Jump to content
Planeta.Ge

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“–მა საქართველოში წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.


Recommended Posts

http://ick.ge/ka/rubrics/humanrights/11681-amnesty-international--------.html#.UA1LtKYRCFw.facebook

 

 

 

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“–მა საქართველოში წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან.

 

Amnesty International“–ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

 

„მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ემზადებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, „საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან.

 

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა და სამართალში მისცეს ბოლოდროინდელ ძალადობრივ შეტევებზე პასუხისმგებელი პირები, რასაც წინ უნდა უძღოდეს ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.

 

ამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ადგილი ჰქონდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართული საჯარო აქციების ჩაშლას ფიზიკური დაპირისპირების მიზეზით. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამ ინციდენტებში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი საბჭოების თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები, ხოლო თავად ინციდენტები ხელისუფლების მიერ დაიგეგმა და იმართებოდა.

 

12 ივლისს „ქართული ოცნბის“ აქტივისტების ჯგუფი კარალეთში (საქართველოს ცენტრალური ნაწილი) ჩავიდა, რათა შეხვედროდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მაცხოვრებლებს. თვითმხილველთა და მედია-საშუალებების მიხედვით, კარალეთის დასახლების რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა დაიწყო აქტივისტების სიტყვიერი შეურაცხყოფა და დასახლების ტერიტორიის დატოვება მოთხოვა მათ. სიტყვიერი პაექრობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

შეხვედრის რამდენიმე ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ ესვრიან ქვებს ადგილობრივი მოსახლეები კოალიციისა და მედია-საშუალებების წარმომადგენლებს, ხოლო კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თანმხლები პირი ცეცხლსასროლი იარაღით ხელში ცდილობს უკან დასახევად გამზადებული ოპოზიციის აქტივისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

13 ადამიანი, მათ შორის 10 ჟურნალისტი, დაშავდა და გადაყვანილი იქნა გორის საავადმყოფოში. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა, საბა წიწიკაშვილმა განაცხადა, რომ ამოიცნო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ შორის, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა.

 

14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც დაკავებული იქნა 6 პირი (ოპოზიციის 4 მხადამჭერი და კარალეთის 2 მაცხოვრებელი, მათ შორის ადგილობრივი საბჭოს თანამშრომელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საბა წიწიკაშვილს), რომლებსაც ინციდენტთან დაკავშირებით შეეფარდათ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. თუმცა, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატმა განუცხადა „საერთაშორისო ამნისტიას“, 4 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულნი არიან მმართველ პარტიასთან და რომლებიც მართავდნენ და მონაწილეობდნენ თავდასხმაში, არ იყო მიცემული სამართალში, მიუხედავად მამხილებელი ფოტო და ვიდეო-მოწმობისა.

 

26 ივნისს მსგავსი ინციდენტი მოხდა მერეთში (შიდა ქართლი, საქართველოს ცენტრალური ნაწილი). იმ დროს, როცა ოპოზიციის აქტივისტები ცდილობდნენ აქციის ჩატარებას, გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რამაც ხელი შეუშალა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივებთან შეხვედრის ჩატარებაში. მიღებული ინფორმაციით, კონფრონტაციის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, და კოალიციის მხარდამჭერები გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

 

ამის შემდეგ ადგილობრივმა მედია-საშუალებებმა გამოაქვეყნეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია რამდენიმე საჯარო მოხელე - ინციდენტის მონაწილე. 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება ძალადობაში რამდენიმე საჯარო მოხელის მონაწილეობის გამო, გორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და შიდა ქართლის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა ჩათვლით.

 

დაკავებული იქნა ოთხი მამაკაცი (მათ შორის, „ქართული ოცნების“ 2 აქტივისტი), რომლებსაც 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ მერეთის ინციდენტთან დაკავშირებით. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, არც ერთ საჯარო მოხელეს პასუხი არ მოეთხოვა.

