Jump to content
Planeta.Ge

ერორზე განხეთქილებაა . ბერიძე და დუტა იქაურობას ტოვებენ


Recommended Posts

http://www.media.ge/stories/rustavi2idutamdamusikalu

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი მუსიკალური რედაქციის ათკაციანმა ჯგუფმა მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით, წამყვანმა დუტა სხრიტლაძემ და „ჯეოსელმა“ დატოვეს. როგორც მარინა ბერიძემ გაზეთ „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ტელეკომპანიიდან წასვლის მთავარი მიზეზი არხის მთავარ პროდიუსერთან გიორგი ხაბურზანიასთან შეუთანხმებლობა გახდა.

 

„გიორგი ხაბურზანია რთული ადამიანია, თანაც სისხლის ბოლო წვეთამდე „ტელევიზიონშიკია“. ჩემგან განსხვავებით, მისთვის რეიტინგია ყველაფერი“, - აღნიშნავს მარინა ბერიძე „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას. მისი თქმით, მუსიკალური კონკურსი „ჯეოსტარი“ შვიდი წლის განმავლობაში გადიოდა ეთერში, ბოლო სეზონი კი ჩავარდა, ამის მთავარ მიზეზად ბერიძე ჟიურიში მის არყოფნას ასახელებს. „გიორგი ხაბურზანიამ გადაწყვტა, რომ [კონკურსანტების] შერჩევაზე არ ვიქნებოდი“, - ამბობს მარინა ბერიძე და ფიქრობს - „არასწორია, ბრენდი „ჯეოსტარი“, რომელიც ამდენი წელია არსებობს, ისე დაანგრიო, რომ არავის არაფერი დაეკითხო“.

 

„რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი მუსიკალური პროდიუსერის თქმით, გიორგი ხაბურზანიამ „ჯეოსტარის“ შეჩერება და ახალი პროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ გაკეთება გადაწყვიტა, რაც მუსიკალურ რედაქციას გვიან შეატყობინა.

 

„ბათუმში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ „ჯეოსტარი“ არ ჩატარდებოდა. „საქართველოს ხმაში“ კი ჯეოსელი არ ჩაერთვებოდა. დუტა უკვე წასული იყო არხიდან. ეს ინფორმაცია 6 ივლისს გავიგე, სატელევიზიო რეკლამა კი 13-ში გავიდა. ანუ ეს კარგა ხნის წინ იყო დაგეგმილი. ამას შეურაცხყოფა და თავმოყვარეობის შელახვა ჰქვია“, - ამბობს მარინა ბერიძე „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას. ის არ უარყოფს, რომ ტელეკომპანია „იმედიდან“ შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ამ არხზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

 

მარინა ბერიძისგან განსხვავებით, „იმედზე“ უკვე გადავიდა დუტა სხირტლაძე, რომელიც „ჯეოსტარის“ და გადაცემა „იღბლიანი ბორბალის“ წამყვანი იყო და „რუსთავი 2-ზე“ 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის ახალ მუსიკალურ შოუს „ახალ ხმას“ წაიყვანს.

 

გარდა ამისა, როგორც თვითონ ამბობს, მომზადებული აქვს საავტორო გადაცემა, რომელიც მეცნიერების შესახებ იქნება. „მოზარდებისთვის მინდა შევქმნა სატელევიზიო პროექტი „ჯუნიორები“, სადაც მეცნიერებასა და ცხოვრებაზე შეყვარებული ახალგაზრდობა ერთმანეთს შეეჯიბრება“, - აღნიშნავს დუტა სხირტლაძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „იმედის“ ეთერში შეიძლება მალე „ჯეოსტარიც“ დაიწყოს.

 

„ჯეოსტარი“ ჩემი პროექტია, მიყვარს და სადაც იქნება, მეც, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები“, - აღნიშნავს დუტა სხირტლაძე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„იმედზე“ უკვე გადავიდა დუტა სხირტლაძე, რომელიც „ჯეოსტარის“ და გადაცემა „იღბლიანი ბორბალის“ წამყვანი იყო და „რუსთავი 2-ზე“ 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის ახალ მუსიკალურ შოუს „ახალ ხმას“ წაიყვანს.

ტახირის ბიჭთან მისულა:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის რომელიღაც არხზე ვუყურე არხს სახელწოდებით "ნაუკა" სხვათა შორის ინგლისურენოვანი იყო ნუ რუსულად ნათარგმნი, გადაცემა რომელსაც თვალი ვერ მოვწყვიტე, დედამიწის შექმნის შესახებ, მერე მცენარეები, ფოტოსინთეზი, ჟანგბადი და რამე, რატომ არაა ჩვენ არხებზე შემეცნებითი გადაცემები, რაში გვჭირდება ეს ჯეოსტარი და ათასი სირთაოზობა, რას ვიგებთ,

ყველაფრს უნდა შევხედოთ პრაგმატულად რა სარგებლობა მოაქვს, გართობა? გართობა გართობაა, მეტი არაფერი, ნიჭიერი არა ის, არ ვუყურებ მე მაგ გადაცემებს, სირობაააა, მოსახლეობის გამოყვინჩილებას უწყობს ხელს, მეტი არაფერი, არადა საინტრესოდ მიწოებული სამეცნიერო გადაცემები მოსახლეობას მერწმუნეთ რომ დაააინტერესებს,

საზოგადოებას ჩამოყუალიბებს აზროვნების გარკვულ მანერას, არაა ეს ფანტასტიკა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...