Nukriko Posted June 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2012 1. ყურადღების გადატანასაზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტი მდგომარეობს პოლიტიკურ-ეკონომიკური მმართველი წრეების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან და პრობლემებიდან ადამიანთა ყურადღების გადატანაში ნაკლებად მნიშვნელოვან შეტყობინებებზე, რომლითაც საინფორმაციო სივრცე გამუდმებულად არის გადატვირთული. ყურადღების გადატანის ხრიკი საკმაოდ არსებითია იმისთვის, რათა მოქალაქეებს არ მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეორობიოლოგიისა და კიბერნეტიკის სფეროში. “მოქალაქეთა ყურადღება გამუდმებით უნდა გადავიტანოთ ნამდვილი სოციალური პრობლემებიდან ისეთ თემებზე, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნიათ. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოქალაქეები მუდმივად რაღაცით იყონ დასაქმებულნი და არ რჩებოდეთ დრო განსჯისთვის; უნდა შეგვეძლოს მათი გადატანა “მინდვრიდან – ვაგონში”” (ციტატა წიგნიდან “ჩუმი იარაღი მშვიდი ომებისთვის”).2. პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის მეთოდების შეთავაზებამოცემული მეთოდი სხვაგვარად ასეც იწოდება: “პრობლემა-რეაქცია-გადაწყვეტილება”. ამ ხერხის მიხედვით, ჯერ ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, ანუ ერთგვარ სიტუაციას, რათა მოსახლეობაში გამოიწვიონ განსაზღვრული რეაქცია იმისთვის, რათა თვითონ მოითხოვოს ზომების მიღება, რომელიც მმართველი წრეებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, დაუშვებენ ძალადობის ესკალაციას ქალაქებში ან მოაწყობენ სისხლიან ტერაქტს იმისთვის, რათა მოქალაქეებმა მოითხოვონ კანონი უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც ფაქტობრივად შეზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას. ან კიდევ: გამოიწვევენ ეკონომიკურ კრიზისს, რათა ნებაყოფლობით მიაღებინონ ხალხს იდეა, თითქოსდა “კრიზისიდან” გამოსასვლელად საჭიროა სოციალური უფლებების დარღვევა და ქალაქის სამსახურთა მუშაობის შეზღუდვა.3. მუდმივი გამოყენების მეთოდირაიმე არაპოპულარული ღონისძიების მიღება რომ უზრუნველჰყონ, მას თანდათანობით, დღითი დღე, წლიდან წლამდე ნერგავენ. სწორედ ამგვარად მოახვიეს თავს მოსახლეობას პრინციპულად ახალი სოციალ-ეკონომიკური პირობები (ნეოლიბერალიზმი) გასული წლის 80-იან და 90-იან წლებში. სახელმწიფოს ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანა, პრივატიზაცია, მერყევობა, არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასი, რომელიც უკვე ვეღარ უზრუნველყოფს ცხოვრებისეულ პირობებს. ყოველივე ამის ერთდროულად დაშვება რევოლუციას გამოიწვევს. ამიტომაც ეს ყოველივე თანდათანობით, ნელ-ნელა ინერგება.4. აღსრულების გადავადებაარაპოპულარული გადაწყვეტილების მომდევნო მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას მას წარუდგენენ, როგორც “მტკივნეულად აუცილებელი” ღონისძიებას, რათა მოცემულ მომენტში მიაღწიონ მოქალაქეთა თანხმობას მის განხორციელებაზე მომავალში. ბევრად ადვილია მსხვერპლის გაღებას დაეთანხმო მომავლისთვის, ვიდრე მიმდინარე მომენტისთვის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს უეცრად არ მოხდება. მეორეც, იმიტომ, რომ ხალხის მასა ყოველთვის ელოლიავება თავის გულუბრყვილო იმედებს იმაზე, რომ “ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება” და, რომ მსხვერპლი, რომელსაც ახლა მისგან ითხოვენ, მომავალში საჭირო აღარ იქნება. ამგვარი პოლიტიკა მოქალაქეებს ნელ-ნელა აჩვევს მოსალოდნელ ცვლილებებს და როდესაც ამისი დრო მოვა მათი მიღების პრობლემა არ ქმნება, ადამიანები უკვე მორჩილად ღებულობენ ამ პირობებს.5. მიმართე ხალხს, როგორც პატარა