lasha_alo Posted November 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2012 (edited) 25ში ჩვენი სტუმარი იქნება ზაზა ფირალიშვილი.გთხოვთ დაუსვათ კითხვებიhttp://www.oxymoron.ge/zaza.jpg Edited November 23, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 23, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2012 ზაზა ფირალიშვილი მშრალი ხიდიდავიბადე 1957 წელს თბილისელ ინტელიგენტთა ოჯახში. თავდაპირველი განათლებით ვარ ფიზიკოსი. შემდეგ დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები იოჰან გოტლიბ ფიხტეს ფილოსოფიაზე. მეუღლე, ლელაც ფიზიკოსია თავდაპირველი განათლებით, მაგრამ მერე ისიც ფილოსოფიაში გადავიტყუე. საბოლოოდ იგი კულტუროლოგიაზე შეჩერდა, მე - რელიგიის ფენომენოლოგიასა და რელიგიის ფილოსოფიაზე. მიმუშავია ბევრგან. სტაჟირება გავლილი მაქვს სანტა ბარბარას უნივერსიტეტში 2003 წელს, ხოლო 2004-2005 წლებში მიწვეული მეცნიერის რანგში ვიყავი ნანზანის უნივერსიტეტში (ნაგოია, იაპონია). 35 (1974-2009) წელი გავატარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ბოლოს მომიწია იქაურობის მიტოვება. ეს ჩემი ნებით გავაკეთე და არც დამიმალავს მიზეზი: სრულიად აუცილებელი საუნივერსიტეტო რეფორმა ბოლოს უმსგავსობამ ჩაანაცვლა და, როგორც ჩანს, ასე გრძელდება დღესაც. ჩემთვის ძნელი შესაგუებელი იყო, თუ როგორ იქცეოდა უნივერსიტეტი რაღაც გიგანტური ენჯეოსა თუ საგანმანათლებო ფაბრიკის მსგავს უსახო და უსულო დაწესებულებად.ამჟამად მხოლოდ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვკითხულობ ლექციებს და კმაყოფილი ვარ. კეთილშობილ და პროფესიონალ ადამიანებს შორის მოვხვდი. ძალზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ სტუდენტებიც. როგორც ჩანს, ზოგადჰუმანიტარული განათლების ცენტრი უნივერსიტეტიდან თანდათან სხვა ინსტიტუციებში გადაინაცვლებს. ვერ მე ავცდი ჩვენს პოლიტიკურ ქარტეხილებს, თუმცა კი აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არასოდეს ვყოფილვარ. ძირითადად ანალიტიკოსის ფუნქციას ვჯერდებოდი და ვჯერდები. თუმცა ჟურნალისტები ზოგჯერ მაინც ეცთუნებიან ხოლმე და ექსპერთად ან პოლიტოლოგად მიხსენიებენ. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ არც ერთი ვარ და არც - მეორე.გამოცემული მაქვს ხუთი წიგნი: ორი ფიხტეს ფილოსოფიის შესახებ, ერთი _ იერონიმუს ბოსხის მხატვრობაზე, ორიც ესსეთა კრებულებს წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებზე. ეს არის და ეს. http://www.oxymoron.ge/piralishvili_biogr.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted November 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2012 გამარჯობათ.მე მაინტერესებს ამ დაპატიმრებებზე. კი ამბობენ, (სამართლიანობის აღდგენა ) მაგრამ ეს უბრალო ზაკაზი როა გასაგებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2012 გამარჯობათ.მე მაინტერესებს ამ დაპატიმრებებზე. კი ამბობენ, (სამართლიანობის აღდგენა ) მაგრამ ეს უბრალო ზაკაზი როა გასაგებია. ეს კითხვაა?? გიგის მაინც დაიჭერენ... სავარაუდოდ ვანოსაც.. ასე რომ რამდენიც გინდათ გაისარჯეთ...მე კი ასეთი კიტხვა მაქვს...თუ იციტ ვინ წარმართავს ბიძინას პიარ კომუნიკაციებს?ხომ არ ფიქრობთ რომ დროა ამ საქმეში გაცილებით ძლიერი ადამიანი მოიყვანონ და შტატიც საგრძნობლად გაზარდონ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2012 თქვენი აზრით რატო აგებს "ოცნება" პიარს?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2012 აქვს ნაცებს რევანშის და კვლავ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2012 ადრე ხო არ არის ნაცების ყიჟინა, ივანიშვილის მიერ დაპირებების არ შესრულებების შესახებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2012 უკაცრავად და არ ვიცი ვინაა პატივცემული. მთავრობაშია რამე თანამდებობაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ursula Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 როგორ აფასებთ მაღალი თანამდებობის პირების დაჭერებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 ემუქრება თუ არა "ოცნებას" ახალ მოქკავშირ–ნაცმოძრაობად რომ გადაიქცეს?! ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
borka Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 თქვენი გადმოსახედიდან ვინ იყო და არის მიხეილ სააკაშვილი? რა მიზეზების გამო შეიძულა მოსახლეობის დიდმა ნაწილმაახლა ბიძინა ივანიშვილზევინაა ბიძინა ივანიშვილი?შეინარჩუნებს თუ არა რეიტინგს და ხომ არ თვლით უკვე 2 თვეში უსერიოზულესი შეცდოპმები დაუშვა და აბსოლიტურად არ იცის რა უნდა . მიშა დაამარცხა , დედა უტირა ახალიას. საქმე ? მინდა ობიექტური კლაკონურად ცამოყალიბებული თქვენი აზრი .ნამდვილად საინტერესოა საით მივდივართ მე არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.