Jump to content
Planeta.Ge

ჩვენ ზონდერები საქართველოსი ანუ ვაიშას თანამხარჯველთა შემოტევა საქართველოზე….


Recommended Posts

როდესაც თვალს ადევნებ ნეტარი ვაიშა ბიძინას თანამხარჯველთა ექსკურსიებს საქართველოში და ამ ექსკურსიების დროს მომხდარ ექსცესებს, შემდეგ კომენტარებს ამ ექსცესებზე რჩება შთაბეჭდილება რომ ბიძინას თანამხარჯველები მიზანმიმართულად თავს ესხმიან და აღიზიანებენ იმ ადამიანებს ვინც ჯეროვანი სიხარულით, ქვეშევრდომული აღტყინებითა და “რეჟიმის გინებით არ ხვდება მათ ამალას…..არა და რა ძნელია განსაკუთრებით ქართლის მოსახლეობისათვის იმ ადამიანების საზეიმო ენთუზიაზმით დახვედრა რომლებიც მათი სახლებიდან გამომდევნელ სახელმწიფოს “საქართველოს აგრესიის” მსხვერპლად მიიჩნევს. მოკლედ რუსები შემოიჭრნენ აგვისტოში არა საქართველოს დასაპყრობად არამედ ხაბიზგინების რეცეპტის ჩასაწერადო ეუბნებიან ქართველ გლეხებს ბიძინას თანამხარჯველები: და რომ არა “არაადექვატური საქართველოს ხელისუფლების” თავდაცვითი ცეცხლი რუსული ტანკები ქართლელი გლეხების მიწის დამუშავებას აპირებდნენო, საერთოდ თქვენ რომ ლტოლვილები ხართ ეს რუსეთის ხელისუფლების ბრალი სულაც არაა ეს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწვა თქვენი სახლებიო”….როდესაც გლეხებმა ამაზე ეჭვი გამოთქვეს: “ეს როგორ კაცო 20წელია რაც რუსები სისხლს გვიშრობენ ოსებს აქეზებენ და საერთოდ ამ კუთხეში ოცი წელია ომი მიდისო" - აქ კი იფეთქეს ბიძინას თანამხარჯველებმა: "თქვენ ზონდერები ყოფილხართო" და ამას გვიმალავდითო და დაუწყეს “ზონდერად” ქცეულ გლეხებს ცემატყეპა და გინება….ქართლელი გლეხი დინჯია ცოტა ითმინეს ეს დამცირება და ბოლოს “მცირედი ქვებიც გამოიღეს ყბედთა ზედა"(როგორც წერია ქართლის ცხოვრებაში). მეორე დღეს გიორგი ყარყარაშვილმა(არ ვიცი ბიძინას თანამხარჯველთა ლეგიონში ცენტურიონია თუ ლეგიონერი) ეს გლეხები ამხილა: “მაგ გლეხებს ვიცნობ, ეგენი ვაშლით მოვაჭრენი არიანო”(ყოჩაღ გიორგი არ უნდა დამალო ეგეთი ამბები დეე იცოდნენ რომ ქართულ სოფლებში ისეთი საშინელი გლეხები ცხოვრობენ რომლებიც(ღმერთო ჩემო!) ვაშლის გაყიდვასაც კი არ ერიდებიან) -შესაბამისად სოციალური საფეხურის უდაბლეს კიბეზე დგანან და როგორც ნეტარი კბილაშვილი(ოქროპირი) ამბობდა ღარიბებს პოლიტიკაში არ ესაქმებათო, მაშასადამე დაამთავრა ყარყარაშვილმა ამ “ვაშლის მოვაჭრეთა” აზრი უმნიშვნელოა და არაა საინტერესოო…..დალოცვილო თუ მაგ ხალხის აზრი არ გაინტერესებდათ რას მიუვარდით ეს ბიძინას თანამხარჯველები რუსული არაკებით და რას გაახელეთ ეს გლეხები? ქართლში ვაშლით ვაჭრობა თურმე სასირცხვილო საქმიანობა ყოფილა? საინტერესოა თქვენმა ბორია-ბიძინამ რუსეთში ვაჭრობით იშოვა ფული თუ ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგია-მედიცინაში აღმოჩენებითა და ფიზიკური შრომით? ვეჭვობ მაგასაც ვაჭრობით ექნება ნაშოვნი ფული….გამოდის რომ თუ კაცს ვაშლი მოყავს, ყიდის, ამასთან შენ არ გეთანხმება საკითხში ვინ გადაუწვა სახლი-ეს კაცი იდიოტია და მისი აზრი უმნიშვნელო ხოლო თუ რუსეთში კომპების გადაყიდვით იყო დაკავებული ეს კაცი გენიოსია და აზრთა გიგანტია-ვერაფერს იტყვი……გლეხებს აინტერესებთ: ნაწილი ბიძინას თანამხარჯველებისა კახაბერ კალაძის მეთაურობით მათ ზონდერებს ეძახის(რათა ზონდერ-დევთაგან მოკურცხვლის ისტორიამ ჰეროიზაციის ფერები შეიძინოს) ხოლო მეორე ნაწილი ვაშლით მოვაჭრეებს….გლეხები დაიბნენ ბოლოსდაბოლოს ზონდერები ვართ თუ ვაშლით მოვაჭრეებიო კითხულობს ხალხი. ტავარიშჩ ბორია-ბიძინა შემოვდივარ წინადადებით საერთოდ ვინც თქვენ იდეებს არ იზიარებს დავარქვათ ვაშლით მოვაჭრე ზონდერები(ჩამოვკიდოთ კისერზე შესაბამისი ეჟვანი) და დავასრულოთ დებატები. მკითხველო სარკეში ჩაიხედე და კითხე საკუთარ თავს, ეთანხმები თუ არა ბიძინას იდეებს(უფრო სწორედ : მარკოვ-უსუფაშვილ-დუგინ-ალასანია-ნაროჩნინსკაია-ხიდაშელის ტრაქტატს}? თუ არ ეთანხმები ე.ი ვაშლით მოვაჭრე ზონდერი ხარ!!! არ შეიძლება რომ არ იყო ვაჭარი-ზონდერი. ესეთია დღეს რეალობა ბიძინას თანამხარჯველთა გადასახედიდან...... მახსენდება ერთი ბასკური წარმოშობის იეზუიტის საყვარელი ანდაზა "Qui non est nobiscum, adversus nos est"..... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturnhttp://s44.radikal.ru/i103/1207/5f/4267be7b3bcd.gif

 

დაახლებით მსგავსი შეხვედრები აქვს კლიენტების ჰეგემონ ბორიას ქართლში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფორუმის კონსერვატორული ოცნება

 

http://www.youtube.com/watch?v=5sEI1FwAg_k&feature=plcp

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

რამდენი დრო დახარჯე ეხლა ამ ფოტოების კეთებაში?მიშამ რო გაზაფხული მოიტყვანა მაგაზე რატო არაფერს ამბობ?თუ ამბობ ყველაზე თქვი მაგენი რა უცოდველი კრავები არიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...