Jump to content
Planeta.Ge

რა ხდება დაღესტნის საზღვართან?!


Recommended Posts

Shaten

დაღესტნის ვილაიათის მუჯაჰიდების ხელმძღვანელობა ადასტურებს
სხვათა შორის ესეთი ორგანიზაცია დიდი ხანია აღარ არსებობს უფრო სწორედ რამოდენიმე ჯგუფადაა დაშლილი ეთნიკური(დაღესტანში ხომ 48 ეთნკური ჯგუფია უმრალესობას საკუთარი ენა აქვს) ან რელიგიური(იჩკერიაში და დაღესტანში ორი დიდი რელიგიური დაჯგუფებაა დაპირისპირებული(ადგილობრივი სუფიური(გუშინწინ რომ იმამი მოკლეს სუფიების ლიდერი იყო) და სალაფიტური იგივე ვაჰაბიტური(ეს ემირატებიდან ექპორტირებული ერთ დროს მცირერიცხოვანი დაჯგუფება დღეს დიდი ძალა გახდა). ჰოდა ბატონო ჩემო რუსეთმა ამ ოცი წლის მანძილზე უზარმაზარი აგენტურული საქმიანობა გაწია სალაფიტების(თუმცა პარადოქსულია სალაფიტ-ვაჰაბიტები ათჯერ აგრესიულები არიან ვიდრე სუფიები) მოსაძლიერებლად და შემდგომ ამ ორი მიმდინარეობის დასაპირისპირებლად.......ზემოთ ხსენებული ვილაიეთის განცხადება ერთერთია იმ ათასთაგან რომელსაც გრუ და ფეესბე დიდი სიამოვნებით აკეთებენ ვითომდა მებრძოლების სახელით (თუ აწყობთ თვითონ სალაფიტების განცხადებასაც უშვებენ საიტებამდე). ისეა მანდ ჩახლართული სიმართლე და ტყუილი რომ შეუძლებელია რაიმეს სერიოზული ანალიზი....მუშაობს Divide et impera(გათიშე და იბატონე). რუსებმა დაკარგეს კონტროლი კავკასიაზე მაგრამ აქვთ კონტროლი იმ ქაოსზე რაც დათესეს.....ერთი მაგალითი გრუს სტილიდან: მაგალითად გჭირდება ვინმეს განადგურება მაგრამ გინდა ამ მკვლელობამ დადებითი შედეგი მოგცეს და თან შენზე არ იფიქრონ, კლავ ამ ადამიანის რამოდენიმე კონკურენტს ან მტერს თუნდაც შენთან ლოიალურად განწყობილს და იწყება ეჭვებით ბრედვა ერთმანეთის რუსი ზის და უხარია რადგან მგლები ერთმანეთს გლეჯენ....ისეთ საზოგადოებაში როგორიც დღეს დაღესტანშია: აქეთ რუსი ჯარი(რომელსაც ყველაფრის ეშიენია ამ მიწაზე და ჯერ ჩრდილს ესვრის და მერე კითხულობს "ვინ მოდის", იქით ადგილობრივი კორუმპირებული ხელისუფლება, + სპეცსამსახურები რომლებიც კონკურენტობენ+ერთმანეთზე უარესი ფანატიკოსი მოლები....ქუჩის ძაღლიც რომ ვიყო მანდ ვაჰაბიტი გავხდებოდი ან გავიქცეოდი....როგორც ელიფას ლევი ამბობდა "ყოველი ადამიანი საკუთარი შეხედულებით აწყობს სამოთხეს დედამიწაზე თავისთვის და სხვისთვის, აქ წინააღმდეგობაში მოდის ბუნების კანონებთან, გარყვნილ ქმნილებათა სამოთხე ყოველთვის ჯოჯოხეთია..." რუსეთი რა სამოთხესაც აწყობს თავის ქვეყანაში ჩვენ კარგად ვხედავთ(მაგ სამოთხეში 200წელი ვიყავით და ძლივს გამოვიქეცით".....აქ მე რომ კითხვა დამისვეს: "მეგრელი ხარ"-ო მაგ ოპერიდანაა Divide et impera-რომ ქვია რუსები მოგეხსენება ქართველებში ნერგავდნენ კუთხურ სეპარატიზმს კოლხებშიც სვანებშიც აჭარლებშიც მაგრამ ქართული ცნობიერება მოერია ამ რუსულ არაკს....კიდევ '"მეგრელი ხარ" ეს მორგანიტული ქორწინებაში დაბადებულთა საყვარელი შეკითხვაა ამით ისინი ცდილობენ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსს თავი დააღწიონ....მე აბა რით შემიძლია მაგას ვუშველო? ისინი თავისი შექმნილი დემონებით იტანჯებიან.... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქეთ რუსი ჯარი(რომელსაც ყველაფრის ეშიენია ამ მიწაზე და ჯერ ჩრდილს ესვრის და მერე კითხულობს "ვინ მოდის", იქით ადგილობრივი კორუმპირებული ხელისუფლება, + სპეცსამსახურები რომლებიც კონკურენტობენ+ერთმანეთზე უარესი ფანატიკოსი მოლები....ქუჩის ძაღლიც რომ ვიყო მანდ ვაჰაბიტი გავხდებოდი ან გავიქცეოდი....

