Jump to content
Planeta.Ge

ნოდია დაპატიმრებების შესახებ


Recommended Posts

Ghia Nodia

ზოგადად ვერავინ გამოვრიცხავთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კანონი დაურღვევიათ - ხოლო თუ დაურღვევიათ, ძნელია იდავო, რომ ამისთვის არ უნდა დაისაჯონ. არგუმენტი, რომ ამის გამო შეიძლება არ მოგვცენ მაპი, სუსტია. კანონის უზენაესობა უმაღლესი პრინციპია - დაე არ მოგვცენ მაპი (ამ ეტაპზე), მაგრამ აღსრულდეს კანონი.

 

ოღონდ ახალი ხელისუფლების მიერ „სამართლიანობის აღდგენის“ კამპანიას სულ მცირე ორი დიდი პრობლემა აქვს. პირველი, აშკარაა პოლიტიკური ინტერესი ანუ სამართლის შერჩევითობა: მთავარი მოტივი არის ზეწოლა ოპოზიციაზე ზოგადად და იმ საჯარო დაწესებულებებზე, რომლებსაც ახალი ხელისუფლება კონსტიტუციურად ვერ აკონტროლებს (გაერთიანებული შტაბი, თბილისის მერია და ა. შ.).ლოგიკა მარტივია: თუ არ გადადგები, დაგიჭერ, რაღაც კრიმინალს გამოგიჩხრიკავ. ახალი ხელისუფლება „პალაჟენიეს აყენებს“. მეორე პრიორიტეტია - დაისაჯონ ისინი, ვინც პირადად ბიძინა ივანიშვილს აწყენინა: გატეხა მისი კომპიუტერი, დაუზიანა აპარატურა და ა. შ. ეს არ ნიშნავს ასეთი ქმედების გამართლებას, ლაპარაკია იმაზე, რას ანიჭებს ახალი მთავრობა პრიორიტეტს „სამართლიანობის აღდგენისას“.

 

მეორე პრობლემა თვით ბრალდებების შინაარსია. როცა ამბობ, რომ ჯარისკაცების დასჯა იმ მეთოდებით, რომ წელზემოთ შიშვლები თოვლში არბენინო ან ცივ გაუპტვახტში გამოკეტო, „წამებაა“ და ამიტომ კრიმინალია, ესე იგი უკვე სამართალს უქვემდებარებ პოლიტიკურ ინტერესს. ჯარში დისციპლინის დაცვის ან ჯარისკაცის აღზრდის მეთოდები მკაცრია და სამოქალაქო პირისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს. სად გადის აქ საზღვარი დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, ყოველთვის საკამათოა და ეს თემა ხშირად იწვევს სკანდალებს დემოკრატულ ქვეყნებში. თუ ახალ ხელისუფლებას უნდა, დასჯის რაღაც პრაქტიკები აღკვეთოს, კი ბატონო, ვინ უშლის. მაგრამ რატომ სჭრდება ამას ვიღაცის დაპატიმრება?

 

შედარება მოვიყვანოთ: ამერიკაში ბუშის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის ზოგი მეთოდი (waterboarding) დისკუსიის და სკანდალის საგანი გახდა, ზოგი ამბობდა, რომ ეს „წამებაა“ და უნდა აიკრძალოს, ზოგი ამართლებდა. დემოკრატები რომ მოვიდნენ, აკრძალეს, მაგრამ ამის გამო წინა ხელისუფლების წევრები არ დაუჭერიათ. ერთი-ორი რადიკალი ამასაც მოითხოვდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არ დაუჯერეს.

 

რასაც მთავრობა აკეთებს ამ შემთხვევაში, არის პოლიტიკური განსხვავებების გადაყვანა კრიმინალში. რაკი ძალაუფლება გაქვს, შენს მოწინააღმდეგეებს უბრალოდ აპატიმრებ. „ძალაუფლების გადამეტება“ ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება სწორეს ისაა, რასაც ახალი ხელისუფლება ამ შემთხვევაში სჩადის. ასე რომ, როცა ამათ შემდეგ სხვა მთავრობა მოვა, ესენი უნდა დაიჭიროს და ასე უსასრულოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა ამათ შემდეგ სხვა მთავრობა მოვა, ესენი უნდა დაიჭიროს და ასე უსასრულოდ.

