Jump to content
Planeta.Ge

რა შანსები აქვს ნაცმძრაობას არჩევნებში გამარჯვებისთვის?!


Recommended Posts

საპრეზიდენტოზეც და საპარლამენტო არჩევნებზეც მიშამ და ნაცებმა ერთნაირი ხმები დააგროვეს, მილიონზე ოდნავ მეტი. სამაგიეროდ არ მივიდა არჩევნებზე დაახლოებით150 000 ოპო ამომრჩეველი. ცსკო–ს ოქმებით ეს ნათლად ჩანს...

 

ეხლა ძალიან დიდი აქტივობა იქნება , რაც ოპოზიციას დამატებით აძლევს 150 000–200 000 ხმას...(ბევრი ისეთი ადამიანიც აპირებს წასვლას, რომელიც არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის საერთოდ არ ჯეროდა და პრინციპულად არ დადიოდა არჩევნებზე)

 

გარდა ამისა, ეკონომიკურმა კრიზისმა, ომმა, შიდა პოლიტიკამ ნაცებს მილიონი ამომრჩეველი სავარაუდოდ შეუმცირა 700 000–800 000 ამომრჩევლამდე...

 

 

და მთავარი, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ბევრ უბანზე არ ყავდა საკმარისი დამკვირვებლები, დღეს ეს პრობლემა არაა.. შესაბამისად დიდი იმედი მაქვს, რომ ნაცებს გაყალბების არეალი მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ

 

პ.ს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ განსხვავებით 2008 წლის არჩევნებისგან, ხმების გაყოფა ოპოებს შორის პრაქტიკულად არ მოხდება,, შესაბამისად იმ რეგიონებში სადაც უმეტესობა ოპოელექტორატია, მაჟორიტარებსაც უპრობლემოდ მოიგებენ.

 

პ.პ.ს. რასაკვირველია, ტოტალური გაყალბების შემთხვევაში ნაცები რა ციფრსაც უნდაით იმას დასვავენ...მაგრამ დავუშვათ და მეტნაკლებად ნორმალურად ჩატარდა არჩევნები

 

ეს საპარლამენტოს შედეგები:

http://www.cesko.ge/...otocol_ENG4.pdf

 

ეს საპრეზიდენტოს:

http://www.cesko.ge/..._oqmisapre5.pdf

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნათელია ის ფაქტი რომ, არჩევნების სამართლინად ჩატარება შეუძლებელია ამდენი დამკვირვებლის მიუხედავადაც კი :user: ... მიშამ შეიძლება იმის დასამტკიცებლად რომ არჩევნები შედარებით კარგად ჩატარდა ცოტათი განსხვავებული შედეგები აჩვენოს მაგრამ ეს შედეგები რაღთქმაუნდა მას არაფერს ავნებს... საბოლოოდ კი ისევ ნაცები მოვლენ ქვეყნის სათავეში... ამას ალბათ უკვე შეეგუა ქართველი ხალხი... :( :ravic:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტოტალური გაყალბების შემთხვევაში ნაცები რა ციფრსაც უნდაით იმას დასვავენ

ტოტალური გაყალბება რომ არ მომხდარა 2003 წლის შემდეგ, არა უშავს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ტოტალური გაყალბება რომ არ მომხდარა 2003 წლის შემდეგ, არა უშავს?

ვინმე უარყობს რომ ომამდე მიშას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ქონდა>? თუმცა მანც დასჭირდა 5-10%-ის გაყალბება საპრეზიდენტოზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტოტალური გაყალბება რომ არ მომხდარა 2003 წლის შემდეგ, არა უშავს?

ე.ი. გაყალბება მოხდა, ოღონ არა ტოტალური, არა? :)

 

თუმცა, ტოტალური გაყალბება არ არის ის რაც ახლა ხდება? თუ არჩევნები, მარტო ყუთებში ფურცლების ჩაშვებაა?

 

პს. თუმცა ახლა არ დასჭირდება ნაც-ბოზ-ბანდას გაყალბება, არც ტოტალური და არც საერთოდ... მას შემდეგ რაც მიშამ ღრუბელ-ღრუბელ ფოთში ჩააღწია და იქიდან პირდაპირ ეთერში სიტყვა სტყორცნა (რამდენიმე წელიწადი რომ დააგვიანა, ამას რა უჭირს...) თუ როსტომ მეფის ამბავსაც გავიხსენებთ და ბაგრატის თავზე აღმართულ ჯვარს, მაშინ რა საჭიროა გაყალბება...