გენიალურდ ჩამოაყალიბეთ..! :+:

ქ მე რომ კითხვა დამისვეს: "მეგრელი ხარ"-ო მაგ ოპერიდანაა Divide et impera-რომ ქვია რუსები მოგეხსენება ქართველებში ნერგავდნენ კუთხურ სეპარატიზმს კოლხებშიც სვანებშიც აჭარლებშიც მაგრამ ქართული ცნობიერება მოერია ამ რუსულ არაკს....კიდევ '"მეგრელი ხარ" ეს მორგანიტული ქორწინებაში დაბადებულთა საყვარელი შეკითხვაა ამით ისინი ცდილობენ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსს თავი დააღწიონ....მე აბა რით შემიძლია მაგას ვუშველო? ისინი თავისი შექმნილი დემონებით იტანჯებიან....

ვერ წარმოაიდგენთ, როგორ გეთანხმებით!

 

ისეა მანდ ჩახლართული სიმართლე და ტყუილი რომ შეუძლებელია რაიმეს სერიოზული ანალიზი...

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

საღორეთიდან კი არა დაღესტნიდან გადმოვიდნენ ბოევიკები რომლებსაც იმდენი რუსი ღორი ჰყავთ დახოცილი მაგდენი მთელ ნაცპატრიოტებს ნაგინებიც არ ექნებათ

 

ვის რამდენი რუსი ყავს დახოცილი ეს არ ამართლებს ბანდიტური ჯგუფის უცხო სახელმწიფოში თავხედურად შეჭრასა და მეტიც ამ ქვეყნის მოქალაქეების მძევლებად აყვანას, ისინი თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდნენ რუსეთის მიერ და როგორც იძახიან შევიწროვებულნი იძულებული გახდნენ საქართველოში გადმოსულიყვნენ, მაშინ მათ პირველსავე სასაზღვრო საგუშაგოზე უნდა ჩაებარებინათ იარაღი და მოეთხოვათ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ ამ თავშესაფარს. მაგრამ ისინი როგორც იყვნენ დაჩვეულები ასე ნაურაზე ქვეყნის ტერიტორიის დარღვევას, მარადიორობას, ყაჩაღობასა და ძარცვა გლეჯას, ისევ ის ძველი დრო ეგონათ. ჰო და ხომ მიიღეს საკადრისი? თან რომ არ ნებდებიან ამაშია საქმე, იმედი მაქვს ბანდფორმირების დანარჩენ წევრებს ცოცხლად აიყვანენ და სასჯელს მოიხდიან ჩადენილი დანაშაულებებისათვის რაც მათ საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, ასეთი მინიმუმ სამია: 1. საზღვრის უკანონო გადაკვეთა, 2. მოქალაქეთა გატაცება მძევლად ხელში ჩაგდების მიზნით და 3. შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სამართალდამცავი ორგანოებისათვის რასაც მოჰყვა მათი სიცოცხლის მოსპობა.

 

ვიღაცამ რომ სადღაც ოდესღაც რუსის ჯარისკაცები დახოცა ეს მას არ აძლევს უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე ასე ჯალალ ედ დინივით ითარეშოს, ვენაცვალე ჩვენს სპეცნაზს, ასეთ პირობებში რომ ქვეყანაში შემოჭრილი ბანდ ფორმირების თარეში აღკვეთეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

დაღესტანში ძირითადად ლეკები ცხოვრობენ, ჩეჩენი ბანდ ფორმირებებიც არ არის გამორიცხული რომ თავს აფარებდნენ მათ. დარწმუნებით არაავის შეუძლია აქ ფორუმზე თქვას ბანდის წევრთა ნაციონალობის შესახებ, მაგრამ 11 შეიარაღებული ბანდიტია ლიკვიდირებულიო და რა გახდა მათი ვინაობის დადგენა რომ საზოგადოებას ამცნონ ვინ არიან და სინამდვილეში რა უნდოდათ საქართველოში? რაღაც ძალიან ზედმეტად ასაიდუმლოვებენ ამ ამბავს, როგორც ჩანს ისინი ვგონებ სხვა უფრო კონკრეტული მიზნებისთვის გადმოისროლეს რუსეთის სპეც სამსახურებმა და ეს შევიწროვებისა და დევნის ამბავი უბრალოდ ფარსია, ამის საფუძვლიან ეჭვს ბადებს ისიც რომ დაღესტნის ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ადასტურებენ ბანდ ფორმირების მიერ რუსეთ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, კრემლი კი სასტიკად უარყოფს, მოკლედ ასეა თუ ისე ამ საქმეს სპეც სამსახურები მიხედავენ, მე უბრალოდ როგორც მოქალაქეს მიხარია რომ ძველებურად ვეღარ თარეშობენ საქართველოს ტერიტორიაზე ლეკიდან დაწყებული ქისტებით დამთავრებული, თუშეთისა და ხევსურეთის ფშავისა და ახმეტის რაიონის სოფლები აწიოკებული ყავდათ ხოლმე, გაუპატიურებებიდან დაწყებული მკვლელობებით დამთავრებული და ვითომც არაფერი ხდებოდა, სტუმარი და ლტოლვილი მე წყნარი და მორიდებული ვიცი, საკუთარ სახლში რომ ყაჩაღად შემოგეჭრება შევთხარე ეგეთ "სტუმარსაც" და "ლტოლვილსაც". მოკლედ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს რაც ვიმედოვნებ რომ მაგალითი იქნება ყველასათვის ვისაც საქართველოში ისევ დენიკინის დრო გონია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩეჩენი ბანდ ფორმირებებიც არ არის გამორიცხული რომ თავს აფარებდნენ მათ.