 

აქციებისა თუ პოლიტიკურად მგრძნობიარე მოვლენების გაშუქებისას პრო-ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის შესახებ შეტყობინებების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია პრო-ოპოზიციუარდ განწყობილი ჟურნალისტების დაშინებისა და ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვის ხელყოფის შესახებ დაუდგენელი პირების მიერ. უცნობი პირები უთვალთვალებენ და კითხვებს უსვამენ პრო-ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს, დამთრგუნველი ქმედებითა და კომენტარებით ხელს უშლიან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში: ინტერვიუების ჩატარებასა და გადაღებების წარმოებაში.

 

პრო-ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ს ჟურნალისტმა ზესტაფონში - ეკატერინე დუგლაძემ განუცხადა „საერთაშორისო ამნისტიას“, რომ მას ამ უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში დაჟინებით აედევნა და აწუხებდა 7 ახალგაზრდა მამაკაცისაგან შემდგარი ჯგუფი:

 

„დამყვებიან ყველგან მანქანით ან ფეხით, თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ მაძლევენ, ხელს მიშლიან გადაღებებში, ფიზიკურად ახლო კონტაქტში შემოდიან და უხამს კომენტარებს აკეთებენ ჩემს სამუშაოსთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ასევე განუწყვეტლივ მისვამენ შეკითხვებს“.

 

ეკატერინე დუგლაძის თანახმად, მისთვის შეუძლებელი გახდა ჟურნალისტური მოვალეობების შესრულება, რადგანაც მამაკაცთა ჯგუფი, რომელიც მას აედევნა, ხელს უშლის მას გადაღებისა და ჩაწერის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დუგლაძემ ოფიციალური საჩივარი შეიტანა და თხოვნით მიმართა როგორც ადგილობრივ პროკურორს, ასევე პოლიციის განყოფილებას, მამაკაცთა ჯგუფი დღემდე აწუხებს მას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

 

„პოლიციისა და პროკურატის მხრიდან არავითარი რეაქცია არ ყოფილა. მუშაობის გაგრძელება მიწევს დამთრგუნველ და სახიფათო გარემოში. თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობ“, - განუცხადა ჟურნალისტმა „საერთაშორისო ამნისტიას“.

 

ახალგაზრდა მამაკაცთა იგივე ჯგუფი დაყვებოდა და შეკითხვებით აწუხებდა ვასილ დაბრუნდაშვილსაც, სტუდია GNS -ის თანამშრომელს, როცა ის ოპოზიციონერ ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევებს იძიებდა. 11 ივნისს, როდესაც ის ზესტაფონში ჩავიდა ეკატერინე დუგლაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად, ეს მამაკაცები მიუახლოვდნენ მას და ხელი შეუშალეს ინტერვიუს ჩაწერაში. „7 მამაკაცი შემოგვეხვია მაშინ, როცა ინტერვიუს ჩაწერას ვცდილობდი. არ მომცეს საშუალება, კითხვები დამესვა რესპონდენტისათვის, საუბარში ერთვებოდნენ ცინიკური კომენტარებითა და შეკითხვებით, თან კამერის ხედსაც გვიფარავდნენ“. ვცადეთ, განზე გავმდგარიყავით და ინტერვიუს ჩაწერა სხვაგან გაგვერგძელებინა, მაგრამ არ გვეშვებოდნენ. ბოლოს რესპონდენტი წავიდა ისე, რომ ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვახერხე“.

