ტაშიი Posted September 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2012 ნუთუ გჯერათ, რომ წამების ფაქტები მიშამ არ იცოდა? ომბუდსმენის და სხვა პარლამენტარების მიერ პირდაპირ მიეწოდა ინფორმაცია ამის შესახებ და ეს ტელევიზორითაც ვნახეთ და მიშამ ამაზე პასუხად გაიცინა. პრეზიდენტს ევალება, რომ იყოს კონსტიტუციით ჩვენზე მინიჭებული უფლებების და თავისუფლებების გარანტი, მაგრამ მან ეს მოვალეობა არ შეასრულა. მას ომბუდსმენმა მიაწოდა ინფორმაცია და მიშამ არანაირი რეაგირებ არ მოახდინა. სხვა კიდე ვის უნდა ეთქვა, რომ შეესრულებინა თავისი მოვალეობა და დაეცვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. მხოლოდ ეხლა, როდესაც ვიდეო გავრცელდა მაშინღა იძულებული გახდა მოეხსნა დამნაშავე პირების მცირე ნაწილი თან ყველანაირად ცდილობს ამ ვიდეოების წყარო დააყენოს ეჭვქვეშ და ცდილობს უფლებების დამღღვევების დაცვას. ესეთ პრეზიდენტს, რომელიც არ არის არაფრის გარანტი რა უნდა ქვეყნის სათავეში?ტერიტორიული მთლიანობის გარანტია?კონსტიტუციური უფლებების გარანტია?ბიზნესის ხელშეუხებლობის გარანტია?არჩევნების გარანტია?დემოკრატიის გარანტია?რუსებზე სტრატეგიული ბიზნესების არმიცემის გარანტია?იქნებ ადამიანის უფლებების გარანტია?ან იქნებ სამართლიანი სასამართლოს გარანტია? აი ფიცი რაც მან დადო:«მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებთ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!» მან დაარღვია ქართველ ხალხთან დადებული კონტრაქტის პირობები და ესეთი პრეზიდენტი უნდა წაეთრეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2012 აი ფიცი რაც მან დადო: «მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებთ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!»ეგ რანაირი ფიცია კაცო? არსად არ წერია, რომ "ვფიცავ". ამბობს, "ვაცხადებ...". ეგრე მეც განვაცხადებ, რომ გავფრინდები, მერე რა? ისე, ოფიციალური ფიცი სადმე დევს? იქ ეგრე წერია, რომ "ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ..", თუ "ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ..." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mateo Falkone Posted September 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2012 თუნდაც ვფიცავ იყოს ... :ravic: ეხლა ძაან არ დაიცვას ფიცი რა... რუსეთის მდგომარეობისგან დიდად არ განვსხვავდებით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.