ჩვენ გაგვიმართლა, რომ დიდი მიშას ხანაში ვცხოვრობთ...

 

Выборы! Выборы! Кандидаты - пидоры!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წინ დიდი ბათალიები გველის. გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების გამოცდილება საქართველოში დიდი არ არის. არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს, ვიცი ის, რომ ნაცები ყველაფერს იკადრებენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავრობას რომელსაც არანაერი ლოგიკა არ გააჩნია, მთვარობა რომელიც კადრულობს, ადამიანს რომელსაც სიკეთის გარდა საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია, გაუყადაღოს ქონება, ასევე კოალიციის ბიუჯეტიც. განა ვერ იკადრებს არჩევნების გაყალბებას. მახსოვს ადრე როცა არჩევნები ტარდებოდა ობამამ სააკაშვილს უთხრა, ჩაატარე დემოკრატიული არჩევნებიო, ამის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ამერიკამაც იცის რაცაა ჩვენი მაღალი, აბა განა ეტყოდა "დემოკრატიული" ქვეყნის "მეფეს" ჩაატარე დემოკრატიული არჩევნებიო... ჩვენმა მაღალმა თქვა, მე ვიქნები გამჭირვალე არჩევნების სახეო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ნაც მოძრაობის გამარჯვებისათვისო. ბიძინა თუ არ მოვა, აღარაფერი ეშველება საქართველოს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nacionaluri maoxreblis shansi ertia gamarjvebashi. Is moiparavs emigrantebis biuletenebs romelic miaxloebit milionamdea..ertaderti shansi aqvs es mas rom gaimarjvos. Anu gakalbebis dzveli gasaidumloebuli ckaro, emigrantebis biuletenebia misi da mati boroti dzalis shansi.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით, ნაც-ბოზ-ბანდას გაყალბებაც არ უშველის, თუ ივანიშვილი მართლა ოპოზიციაში...

თუ ეს ასეა, მაშინ სისხლის დაღვრა დასჭირდება, ანდა პუტიასთან ღიად ჩახუტება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nac boz bandas ar shvelis araferi ki magram gavimeoreb rom mat xelshia ukve gakalbebuli siebi. Anu milionze meti adamiani damatebulia siebshi, emigrantebis xarjze..magalitad amerikashi aris 300 atasamde saqartvelos moqalaqe,aqedan archevnebistvis amerikashi chamodis mxolod 5-7 atasi biuleteni,anu mxolod amdeni adamiani miigebs monacileobas archevnbshi..exla tavad ganisazgvre ra demarteba danarchen biuletenebs..igive rusetshi milionamde adamiani da evropashic miaxloebit naxevari milioni..es mogcems carmodgenis sashvalebas tu ras izams saakiani..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალურად რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, არავის მოუცია ჯერ ეს ციფრი მიუხედავად იმისა, რომ კარდაკარებით დარბოდენ მინიმუმ სამი თუ ოთხი ორგანიზაცია.

ახლების კარდაკარი(კაციტაძის კომისია) ამომრჩეველთა ლიგა, ოცნების ცალკე და რავი კიდე ვინ ატარებდა.

ასახელებენ ოფიციალურად კაციტაძის კომისიით 3.600.000 ამომრჩეველს.

ამდენი მოსახლეობა არ იქნება დღეს ერთად საქართველოში არა თუ ამომრცეველი.

თან გაითვალისწინეთ, რომ გასულია ქვეყნიდან ძირითადად აქტიური, სრომის უნარიანი და ზირითადად საშუალო ასაკის მოქალაქეები.

გარდა ამისა 1989 წლის აღწერის შემდეგ(5.500.000 დაახლოებით) ქვეყანა სამუდამოდ დატოვა რუსებმა(რომლებიც 600 000 მოსახლეს შეადგენდნენ) დაიკარგა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი. მარტო რუსეთშია დაახლოებით მილიონამდე გასული საქრთველოდან შემოსავლის ძებნაში.

და რამდენი მოქალაქეა რომლებსაც ხმის უფლება არა აქვს? (არასრულწლოვნები.)

ასე რომ ეს გაბერილი ციფრებია, ხელისუფლებას მილიონი ხმა მაინც აქვს მოტეხილი წინასწარ უკვე.

ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობის შემთხვევაშიც კი, 50% თუ მივა არჩევნებზე. აქედან 20-25 ხელისუფლების რესურსი იქნება. დაახლოებით 1.5 - 2 მილიონი მივა აქედან მილიონ, მილიონ ნახევარს ოცნება აიღებს. ხელისუფლება სადღაც ნახევარ მილიონამდე + ის მოტეხილი მილიონი ხმა და უკეთეს ვარიანტში მოსახლეობის მაღალი აქტივობის შემთხვევაში 50/50ზე იქნება მცირედი გადახრით ალბათ ხელისუფლების სასარგებლოდ.

დაბალი აქტივობა თუ იქნება 60 - 70% საც აიღებენ.

სხვა პარტიებს არ ვათლი სათვალავში, რადგან ამ არჩევნებზე არა მგონია რომელიმე პარტიამ ოცნების და ნაცების გარდა რაიმე სერიოზული ხმა მიიგოს.

მგონი ყველა ერთად 5%საც ვერ დააგროვებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთის მხრივ კარგი იყოს შეიძლება თანაბარი ზალებით რომ მოხვდენ პარლამენტში, რადგან უმრავლესობით ოცნებაც იმ მარაზმში გადაეშვება რაც იყო გამსახურდიას მრგვალი მაგიდის დროს, მერე მოქალაქეტა კავშირის თუ დღეს ნაციონალურშია ქვეყანა.

მაგრამ არის ერთი ნიუანსი.

თუ ოცნებამ ვერ დააგროვა 50%ზე მეტი და ვერ გაიყვანა ივანიშვილი პრემიერად,პარლამენტში მოხვედრილი გადეპუტატებული მოცნებეები დაიშლებიან ფრაქციებად, ზოგიც ხელისუფლებას მიეტმასნება და ზოგიც ვაჭრობას გამართავს ნაცებთან. ბიძინა უკვე აღარავის ენდომება, ურო სწორად ბიძინას კონტროლი და თავად ეცდებიან იქცენ ბიძინას მაკონტროლებლებად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

06.04.2010

2010 წლის ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა რიცხვი თითქმის მილიონამდეა გაზრდილი. ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 3 მლნ 600 ათასი ამომრჩეველი, რომელიც ამომრჩეველთა სიაში ირიცხება, არარეალურია, რადგან იგივე რაოდენობის მოქალაქეებმა 1990 წელს ჩატარებულ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც დღემდე ქვეყნის მოსახლეობა ერთი მილიონით შემცირდა.

„ამის თქმის საფუძველს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები იძლევა. კერძოდ, 3 მილიონ 600 ათასამდე ამომრჩეველი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით, დღეს საქართველოში არსებობს, 1990 წელს ფიქსირდებოდა, როდესაც საქართველოში 5 მილიონ 500 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა და არჩევნებში აფხაზეთსა და ოსეთში მაცხოვრებლებიც იღებდნენ მონაწილეობას. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი, დღეისთვის საქართველოში 4 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ამომრჩეველთა რაოდენობა კი იგივე რჩება. გამოდის, რომ საქართველოში აღარ არიან ბავშვები და მომავალი თაობა“, - აღნიშნა მელაშვილმა.

მისივე თქმით, ამავე მონაცემებით, საქართველოში 15 წელს ზევით მაცხოვრებელთა რიცხვი მხოლოდ 2 759 200 ადამიანია, აქედან 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა 1 917 000, ყველა კატეგორიის პენსიონერი კი 842 200, რაც ჯამში 2 759 200 ადამიანს შეადგენს და რასაც საარჩევნო სიაში უნდა გამოაკლდეს 15-დან 18 წლამდე მოზარდები.

„ამ წლების განმავლობაში ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, ვიდრე საქართველოში ბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, 2003 წლიდან ქვეყანაში ამომრჩეველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ცესკოს მონაცემებით, გამოდის, რომ საქართველოში 88% ამომრჩეველია, როცა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოსახლეობის 65%, უკიდურეს შემთხვევაში კი მხოლოდ 75% შეიძლება იყოს ამომრჩეველი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ოპოზიციამ, პირველ რიგში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უნდა მიაღწიოს, რისთვისაც აუცილებელია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ „ეროვნული ფორუმის“ მიერ ინიცირებული და ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების კანონმდებლობაში ასახვა. ასეთი სისტემით საქართველოში არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს. ამ ეტაპზე „ეროვნული ფორუმის“, სხვა ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების უმთავრესი მიზანი უნდა გახდეს არჩევნების ჩატარება სისტემით: ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა!“ - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...