 

ვასილ დაბრუნდაშვილის მიხედვით, 7 მამაკაცისაგან შემდგარი იგივე ჯგუფი მას საათობით დაყვებოდა და შეკითხვებს უსვამდა, რითაც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა და ინტერვიუების ჩაწერაში ხელს უშლიდა. „ეს ყველაფერი ზესტაფონის პოლიციის შენობის წინ ხდებოდა. შევედი პოლიციის შენობაში და ვთხოვე ოფიცერს, აეკრძალა მათთვის ჩემი დევნა და ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, თუმცა მან უარი განმიცხადა“, - შეატყობინა დაბრუნდაშვილმა „საერთაშორისო ამნისტიას“. ვასილ დაბრუნდაშვილი ტელეფონითაც დაუკავშირდა პატრულის პოლიციას და დახმარება ითხოვა, თუმცა 2 პოლიციელი, რომლებიც საჩივრის მოსასმენად გამოცხადდენ მასთან, მოულოდნელად და ახსნა-განმარტების გარეშე გაბრუნდა, როდესაც ჟურნალისტმა მოითხოვა აქტი ინციდენტის შესახებ, რათა მასზე ხელი მოეწერა.

 

ვასილ დაბრუნდაშვილის მიხედვით, დღემდე არ დაწყებულა ოფიციალური გამოძიება და არავისთვის მოუთხოვიათ პასუხი ინციდენტთან დაკავშირებით. „სამართალდამცავთა მოქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, სამართლიანობის არავითარი იმედი არ მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განუცხადა მან „საერთაშორისო ამნისტიას“.

 

ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მსგავსი რამდენიმე შემთხვევა ამ თვეში საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა. 6 ივლისს „ინფო 9“-ს ჟურნალისტს ნინო ბასიშვილს აედევნენ და ხელი შეუშალეს ჩაწერაში გარდაბანში (აღმოსავლეთ საქართველო). 8 ივლისს „ინფო 9“-ს კიდევ ერთ კორესპონდენტს აედევნა პიროვნება კამერით ხელში, რომელმაც ხელი შეუშალა მას, ეწარმოებინა გადაღება გურიაში (დასავლეთ საქართველო). იქვე მდგარი პატრულის პოლიციელისადმი ჟურნალისტის მიმართვა, აეკრძალა ამ პიროვნებისათვის მისი დევნა და ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, როგორც იტყობინებიან, ასევე უპასუხო დარჩა.

 

„საერთაშორისო ამნისტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ყველა ფაქტის ზედმიწევნითი გამოძიება. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ მათი სამუშაო მოვალეობების დაუბრკოლებლივ შესრულება ძალადობის შიშის გარეშე, მიუხედავად იმ მედია-საშუალებების პოლიტიკური შეხედულებებისა, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.

 

ისტორიული ფონი

 

მას შემდეგ, რაც მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, გამოიყენება მკაცრი მარეგულირებელი და სხვა მექანიზმები მისი ახლად შექმნილი პოლიტკური კოალიციის - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ფინანსური საქმიანობის გაკონტროლების მიზნით.

 

