Jump to content
Planeta.Ge

ქონებებისათვის მორიგი ომი


Recommended Posts

თიბისი ბანკმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება კომპანია ელიტ ელექტრონიქსის ყოფილ მფლობელს, ანზორ ქოქოლაძეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ანზორ ქოქოლაძე ცდილობს ბანკი დააჟანტაჟოს - კერძოდ, ითხოვს ბანკისგან ელიტ ელექტრონიკსის აქციების 100%-ს ისე, რომ უარს ამბობს ბანკისგან აღებული სესხის, 11 მილიონის გადახდაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება თიბისი ბანკს მისი რეპუტაციისა და სახელის შელახვით.

თიბისი ბანკი მიიჩენვს, რომ ქოქოლაძე უბრალოდ ცდილობს ისარგებლოს ბოლო დროს განვითარებული ცვლილებებით, მოისხას „ჩაგრულის" მანტია, გამოიყენოს მასმედია იარაღად თიბისი ბანკის დაშანტაჟებაში და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

 

თიბისი ბანკის მენეჯმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „ანზორ ქოქოლაძე არის ადამიანი, რომელმაც აიღო თიბისისგან და 3 სხვა ბანკისგან 26 მილიონი ლარის სესხები, თავისი არასწორი მართვით მიიყვანა კომპანია იქამდე, რომ სესხები ვერ დაბრუნდა და კომპანია აღმოჩნდა ფინანსურ კრიზისში." ბანკის წარმომადგენელთა თქმით, თიბისი ბანკი იძულებული გახდა, სესხის სანაცვლოდ გირაოში ჩადებული აქტივები სასამართლო წესით საკუთრებაში მიეღო და გაესხვისებინა საერთაშორისო ინვესტორზე, რათა როგორმე სესხი დაებრუნებინა. შედეგად, კომპანიამ განაგრძო ფუნქციონირება, ბანკმა სესხის მხოლოდ ნაწილი დაიბრუნა და რამდენიმე მილიონი ზარალი მიიღო."

 

თიბისი ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი არ აპირებს დაექვემდებაროს ქოქოლაძის შანტაჟს და არ მისცემს მას მედიით მანიპულირების შესაძლებლობას: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამართლებრივად და მორალურად აბსოლუტურად მართლები ვართ, გვსურს არავის და, მათ შორის, არც ბატონ ანზორს არ დარჩეს რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ მას, შანტაჟის ნაცვლად აგვერჩია ისეთი გამჭვირვალე და დემოკრატიული გზები, როგორიცაა დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება და კერძო არბიტრაჟი. სამწუხაროდ, ქოქოლაძემ ორივე შეთავაზებაზე უარი თქვა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მთავარი მოტივაცია სამართლიანობის აღდგენა ნამდვილად არ არის." - ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამართლებრივად თუ მართლები არიან რაში ჭირდებათ მასმედიის აწიოკება ამ ამბით,

სასამართლომ გადაწყვიტოს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.. !

ელემენტარნო! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი ეს ამბავი მარა

ეს

ბანკმა სესხის მხოლოდ ნაწილი დაიბრუნა და რამდენიმე მილიონი ზარალი მიიღო."

კაი ანეკდოტია :D ბანკმა ზარალი მიიღო :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

ხო ნუ ბანკი რო დაზარლადა ეგ საერთოდ..:D

თბს-ი გვეტყუებს თავის ჭკუაში..

ჯერ მაგ უნამუსოებს რამხელა პროცენტები აქვთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

ხო ბანკმა ზარალი მიიღოო და კიდე იმ დებილ ქოქოლაძეს აბრალებენ "ჩაგრულის მანტია" მოირგოო.ეს ტყუილი კი არა უნამუსობაა :D

ბანკებს აქამდე მაგრად ეკიდათ ყველაფერი, მთავრობა კრიშავდა, რათქმაუნდა დიდი ფულის სანაცვლოდ მარა მაინც უღირდათ მყარი კრიშა.ახლა ხვდებიან რო შეიძლება შეიცვალოს მათდამი მთავრობის დამოკიდებულება და ამიტო პრევენციის მიზნით კინასწარ კივიან გვიშველეთო

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი ასეთი თემა ამოტივტივდება...

რამდენი ბანძი ბიზნესმენი დაიწყებს ტუილების მოყოლას.

რამდენი ბანძი ამხევი დაიწყებს გაპრავებას.

რა გინდა გაარკვიო ვინ ვინაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი ასეთი თემა ამოტივტივდება...

რამდენი ბანძი ბიზნესმენი დაიწყებს ტუილების მოყოლას.

რამდენი ბანძი ამხევი დაიწყებს გაპრავებას.

რა გინდა გაარკვიო ვინ ვინაა...

ამაში გეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქოქოლაძემ ქოქოლა დააყარა თიბისი ბანკს" - უფრო ინფორმატიული სათაური იქნებოდა :D Edited by Kaspar Schmidt
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ ელიტ ელექტრონიქსის მფლობელი დაიჭირეს როგორც მახსოვს და ამას ციხიდან უთვლის თუ გამოუშვეს უკვე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

მაგ ელიტ ელექტრონიქსის მფლობელი დაიჭირეს როგორც მახსოვს და ამას ციხიდან უთვლის თუ გამოუშვეს უკვე?

გამოუშვეს უკვე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...