადგილებას, დაახლოებით 2 დღის შემდეგ კი მშობლებს ისინი “სასეირნოდ” გაჰყავთ.ამ პერიოდში მათ ცოცხალი საკვები სჭირდებათ. ლიფსიტები მალე გადადიან შედარებით დიდ საკვებზე – ციკლოპეპზე, ასე რომ მათი გამოკვება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ხშირად ფოთოლი, რომელზეც დაყრილია ქვირითი, მოყვარულებს სხვა აკვარიუმში ან ქილაში გადააქვთ, სადაც იგივე წყალი უნდა იყოს რაც პირვანდელ აკვარიუმში.

მდედრი სკალარია 600-მდე ქვირითს ყრის, გამოჩეკილი ლიფსიტების რაოდენობა ხშირშემთხვევაში ქვირითის მთლიანი ოდენობის ნახევარი ან ორი მესამედია.

სკალარიები მშვიდობიანი თევზები არიან, თუმცა გამრავლების პერიოდში ძნელად ეგუებიან სხვა თევზებს.~

 

წყაროhttp://floranimals.wordpress.com

Edited by nodarikooo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 11 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...