ახალწარმოქმნილ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომლებიც კონტროლს უწევს პოლიტიკური პარტიებისა და მათი წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსებას, ბრალს სდებენ „ამორჩევითი და უკიდურესად ხისტი მიდგომების გამოყენებაში ოპოზიციის მხარდამჭერთა მოზღვავებული დაკითხვებისას, ასევე ბიძინა ივანიშვილზე, კოალიცია „ქართული ოცნებასა“ და იმ სტრუქტურებზე მრავალმილიონიანი ჯარიმების დაკისრებისას, რომლებიც მიიჩნევა ამ კოალიციასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებად. ამასთან, ადგილობრივმა დემოკრატიულმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს პრო-ოპოზიციურად განწყობილი გლობალ ტვ-სა და მაესტროს სატელიტური თეფშების დაყადაღება ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით ისევე, როგორც კოალიციის 3 წევრისთვის ახლახანს წაყენებული ბრალდებები დაფინანსების მარეგულირებელი კანონების დარღვევაში“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Amnesty International( Amnesty Internationa დაარსა 1961ადვოკატმა პეტერ ბენენსონმა) თავიდან მართლაც შეიქმნა ე.წ. პოლიტპატიმრების უფლებების დასაცავად კერძოდ მათი პირველი საქმე იყო ორი პორტუგალიელი ახალგაზრდის სასამართლო რომელთაც სადღეგრძელოს(თავისუფლება ადღეგრეძელეს) გამო 7წელი მიუსაჯეს....ორგანიზაციის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნით დაკავებული ადამიანთა უფლებების დაცვა და სამართლიანი გასამართლება...მაგრამ 90-იანი წლებისათვის ევროპაში პოლიტპატიმართა რიცხვმა იკლო სამაგიეროდ გაიზარდა Amnesty International-ის წევრთა რიცხვმა და 2,2 მილიონამდე ავიდა 150 ქვეყანაში....სად უნდა მოძებნო ადამიანები რომელთა "უფლებებიც უნდა დაიცვა"? აი მთავარი საკითხი ამ ორგანიზაციისათვის: მაგალითად Amnesty International-ი მოუწოდებს და ამხელს პაკისტანის მთავრობას იმაში რომ იგი არ იცავს ადამიანის უფლებებს იმ რაიონებში რომელსაც პაკისტანის მთავრობა ვერ აკონტროლებს და სამაგიეროს აკონტროლებს ალ ქაიდა. საერთოდ როდესაც ფინანსირების წყაროები შეეცვალათ Amnesty International და Human Rights Watch-ს მათი დაცვის ობიექტები გახდნენ მემარცხენე ლათინოამერიკელი ტერორისტები მაგ. Chusmeros რომლის ცნობილი გამონაგონია ე.წ. კოლუმბიური ჰალსტუხი ოფიციალურად დადასტურებულია რომ Chusmeros-ს წევრებმა ამ კოლუმბიური ჰალსტუხით 457 ტყვედ აყვანილი გლეხი მოკლეს(ეს გლეხები ცხადია ვერ მოხვდნენ Amnesty International და Human Rights Watch-ს უსამართლოდ რეპრესირებულთა სიებში) სამაგიეროდ ვინ Chusmeros-ს განადგურებული ტერორისტები აღმოჩნდნენ Amnesty International და Human Rights Watch-ს რეპრესირებულთა სიებში. ტერორისტული ორგანიზაცია "ტუპაკ ამარუს" წევრები რომლებმაც არაერთი ტერაქტი ჩაიდინეს რა თქმა უნდა ემენისტი ინთერნაშენალის დაჩაგრულთა სიაშია. "პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია" "ჰესბოლა" ერთერთი უმთავერესი დონორები და კლიენტები არიან Amnesty International და Human Rights Watch-ს რადგან შეიხები არაბეთის საამიროდან ულაპარაკოდ ურიცხავენ თანხებს ამ უვერცხლო ადამიანთა უფლებების დამცველებს.....ჩინეთი შორსსა არც არავინ გადაიხდის რომ დაიცვან ადამიანის უფლებები(თუ რამე გვარს მოკრეს ყური მექანიკურად გადაწერენ ჩინეთის შესახებ) რუსეთიც ეგრეა გარდა ამისა პუწინთან ჭიდაობა არაა სახალისო....სპონსორები კი არაბი შეიხები და ლათინოამერიკელი ტერორისტები არიან ქეშით და რა ანგარიშზეც გინდა მოდი და ნუ დაიცავ ესეთი კარგი ადამიანების უფლებებს.....არ გამიკვირდება რომ ახლაც ბიძინას პარტიიდან(მაგ საქმეში ღირსი დედა თინათინი და ლევან ბერძენიშვილი მსხვილი ექსპერტებიარიან) მოხდა წინასწარი გადარიცხვა Amnesty International და Human Rights Watch-ს ანგარიშებზე და შემდეგ აბორიგენი(ადგილობრივი) ჟურნალისტების(მეცხრე არხის დაჩეხილი კადრები და თინას ან უსუფას კომენტარები) და ამ ორგანიზაციებსა აეხილათ თვალები.....საქმე ბანალურადაა გადაიხადე და რაც გინდა დააბრალე ვისაც გინდა....რატომ გონიათ გულუბრყვილო ადამიანებს რომ Amnesty International და Human Rights Watch-ს რომელიც ცხრა მთას იქით იმყოფება და ვინ იცის რა ჯურის ადამიანებისაგან იღებს ფულებს და მწვანეზე წითელს ამბობს ჩვენზე ქართველებზე უკეთ ესმის რა ხდება საქართველოში? ამხელა ფულის ლეგალურობაზე რომელიც ბიძინას აქვს ვინმეს თუ დაუსვამს კითხვა წარმომავლობაზე? თუ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ Amnesty International და Human Rights Watch-ს ანგარიშები ფულის წარმომავლობა რატომაა ეს ორგანიზაციები უმწიკვლო ყოველმხრივ და რატომ იმყოფება ორგანიზაციები როგორც კეისარის ცოლი ეჭვის მიღმა? O sancta simplicitas....როგორც მთაწმინდაზე დარგული ჩვენი სოკოჭამია სიძე კითხულობდა: А судьи кто? http://planeta.ge/topic/67525-защита-прав-людоеда-или-либеральный-фундамент/ Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ამ ჯიგარს, რომ ვუსმინოთ ამერიკის სენატიც რუსების აგენტები არიანო გვეტყვის, არადა, მათი ანგარიშებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ამ კონკრეტულ ანგარიშს.

