Jump to content
Planeta.Ge

უცნაური ბლოგი: ევოლუცია


Recommended Posts

სულ ცოტა ხნის წინ საიტზე დავდე პოსტი სათაურით: “პირველი ადამიანი დედამიწაზე”.პოსტმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. კომენტარებში წავიდა გარჩევები ღმერთისარსებობასთან დაკავშირებითაც კი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ისევე როგორც სხვა ცოცხალიორგანიზმები თანდათან შევიცვალეთ. ამ ეტაპობრივ ცვლილებას კი ევოლუცია ეწოდება.მისი წამმართველი ძალა ბუნებრივი სელექცია, ანუ გადარჩევაა. გარემოსთანკარგად შეგუებული ორგანიზმები, ბუნებრივი სელექციის წყალობით, გადარჩენასადა გამრავლებას ახერხებენ.რაც შეეხება დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენას, ეს უფრო რთული საკითხიავიდრე მისი შემდგომი განვითარება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწათავიდან იმდენად მხურვალე იყო, რომ სიცოცხლე ოკეანეებსა და მათ ფსკერზეუნდა გაჩენილიყო. მარტივმა მოლეკულებმა დროთა განმავლობაში საკუთარიასლის შექმნა დაიწყეს და ჯერ უჯრედები, ხოლო შემდეგ რთული ორგანიზმებიშექმნეს.ინგლისელმა მეცნიერმა, ჩარლზ დარვინმა ასობით ცხოველის, მცენარისადა ნამარხის შესწავლის შემდეგ ევოლუციის თეორიას ჩაუყარა საფუძველი.დარვინი მიხვდა, რომ უამრავი სახეობა ერთმანეთს ენათესავება და საერთოწინაპარი ჰყავს. მან ასევე შენიშნა, რომ ცხოველებისა და მცენარეებისუმეტესობის შთამომავლობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი გადარჩება ხოლმედა  ზრდასრულობასაც სწორედ ისინი აღწევენ. მაშასადამე, ბუნება გარემოსთანკარგად შეგუებულ ორგანიზმებს “ირჩევს” და მათ საჭირო თვისებებისმომავალი თაობებისთვის გადაცემის საშუალებას აძლევს.ნამარხები გვატყობინებს, რომ დედამიწის არსებობის მანძილზე ცხოვრება შეიცვალა.ქანის თითოეულ ფენაში დაცული სახეობა მის ქვემოთ ან ზემოთ მოქცეულ ქანშიდაცული სახეობისაგან განსხვავდება. მეცნიერები ნამარხებს იკვლევენ,გენეალოგიურ შტოზე ათავსებენ და ევოლუციის მიმდინარეობას ასეადევნებენ თვალყურს. საერთოდ ორგანიზმები შემდეგ თაობას მემკვიდრეობითინფორმაციას დნმ-ის საშუალებით გადასცემენ.დნმ გენებად წოდებულ მონაკვეთებად იყოფა. თითოეულ გენში გარკვული თვისების კოდი ინახება. დნმ-ის მოლეკულები ორგანიზმის ყველა უჯრედში მჭიდროდაა ჩაწყობილი ქრომოსომების სახით.

 

View ucnauri.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...