არ თქვათ რა.. ასე იქნება სულ, მგონი... ასე იცოდნენ ფეოდალური წყობილების დროს, როგორც მე ვიცი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანები ყველანაირ საზიზღრობაზე მიდიოდნენ, ადამიანებს უკანონოდ უსმენდნენ, აკავებდნენ , აწამებდნენ. უკადრებლის კადრების პიკს მივაღწიეთ და როცა მათი დრო დასრულდა ,თურმე ამ უცნაური ტიპების პასუხისმგებლობა ყოფილა რეპრესიები. არ ვარ დაპატიმრებების აპოლოგეტი,მაგრამ ნაცებიდან ერთმა კაცმაც კი ბოდიში მოიხადა მათი პარტიის ბოროტ საქმეებზე? პატიოსნად აღიარა,რომ "ასე" არ უნდა მოქცეულიყვნენ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ნაცებიდან ერთმა კაცმაც კი ბოდიში მოიხადა მათი პარტიის ბოროტ საქმეებზე? პატიოსნად აღიარა,რომ "ასე" არ უნდა მოქცეულიყვნენ?

ესეც 100 %-ანია.. ის კი არა, ზიან გამოჯგიმულები, მაღლა აწეული ცხვირით..!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ არ გადადგები, დაგიჭერ, რაღაც კრიმინალს გამოგიჩხრიკავ. ახალი ხელისუფლება „პალაჟენიეს აყენებს“. მეორე პრიორიტეტია - დაისაჯონ ისინი, ვინც პირადად ბიძინა ივანიშვილს აწყენინა: გატეხა მისი კომპიუტერი, დაუზიანა აპარატურა და ა. შ. ეს არ ნიშნავს ასეთი ქმედების გამართლებას, ლაპარაკია იმაზე, რას ანიჭებს ახალი მთავრობა პრიორიტეტს „სამართლიანობის აღდგენისას“.

 

პირველი პრიორიტეტი ძველ მთავრობას უფრო შეესაბამება.

უდანაშაულოდ არცერთი მაღალჩინოსანი არ დაუკავებიათ.

ბიძინა ივანიშვილს კიარ აწყენინეს, დანაშაული ჩაიდინეს მის წინააღმდეგ თან არაერთი და პალაჟენიას რაც შეეხება, კიდევ უფრო უნდა გამკაცრდნენ, რბილი პოლიტიკა არ ამართლებს, ეს კარგად მოგვეხსენება ზვიადის მაგალითზე.

 

მეორე პრობლემა თვით ბრალდებების შინაარსია. როცა ამბობ, რომ ჯარისკაცების დასჯა იმ მეთოდებით, რომ წელზემოთ შიშვლები თოვლში არბენინო ან ცივ გაუპტვახტში გამოკეტო, „წამებაა“ და ამიტომ კრიმინალია, ესე იგი უკვე სამართალს უქვემდებარებ პოლიტიკურ ინტერესს. ჯარში დისციპლინის დაცვის ან ჯარისკაცის აღზრდის მეთოდები მკაცრია და სამოქალაქო პირისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს. სად გადის აქ საზღვარი დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, ყოველთვის საკამათოა და ეს თემა ხშირად იწვევს სკანდალებს დემოკრატულ ქვეყნებში. თუ ახალ ხელისუფლებას უნდა, დასჯის რაღაც პრაქტიკები აღკვეთოს, კი ბატონო, ვინ უშლის. მაგრამ რატომ სჭრდება ამას ვიღაცის დაპატიმრება?

 

