Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლება და სამართალი. მინდია უგრეხელიძე პირდაპირ ეთერში პარასკევს


Recommended Posts

http://sana.ge/admin/upload/4222.jpg

 

პარასკევს 29 ივნისს, 17:00 საათზე პლანეტე.გეზე ონლაინ კონფერენციას გამართავს ცნობილი იურისტი მინდია უგრეხელიძე

 

დაუსვით კითხვები, თემა ყადაღები, დაჯარიმებები და ხელისუფლების "სამართლებრივი" დევნა ქართული ოცნების მიმართ

 

პ.ს. ცნობისთვი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს 1999წ.;ეს ისე ცნობისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმშია, აინტერესებს:

 

1. რის საფუძველზე დააჯარიმეს ბიძინა ივანიშვილი პირველად 150 მილიონი ლარით? საიდან ამხელა თანხა?

 

2. თუ ეს ჯარიმა (რომელიც 75 მილიონზე ჩამოიყვანეს) "სამართლებრივი ჩარჩოთი" შეფუთეს, აქვს თუ არა მისი გადახდის ვალდებულება "ქართულ ოცნებას"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით, ბატონო მინდია

 

1.ამ ბოლო დროს ქართულ სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიღეული გადაწყვეტილებები თუ არის გასაჩივრებული ევროსასამართლოში?

2.თუ არის, როდისთვის იქნება შესაძლებელი მათი განხილვის დაწყება ( მახსოვს როგორ გაასაჩივრეს რუსმა ოპოზიციონერებმა ნავალნის და ნემცოვის ადმინისტრაციული წესით დასჯა და სასამართლო ძალიან შემჭირდოვებულ ვადებში ჩატარდა)?

3. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ კოალიციური პარტიების ყადაღის დადებისგან?

4. შესაძლებელია თუ არა კოალიცია საერთოდ მოიხსნას არჩევნებიდან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაოტონო მინდია.

ძალიან მაინტერესებს რამდენად გაწუხებთ მორალური პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ძალიან დიდი როლი მიგიძღვით იმ საშინელებაში რაც დღთეს საქართველოში ხდება?

დავიჭყოთ იქიდან რომ წინა ხელისუფლების პირობებში თქვენ არ გეყოთ პრინციპულობა.

ამ ხელისუფლების პირობებშიც იგივე პრობლემაა.

ხომ არ თVლით რომ სჯობს საერთოდ გაეცალოთ აქტიურ როლს და დასჯერდეთ მხოლოდ პედაგოგობას?

თვლით თუ არა რომ ყველა ადამიანი თავისი საქციელების და სისუსტეების გამო პასუხს უნდა აგებდეს, თუნდაც მორალურს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მედიაში გამოქვეყნებული ცნობებით თითქოს მკაცრდება სარჩელის შეტანის პირობები.

გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია და როგორ აისახება ეს ე.წ "ქართულ საქმეებზე "?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმშია", :ravic: (თუ არ ჩავთვლით: სამ სატელევიზიო არხს, რადიოს, უამრავ გაზეთებს, ინტერნეტ საიტებს, მთელ პლანეტის მასშტაბით შეკვეთილ სტატიებს რომელებიც უშუალოდ ბიძინას ჰეროიზაციას და მისგან ტანჯულის ძერწვას ემსახურება) "აინტერესებს" : ინტერესი კი იმაშია რომ როგორმე ყოველი ინფორმაცია ამინდის პროგნოზით დაწყებული და სპორტით დამთავრებული იყოს მამხილებელი "რეჟიმის სისხლიანი საქმიანობისა" და ჭეშმარიტების ერთადერთი ინსტანციის ბიძინას პოზიციის უკრიტიკო მატარებელი.....შესაძლებელა თუ არა ეს? და თუ არა! მაშინ რატომაა სამყარო ასეთი უსამართლო? ბატონო მინდია პროკლომაციების დარიგება ხომ არ დავიწყოთ და რადიოხულიგნობა? ვინაიდან მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი საინფორმაციო წყაროების თავდაუზოგავი(ხოლო ბიძინას მხრიდან ფულდაუზოგავი) კომპანიისა, "მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმშია"..... :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ საკმაო ხანს მუშაობდით სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ გაიხსენებთ საქართველოდან სტრასბურგში გასაჩივრებულ ყველაზე რეზონანასულ საქმეს;

 

 

ბატონო მინდია! 10-ბალიანი სისტემით, რამდენი ქულით შეაფასებდით საქართველოს დღევანდელ სასამართლოს;

 

რამდენად ეფექტურად თვლით საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს;

Edited by natia_arabuli
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგომის გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

როგორ ფიქრობთ, რა ქმედებებსაც დღეს ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჯდება თუ არა სამართლებრივ ჩარჩოებში?

 

ბატონო მინდია! ქართულ სასამართლო სისტემაში ახალი ინსტიტუტი_ სასამართლო მედიაცია შემოდის. იქნებ მარტივად აგვიხსნათ რას ნიშნავს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზაქარია ქინქლაძის მეუღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

 

„მაია წულუკიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 26 ივნისს აღიძრა. მას თაღლითობაში ადანასაულებენ, თითქოს პედაგოგებს პრეზიდენტის საჩუქარი „ორანჯ ბარათი“ თაღლითურად გამოსძალა და მიისაკუთრა. თუ მიისაკუთრა ერთი წლის განმავლობაში როგორ იხდიდა პროცენტულ დარიცხვებს? საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს სხვისი ქონების მისაკუთრებას მოტყუების გზით. სამოქალაქო საქმეა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმედ დააკვალიფიცირეს. მაია წულუკიძე გუშინ უკვე დაკითხეს,“ – აღნიშნა ქეთი ზაქარიაშვილმა.

 

როგორ აპირებთ ამ ტერორთან გამკლავებას?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბ.-ნო მინდია, ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ორგანომ არაერთი კანონი მიიღო, რომელიც რბილად რომ ვთქვათ ეჭვებს იწვევს..

რატომღაც ოპოზიციური სპექტრისგან გამოხმაურება ნაკლებად ისმის, რატომ?

რამდენიმე შეგიძლიათ აქ იხილოთ - http://forum.ge/?showtopic=34402689&hl=

 

წინასწარ გმადლობთ :yes:

 

re_vera

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგომის გადაწყვეტილება მიგაღებინათ;

 

როგორ ფიქრობთ, რა ქმედებებსაც დღეს ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჯდება თუ არა სამართლებრივ ჩარჩოებში?

 

 

ბატონო მინდია! ქართულ სასამართლო სისტემაში ახალი ინსტიტუტი_ სასამართლო მედიაცია შემოდის. იქნებ მარტივად აგვიხსნათ რას ნიშნავს?!

 

 

ბატონო მინდია! რომელია თქვენი საყვარელი წიგნი და ლიტერატურული პერსონაჟი;

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო მინდია! 10-ბალიანი სისტემით, რამდენი ქულით შეაფასებდით საქართველოს დღევანდელ სასამართლოს;

 

რამდენად ეფექტურად თვლით საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს;

 

თქვენ საკმაო ხანს მუშაობდით სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ გაიხსენებთ საქართველოდან სტრასბურგში გასაჩივრებულ ყველაზე რეზონანასულ საქმეს;

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...