რათქმაუნდა..!

 

მაგრამ 11 შეიარაღებული ბანდიტია ლიკვიდირებულიო და რა გახდა მათი ვინაობის დადგენა რომ საზოგადოებას ამცნონ ვინ არიან და სინამდვილეში რა უნდოდათ საქართველოში? რაღაც ძალიან ზედმეტად ასაიდუმლოვებენ ამ ამბავს

ხო, არ თქვათ..!

 

მე უბრალოდ როგორც მოქალაქეს მიხარია რომ ძველებურად ვეღარ თარეშობენ საქართველოს ტერიტორიაზე ლეკიდან დაწყებული ქისტებით დამთავრებული,

რათქმაუნდა, საკუტარი ხალხის მტერი უნდა იყოს ის (და მგონი საკუტარი თავისაც კი..), ვისაც ეს არ გაუხარდება..

 

თუშეთისა და ხევსურეთის ფშავისა და ახმეტის რაიონის სოფლები აწიოკებული ყავდათ ხოლმე, გაუპატიურებებიდან დაწყებული მკვლელობებით დამთავრებული და ვითომც არაფერი ხდებოდა, სტუმარი და ლტოლვილი მე წყნარი და მორიდებული ვიცი, საკუთარ სახლში რომ ყაჩაღად შემოგეჭრება შევთხარე ეგეთ "სტუმარსაც" და "ლტოლვილსაც".

გეთანხმებით, - კიდევ როგორ..!

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაღუპულები ძირითადად პანკისელები არიან......

ვაინახები, მიშისტები ამბობენ რომ რა მოხდა რამდენიმე გაბურძგნული ჩავცხრილეთო,

მეორე კატეგორია მიშისტების მგათმა რომ ქართველები მოგვიკლესო???

მოკლედ ამ ხალხს არანაირი წარმოდგენა არა აქვს რას ნიშნავს სახელმწიფო ინტერესები, გაგებაში არ არიან,

ტერორისტი უნდა მოკვდესო, ვინაიდან ამერიკელები და ებრაელებიც ასე იქცევიანო,

 

ადამიანებო... ამერიკელებს, ებრაელებს და რუსებს ებრძვიან ისლამელი ტერორისტები, ჩვენ არა, საქ. სახელმწიფოსთვის მოჯაჰედებს თუ ვაჰაბიტებს ზიანი არ მოუყენებიათ,

ეხლა თუკი ვინმე ჭკვიანი მეტყვის რომ აფხაზეთში ვინ გვეომებოდაო, მაშინ, იმ მომენტში მთიელ ხალხთა კონფედერაცია მთლიანად კონტროლდებოდა ფეესბეს მიერ და მიუხედავად მწვანე დროშისა ისინი რელიგიური მოტივებით არ იბრძოდნენ,

მას შემდეგ რაც ჩრდილო კავკასიაში გაძლიერდა ვაჰაბიტური მოძრაობა საქ. წინააღმდეგ განხორციელებულ რაიმე ქმედებას ვერ ვიხსენებ,

თუკი რომელიღაც ორგანიზაცია ტერორისტულ ქმედებას ეწევა სხვის ტერიტორიაზე შენ რა გჯირს, რატომ ეკვეხები ვერ გავიგე,

ვისი გული მოვიგეთ, რუსების? ამერიკელების? საქ. სახელმწიფო ინტერესები დავიცავით? მძევლები გავათავისუფლეთ?

ის ბოევიკები საფრთხეს უქმნიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას ან სახ. სტრუქტურებს?

მოკლედ, მაინტერესებს პოლიტიკური მოტივი, ფაქტია რომ პანკისელების მნიშვნელოვან ნაწილს გაუჩნდება აგრესია ქართველი ძალოვნების მიმართ, რაც კარგი ნამდვილად არაა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმაზე არ დაფიქრებულხართ, რომ რატომღაც ეს სპეცოპერაცია საეჭვოდ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს. ეს ერთი, მეორეც ძველმა სპეცნაზელებმა მითხრეს, რომ თუნდაც ერთი ბანდიტის ცოცხლად აყვანის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. და მესამეც რაღა ახლა მოუვიდათ აზრად მზის ჩასვლამდე დასაფლავება ბოევიკების. ეს ცოტა არ იყოს კვალის დაფარვას უფრო ჰგავს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...