Jump to content
Planeta.Ge

პლანეტის სტუმარი იქნება არჩილ კბილაშვილი


Recommended Posts

http://gwnpress.files.wordpress.com/2012/07/e18390e183a0e183a9e18398e1839a-e18399e18391e18398e1839ae18390e183a8e18395e18398e1839ae18398.png

პლანეტა ჯის მკითხველების კითხვებს უპასუხობს გენერალური პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი.

http://youtu.be/Ueod1LZmMH0

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რამდენად რთული იქნება ადვოკატობიდან პროკურორობაზე გადართვა?

ხომ არ გაგიჩნდათ ნოსტალგია ძველი პროფესიისადმი?

როგორ გესახებათ ადვოკატების მომავალი საქართველოში? მივალთ კი სამართლიან სასამართლომდე და თქვენი აზრით, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სავარაუდოდ აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე ბაჩო ახალაიას, ხათუნა კალმახელიძისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა ველოდოთ თუ არა, გამდიდრებულ პოლიტიკოსთა (რომელთაც უკანონოდ ექნებათ ქონება დაგროვილი) მასობრივ "გაკულაკებას"?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქურდებზე დავსვა შეკიტხვა? თუ აზრი არ აქვს? :) მეგობრულად აიგნორებენ ყველანი...

კაი დავსვამ ჰა...

ბატონო არჩილ, აპირებთ თუ არა ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებს. თქვენს გუნდს ვგულისხმობ.

თუ კი, რა სახის და რა მოტივაციით.

დანარჩენს რაც სეეხება... შეგიძლიათ დადოთ პირობა, რომ ერთი წლის შედემგ არ დაგემართებათ ის რაც ნაციონალებს დაემართათ,

ცრუდიდკაცობას ვგულისხმობ, და ერთი წლის შემდეგ კვლავ გვესტუმრებით ამ მყუდრო ფორუმზე.

:))

ინტრიგანი ვარ რა... არადა გადავაკონტროლებ დიდი სიამოვნებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო არჩილ, რა აზრის ბრძანდებით ინდუსტრიული კანაფის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, მცირე დანახარჯებით შესაძლებელია უამრავი ადამიანის დასაქმება და კანაფის ინდუსტრიის აღორძინება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხოლოდ ცნობილი(ჟვანია,პატარკაციშვილი,შარაძე......)საქმეები გადაიხედება თუ ყველა??

თუ(არადა უეჭველი)სააკაშვილს დაუმტკიცდა ჟვანიას მკვლელობა მერე რა მოხდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირადად თქვენი აზრი მაინტერესებს მოჰყვება თუ არა ფართომასშტაბიან ამინისტიას ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება?

რა აზრის ხართ კანონიერი ქურდების შესახებ კანონზე? (ქურდი ხარ? იჯექი ციხეში)

 

უნდა დაისაჯონ თუ არა მაღალჩინოსნები რომლებიც ბიუჯეტის თანხებს ფკანგავდნენ?

მაგალითად ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია რომ თბილისის მერიის ერთი ფონდიდან 5000 დოლარი გადაირიცხა სტრიპტიზ ბარ დივას ანგარიშზე დარწმუნებული ვარ ამგვარი ფაქტები კვლავ ბლომად იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფეისბუქიდან მთხოვეს ამ კითხვის კოპირება.

ავტორი: რუსიკო რუს(სტილი დაცულია)

1. interesta konfliqti gangvimartos? 2. aldagi saqartvelos bankis finansuri jgufidan gavida?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე იმ ადამიანების წინააღმდეგ რომლებიც მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით ან აშინებდნენ თუკი ნაცმოს არ დაუჭერდნენ მხარს, აქციაზე ხალხს არ გაიყვანდნენ და ა.შ. ?

როგორ მოხდება ამ ადამიანების წინააღმდეგ საქმეების აღძვრა რადგან მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები ფაქტიურად არ არსებობს გარდა დაზარალებულთა ჩვენებებისა

 

 

უნდა დაისაჯონ თუ არა ე.წ. "ზონდერჟურნალისტები" და "ჯიბის ტელევიზიების" მესვეურები რომლებიც მიზანმიმართულად ახდენდნენ ხალხის პროვოცირებას, დენიფორმაციის გავრცელებას და შეხვედრების ჩაშლას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1.გამოიძიებს თუ არა პროკურატურა სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობას?

2. გადაამოწმებს თუ არა პროკურატურა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვას ტავდაცვის სამინისტროში ( შაშკინის ბოლო ბრძანებით 700 000 ლარის პრემიებზე დახარჯვა) და მსგავსი ქმედებები

3. აპირებთ თუ არა " ბურჯის" საქმის გამოძიებას ( ბოლო გახმაურებული ფაქტების მიხედვით "ობიექტივის" ეთერში გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით)?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროკურატურის კონტროლის რა მექანიზმები არსებობს? ან თქვენ რას ფიქრობთ , როგორ უნდა გაკონტროლდეს, რომ ის მარაზმი არ ხდებოდეს, რაც აქამდე იყო?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო არჩილ, 800 წლის ემიგრანტი გახლავართ, ჩემი დიპლომი ასომთავრულზეა შესრულებული. რომ ჩამოვიდე და გამოცდები ჩავაბარო, რუსთავის პროკურატურას არ დამითბობთ?

 

არავისი არ მეშინია, ყველას დავიჭერ დავაპატიმრებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოფილი მთავრობის "წყალობით" ვისაც მატერიალური ზიანი მიადგა და ახალი "სამართლიანი" სასამართლო დაზარალებულად აღიარებს მათთვის კომპენსაციების დარიგება ბიუჯეთის სახსრებით მოხდება თუ ძველი მთავრობის პასუხისმგებელ პირებს ჩამოერთმევათ კანონიერი და უკანონო ქონება?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ჩანს პროკურატურის ძველი თანამშრომლებისგან მასობრივი დაფერთხვა იგეგმება.. ასეა თუ არა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...