გარდა მაგისა, ან წყარო მოთხოვეთ ამ ურფინმიშმადიდებელს რომ დადოს ამ ორგანიზაციების მოსყიდვის თაობაზე, თუ ვერ დადებს მაშ წაუშალეთ ეს დაუსაბუთებელი ჭორი და ზოგადად გააჩუმეთ ეს ცილისწამების ნიაღვარი რაც ამ მიშას უგემოვნო გამპრავებლისგან მოდის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრანტიჭამიებს ფოეფოე ლევაკებს დასაქოქი მაიმუნების უფლებების დამცველებს გული დაწყდათ ოდეს მათ წმინდა ძროხას შევეხე..... მე რომ არავის მომხრე არ ვარ ვიცი და არავითარ ჩემზე ეპითეტების მომწებებელთან თავის მართლებას არ ვაპირებ.....თურმე გლეხებს რომ მიუვარდები და უძახი სახლი ქართველებმა და არა რუსებმა დაგვიწვესო ამას რომ არ დაიჯერებ და გაბრაზდები "ზონდერი" ხარ...თუ ავტოგოლიტს გუნდრუკს არ დაუწყებ უკვე "ზონდრი" ხარ .თუ ფული ბევრი გაქვს უკვე ბუდაა მუჰამედი და ლაოძი ხარ ამის არ მიმღები რეჟიმის ლაქიაა..და გადუხადე ვინმეს წინსწრებით როგორც ნეტარი ბიძინა აკეთებს.და დაგმობენ საქართველოს....როგორ მართობენ ეს ბორიას თანამხარჯველები, წყარო საიტზე დევს კიდევ ორჯერ დავდე.....თუ ვინმე დადებს ამ წმინდა ძროხების(Amnesty International და Human Rights Watch)რა თქმა უნდა გუგლში ნაპოვნ მისამართებს არ ვგულისხმობ). შემოსავლის ყველა წყაროს ყველა წყაროს........ყველაფერი უჩემოდაც ნათელი გახდება :chegesto: არადა ამ ხალხმა(ბიძინას თანამხარჯველებს ვგულისხმობ) სიტუაციის სათავისოდ მოყოლაში რომ ნობელი ან ოსკარი იყოს შეიხ ნასრალას, აჰმადინეჯადს მილოშევიჩს ფორას მიცემდნენ და გაასწრებდნენ... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo რას ნიშნავს მარტივად ვწერო? მეტაფორებით წერა რთულად წერაა? 21 საუკუნეა და ესეთი სტილი მაქვს სხვათა შორის საუბარიც ესეთი მაქვს.....21 საუკუნე ინფორმატიკის საუკუნეა, ამიტომ მეოცე საუკუნის ე.ი. მხოლოდ ლოგიკის ან მორალის ენაზე კაცობრიობა აღარ საუბრობს....საიტს პლანეტა ქვია და ვცდილობ ამ პარამეტრის სიმაღლეზე ვწერო. აშკარად ვიცი რომ რაც დავწერე(უფრო სწორედ გამოვიყენე 2ინფორმაცია ი.ლატინინას სტატიიდან რომელიც აქ რუსულად ადრე დავდე) წინააღმდეგობაშია რაც თქვენ თავიდან განათავსეთ თქვენ ობიექტურობას ძალაში ტოვებს. აქ რამდენიმე ადამიანს აშკარად ვეზიზღები ერთი სუბიექტი კი ჩემ ოსტროკიზმს მოითხოვს(ეს ძალიან მართობს)....პირადად ვცდილობ არავის შევეხო მაგრამ ბიძინას შესახებ განსხვავებული აზრი ზოგიერთის მიერ პირად შეურაცხყოფად აღიქმება....თქვენი ობიექტურობა მომსყიდველია, პატივისცემით ურფინჯუს.-ი. p.s ამგვარი სტილისა და ხასიათის გამო ჩემისთანებისათვის საჯარო სამსახური აპრიორი გამორიცხულია რაც ყოველთვის მეამაყებოდა.....სახელმწიფოსთან არავითარი შეხება არასოდეს არ მქონია გადასახდების გარდა. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo გავიგე თქვენი და გავითვალისწინებ მომავალში სიტყვას გაძლევთ.....უბრალოდ ამ Amnesty International და Human Rights Watch-ზე ძალიან მართობს საუბარი და თავი ვერ შევიკავე..... ძალიან მახალისებს გაეროც და სხვადასხვა მოლაყბე უსაქმურების თავყრილობები სადაც უუნარო მოკეკელო არსებები კაკანებენ ხოლმე....ნეტარი თინა ხიდაშელის ევროპულმა ვატერლოოუმ ერთობ მახარხარა....როდესაც ვერაფერი მოიფიქრა და საქართველოს ძველი მეგობარი მისი აღმატებულება ვიტაუტას ლანძბერგისი "არაადექვატურად" მონათლა. თქვენ შენიშვნას გავითვალისწინებ. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Amnesty International და Human Rights Watch-ის კრიტიკა ლატინინას სიტყვებზე დაყრდნობით არის არასწორი.