აბსოლუტურად გეთანხმებით. ჯარის კაცი იმიტომაა, რომ ყველანაირ პირობებს უნდა ეგუებოდეს. ქვეყანას რომ დასჭირდება პატარა წამოთოვლებაზე ფილტვების ანთება უნდა დაემართოს? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესპანეთიდან კონკისტადორების ჩამოტანილმა ოქრომ რომელსაც უთავბოლო ქეიფებში, ამპარტავან ჟესტებში, დუელებში და ფუფუნებაში ფლანგავდნენ ერთი მხრივ კორტესები და მეორე მხრივ კათოლიკური ეკლესიის პადრეები მალე ებრაელი და ჰოლანდიელი ბანკირების ხელში აღმოჩნდა.....აქ დაფიქრდნენ ესპანელი "ერის მამები", ფხიზელი კათოლიკე მორწმუნეები და დაიწყეს უამრავი არაკების გამოგონება: ურიების მესების(თუმცა ებრაელებს საერთოდ არ გააჩნიათ რიტუალი სახელით მესა. მაგრამ იქაური კულტურის მინისტრის მოადგილე კარდინალიც ისეთი ღრმა ეთნოგრაფი იყო როგორც ნეტარი ფოტოგრაფი მეჯიდოვი საქართველოში..) ჰოლანდიელი პროტესტანტების მკრეხელური გამონათქვამების შესახებ....მართალია ბანკებში ვერაფერი დანაშაული ვერ აღმოაჩინეს მაგრამ ეს ვიღას აინტერესებდა? ადგილობრივი რეტროგრადები "ჭეშმარიტი ესპანეთის ქომაგები" ხომ წლობით უამრავ ჭორებს უვრცელებდნენ "მევახშეებს" "წურბელებს"(არავის გახსენებია რომ სწორედ ამ ხალხის დამსახურება იყო რომ ესპანეთში სოფლის მეურნეობის გაზრმაცებული გლეხობის გამო პურის დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტა, გზები, მტრის მზვერავების გამოაშკარავება .....)უწოდებდნენ და ხალხი(ძირითადად თვითონ ჭორის გამავრცელებლები, სეირის ყურების მოყვარულები, ვისაც ბანკის ვალი ქონდა, უნიჭო ბანკირები, უბრალოდ ბრიყვები) მათ(ებრაელების ჰოლანდიელების მათთან მომუშავე ესპანელების) უსასტიკესად დასჯას(ქონების კონფისკაციით) მოითხოვდა...ეკლესიამაც და მეფემაც(რომლებიც ამ "ეჭვიტანილების" მსხვილი მევალეები იყვნენ) "ხალხის(ჭორიკანების) თხოვნა" შეისმინეს და ამუშავდა ინკვიზიცია, პროკურორი, ჯალათი ადვოკატი(რა თქმა უნდა სუყველა მეფის და კარდინალის ახლო ნათესავები და აქედან აბსოლუტურად "მიუკერძოებლი".).....ებრაელების ჰოლანდიელების და სხვა "დამნაშავეების" სახლებს ცეცხლი ეკიდა მათ ფულს მეფე ეკლესია და მიუკერძოებელი "მართლმსაჯულება" ინაწილებდა ხოლო ჭორიკანებს, ლოთებს. რეტროგრადებსა და "პატიოსან" ესპანელებს როგორც ყოველთვის არაფერი არ შეხვდათ საძულველი მევახშეების ქონებიდან მხოლოდ ერთი: ისინი დიდხანს ტკბებოდნენ მადრიდში, სევილიასა და ტოლედოში მწვალებლების აუტოდაფეს " კოცონის ყურებით...."გამარჯვება" როგორც ყოველთვის დიადი აღმოჩნდა... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონკრეტულ დარღვევას თუ მოიხსენიებს ნოდია მაშინ მეც მხარს დავუჭერ იმ ადამიანის უპირობო გათავისუფლებას ვისაც სახელმწიფო დაჩაგრავს, მანამდე კი ესეთი ზოგადი საუბარი თუნდაც ლამაზი ენით იყოს დაწერილი მხოლოდ დემაგოგიაა, მითუმეტეს იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც 2003-2012 წლებში პროტესტი არ გამოუთქვამს არც ერთ დარღვევაზე, რაც საქართველოში ხდებოდა და შესაბამისად მის სიტყვას კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე არავითარი ფასი არ გააჩნია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანები ყველანაირ საზიზღრობაზე მიდიოდნენ, ადამიანებს უკანონოდ უსმენდნენ, აკავებდნენ , აწამებდნენ. უკადრებლის კადრების პიკს მივაღწიეთ და როცა მათი დრო დასრულდა ,თურმე ამ უცნაური ტიპების პასუხისმგებლობა ყოფილა რეპრესიები. არ ვარ დაპატიმრებების აპოლოგეტი,მაგრამ ნაცებიდან ერთმა კაცმაც კი ბოდიში მოიხადა მათი პარტიის ბოროტ საქმეებზე? პატიოსნად აღიარა,რომ "ასე" არ უნდა მოქცეულიყვნენ?

 

 

+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ამ თემის გახსნის აზრი მითხარი.... გარდა იმისა რო ყველა აგინებს ნოდიას :D

ნოდიას თავ(თ)ხელიძეების და მისნაირთა გამონათქვამები უბრალოდ უნდა დააიგნორო... თუ მათ ყოველ ბოდიალს ახალი თემა მიუძღვენი სულ ექსპერტებად დარჩებიან

უბრალოდ ყურადღება რო არ მიაქციოს არავინ მალევე ჩაკვდებიან და მათი ავადსახსენებელი სახელიც აღარავის ემახსოვრება ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე რომ, როცა ამათ შემდეგ სხვა მთავრობა მოვა, ესენი უნდა დაიჭიროს და ასე უსასრულოდ.

ნამდვილად, ბატონო, ნამდვილად. და რას ხედავთ ამაში უცნაურს? გამარჯვებულები სჯიან დამარცხებულებს. ესაა ბუნების კანონი. არ დაიწყოთ ახლა, რომ დემოკრატია და რაღაც აბსურდები, რომ აი ამერიკაში როგორაა... როგორაა და იქ არანაირი გამარჯვებულ-დამარცხებულები არ არიან, იქ არიან ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედი ძალები, რომლებიც ასულელებენ საცოდავ ამერიკელ სნობ ხალხს. აქ კი ეგ არ გამოუვათ. აქ უბრალოდ, მარტივად იქნება ყოველთვის: გამარჯვებული დედას მოუდღნავს დამარცხებულს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...