Jump to content
Planeta.Ge

ლაშა ამირეჯიბი: ,,ლევან ბერძენიშვილს ვაკეში აუცილებლად მოვუგებ!


Recommended Posts

“_ინტერვიუ სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბთან. ამირეჯიბი ვაკის მაჟორიტარობას აპირებს და დარწმუნებულია, რომ ლევან ბერძენიშვილს მოუგებს და კონკურენციას გიორგი კარბელაშვილსაც გაუწევს. ვისი ფრონტიდან აპირებს კენჭისყრას ამირეჯიბი უცნობია, მას სჯერა, რომ ძირძველ ვაკელს მხარს დაუჭერენ, რაც შეეხება საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო ფულს, ამირეჯიბი დარწმუნებულია, რომ მოძიება არ გაუჭირდება, ყავს მეგობრები, მაგრამ ხმამაღლა ამბობს, რომ ,,ბიძინას ფულს არ გამოართმევს“. ამირეჯიბი თვლის, რომ ივანიშვილის კოალიციას ერთადერთი გამოსავალი აქვს_ ,,რესპუბლიკელების“ რეიტინგი აბსოლუტური ნულია, თბილისშიცა და საქართველოშიც. მათი გამარჯვების გზა მხოლოდ ისაა, ბიძინამ, როგორც ,,პარაოზმა“ ჩაიბას და გაათრიოს უფუნქციო ვაგონებივით. ,,რესპუბლიკელები“ იმდენად უავტორიტეტოები არიან და ისე მოაბეზრეს ყველას თავი, შეიძლება მათ გაყვანას ბიძინას რეიტინგიც არ ეყოს. ვინ შეუშალა ხელი ივანიშვილისა და ბურჯანაძის გაერთიანებას? ,,რესპუბლიკელებმა“, რადგან იყო საშიშროება, ნინო ბურჯანაძეს ივანიშვილი გადაეფარა, მაგრამ 27 მაისს, მას მერე, რაც ბიძინა შედგა როგორც პოლიტიკოსი, ეს საშიშროება აღარ არის! ერთსაც გეტყვით, ლევან გაჩეჩილაძე რომ ამბობდა, 28 აპრილს გასეირნება გავაკეთოთო, ისევ ,,რესპუბლიკელებმა“ გააცემინეს ,,კამანდა“, თუ ლევანი დაიძვრება, მთელ ხალხს წაიყვანსო. ძმებ გაჩეჩილაძეებს მასებით მანიპულირება მართლაც შეუძლიათ. ისინი ქუჩაში უპირობო ლიდერები არიან და ამითაც გადაიფარებოდა კოალიცია_ამდენად ხალხს, ვინც მართლა გულანთებულია და ძალიან უნდა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის გადარჩენაში, ,,რესპუბლიკელები“ ბლოკავენ! ,,მე ვაცხადებ_აუცილებლად შევხდები ბიძინას და ვეტყვი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც ახლა საჯაროდ პირველად ვაცხადებ_ გადავწყვიტე, ვაკის რაიონში დავაყენო ჩემი კანდიდატურა და პირდაპირ ვამბობ, აუცილებლად გავიმარჯვებ!“. ლაშა ამირეჯიბი აპირებს კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. მისი გადაწყვეტილება კრებასთან შეთანხმებული არ არის.

 

,ვერსია’’

№069(676)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

“_ინტერვიუ სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბთან. ამირეჯიბი ვაკის მაჟორიტარობას აპირებს და დარწმუნებულია, რომ ლევან ბერძენიშვილს მოუგებს და კონკურენციას გიორგი კარბელაშვილსაც გაუწევს.

 

რო გაჩუმდეს ვერა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა, ვერ მოუგებს? :)

 

რო გაჩუმდეს ვერა?!

რატომ უნდა გაჩუმდეს? მაგას რა, აწყენდა მილიონები? გადაუხადოს ივანიშვილმა იმის ნახევარი მაინც, რასაც ბერძენიშვილი მიიღებს, და გაჩუმდება.

მაგის ადგილას მეც მასე გავახურებდი :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია ეს თემა აქაც რომაა:

არ შემჭამეს კაცო ფბ-ზე:)))))))))))))))))))))))))

ვიმეორებ ჭაბუას კი არა ქრისტეღმერთის შვილი რომ იყოს---------პოლიტიკაში ვინ ჩემი ფეხებია რომ ესეთ განცხადებებს აკეთებს?

იმის გამო რომ ვიღაცის შვილია, იმის გამო რომ ვაკელია, და თურმე ძმაკაცები ყავს -ამიტომ მოდის?

მომივარდა ვიღაც -ძმაკაცი ვარო. იყავი კაცო. მასე გიგიწერეთლის ჩერეზ ძმაკაცი გამოვდივარ და მაგარი მოქეიფეა, დედას რომ აგინებენ რა-დავსდიო ხალხს მაგასთან პური მიჭამია რეებსაა რომ უბედავთთქო?

ახალგაზრდა კაცების გამკვირვებია . კიდო საბჭოთა ნომეკლატურშიკობა კლანურობისკენ იშვერეთ თითებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დარწმუნებულია, რომ ლევან ბერძენიშვილს მოუგებს

 

აბა შალვას მოუგოს, თუ ეგეთი მაგარია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რესპებს რომ ხმას მიცემდეს ეგეთი ადამიანი არ შემხვედრია.... პატრიოტების ამომრჩევლებსაც ვიცნობ, რუსეთუმეებსაც, ერთ ცოცხალ ლეიბორისტების ამომრჩეველსაც კი ვიცნობ მაგრამ ხიდაშელის, უსუფას ან ბერძენიშვილების "გენიით" მოხიბლული ჯერ არავინ მინახავს...სხვათა შორის რესპები თანაბრად ეზიზღებებათ როგორც პროდასავლელებს(ვინც გამიგია) ისე რუსეთუმეებსაც( ეს შორიდან გამიგია) .... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან ბერძენიშვილს მეც მოვუგებ )

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მკვდარი პოლიტიკოსია ლევანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რესპები გაიმარჯვებენ და ივანიშვილიც გახდება პრეზიდენტი, ასე დასრულდება ეს კატა თაგვობანა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ არ არის პრობლემა მაგას მოევლება.

მართლა მაინტერესებს როგორ აპირებს მოქალაქეობის აღებას?? თავისი პარლამენტი რო ეყოლება მერე მიიღებს რამე საკანონმდებლო ცვლილებას?? თუ სტრასბურგის სასამართლოს იმედი აქვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...