ლატინინას რასაც შეუკვეთავენ იმას იტყვის. ასე მაგალითად ეს ქალი ამტკიცებს, რომ პუტინი არის ჩეჩნეთში მშვიდობის გარანტი და ის რომ არა ომი დაიწყებოდა.

 

ამერიკის სენატი ზუსტად იგივე ანგარიშებს აქვეყნებს საქართველოზე რასაც ეს 2 ავტორიტეტული სააგენტო და გონებაგახსნილი ადამიანი წესით უნდა შეშფოთდეს, როდესაც მის ქვეყანაში მთავრობა ზღუდავს თავისუფლებებს, განურჩევლად ვინ არის მთავრობაში და ან ოპოზიციაში.

ჯანსაღი რეაქცია სწორედ ეს იქნებოდა.

გარდა მაგისა, ვფიქრობ რომ Amnesty International და Human Rights Watch-ის ან მათი ლატინინას კრიტიკა სულ არ არის საჭირო, რომ ადამიანმა დაინახო, რომ არსებული რეჟიმი რეალურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებებს.

როდესაც ადამიანი ხსენებულ შეზღუდვებზე ვერ ან არ აკეთებს სწორ რეაგირებას და ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას თავისი თავისუფლებები, იგი ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს, მებადება კანონიერი კითხვა: არის კი ეს ადამიანი გოებრივად ჯანსაღი, თუ იგი პირადად არის დაინტერესებული და მონაწილე ხსენებული დარღვევების?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...