Jump to content
Planeta.Ge

როუფ ჯამფინგის დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა


Recommended Posts

http://1tv.ge/news-view/40156

"იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები და ვინ არის პასუხისმგებელი უბედურ შემთხვევაზე, რომელიც თბილისში მაღლივ კორპუსთან მოხდა - ხიდიდან ხტომის დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა.

 

გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს სპორტის ექსტრემალური სახეობის, "როუფ ჯამფინგის" ინსტრუქტორები. მათ შორისაა "როუფ ჯამფინგების" ორგანიზატორი კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი გუჯაბიძეც.

 

დღეს დილიდან უკვე გაიხსნა მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდის ტერიტორია.

 

უბედური შემთხვევა, წინასწარი ინფორმაციით, თოკის გაწყვეტამ გამოიწვია. 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი ხიდიდან ერთად გადახტნენ, რასაც ბაგირმა ვერ გაუძლო.

 

ეგრეთწოდებული "ჯამფინგი" დედაქალაქში საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სპორტია. ხიდის სიმაღლე 50 მეტრია, საფრენი მანძილი კი 35 მეტრი. "ჯამპერს" სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება. გადმოხტომა სპეციალური ღირებულების გადახდის შემდეგ შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან, ჯანმრთელ ადამიანს.

 

უბედური შემთხვევის მიზეზებს პოლიცია სწავლობს."

 

 

 

:( გადახტომას ვაპირებდი მანდ და ეხლა ვფიქრობ მე რომ ვყოფილიყავი ახალ ამბებში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის არასაინტერესო გართობაა... სპორტზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია.

 

სიმაღლის კაიფი თუ გინდა შე კაი ადამიანო პარაშუტით გადმოხტი.... გაშლილით, პარაპლანი თუ რაღაც რომ ჰქვია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...