ბავშვსპროპაგანდისტულ გამოსვლათა უმეტესობა, რომელიც ფართო პუბლიკაზეა გათვლილი, ისეთ არგუმენტებს, პერსონაჟებს, სიტყვებსა და ინტონაციას იყენებს, თითქოსდა ელაპარაკებოდეს სკოლამდელი ასაკის, ჯერ კიდევ გონებრუვად უმწიფარ პატარებს. რაც უფრო ცდილობს ვინმე მსმენელის შეცდომაში შეყვანას, მით უფრო მეტად იყენებს ის ინფანტილურ მეტყველებით კონსტრუქციებს. რატომ? “თუ ვინმე მიმართავს ადამიანს, თითქოსდა ის 12 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის ბავშვი იყოს, შთაგონების ძალით (ცხადია ვარაუდის გასაზღვრული პროცენტით), ამ ადამიანის პასუხში კრიტიკული შეფასება უფრო ნაკლები იქნება, რაც 12 და უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი.6. უფრო მეტი აქცენტირება ემოციაზე, ვიდრე განსჯაზეემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური ხრიკი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რათა დაიბლოკოს ადამიანთა რაციონალური ანალიზის უნარი, შედეგად კი საერთოდ, მიმდინარე მოვლენის კრიტიკული გააზრების შესაძლებლობა. მეორეს მხრივ, ემოციური ფაქტორის გამოყენება გზას კვალავს ქვეცნობიერისკენ, რათა ჩანერგოს იქ აზრები, სურვილები, შიშები, იძულებანი და ქცევის გარკვეული მოდელები…7. მდაბიო განათლების კულტივირებით, ადამიანების უმეცრებაში დამკვიდრებაეს არის მეთოდი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს ადამიანთა უუნარობას გაიგონ ის ხერხები და მეთოდები, რომელთაც მათი მართვისთვის იყენებენ და რომელთა მეშვეობითაც საკუთარ ნებას უმორჩილებენ. “განათლების ხარისხი, რომელსაც უდაბლეს საზოგადოებრივ კლასებს სთავაზობენ, რაც შეიძლება უფერული, ღატაკი და საშუალო უნდა იყოს რათა, უმეცრება, რომელიც საზოგადოების დაბალ კლასებს მაღალი კლასებისგან განაცალკევებს, დარჩეს იმ დონეზე, რომელსაც დაბალი კლასები ვერ დასძლევენ.8. მოქალაქეთა წაქეზება გაუნათლებლობისკენმოქალაქეებს უნერგავენ აზრს იმის შესახებ, რომ ძალზედ მოდურია იყო ჩლუნგი, ურცხვი, უზრდელი და უხამსი,…9. საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერებაამ მეთოდით ადამიანებს აიძულებენ დაიჯერონ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე საკუთარ უბედურებებში, რომელიც მისი გონებრივი შესაძლებლობების უკმარისობის ან არაჯეროვანი ძალისხმევის გამო ხდება. შედეგად, იმის ნაცვლად, რათა წინ აღუდგეს ეკონომიკურ სისტემას, ადამიანი იწყებს თვითდამცირებას და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რაც იწვევს დამთრგუნველ მდგომარეობას, მათ შორის კი, უმოქმედობას. ხოლო იქ სადაც უმოქმედობაა, რაიმე რევოლუციაზე და წინააღმდეგობაზე შეუძლებელია ლაპარაკი!10. ადამიანებზე იმაზე მეტი ცოდნის მოპოვება, რაც მათ საკუთარ თავზე უწყიანბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერების წარმატებებმა მეტად გაზარდეს ნაპრალი უბრალო ადამიანების ცოდნასა და იმ ცნობებს შორის, რომელსაც ფლობენ გაბატონებული კლასები. ბიოლოგიის, ნეირობიოლოგიის და გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით “სისტემამ” ადამიანის შესახებ მოპოვა უდიდესი ცოდნა, როგორც ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის სფეროში. ამდენად, სისტემამ უფრო მეტი იცის ადამიანზე, ვიდრე თვით ადამიანმა საკუთარ თვზე. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სისტემა უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს და უფრო მეტად შეუძლია ადამიანთა მართვა, ვიდრე თვით ადამიანებს. http://a-library.info/?p=310 როგორ წააგავს საქართველოს სიტუაციასაც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted June 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2012 როგორ წააგავს საქართველოს სიტუაციასაც ნამდვილად წააგავს. მიშა ხშირად ახსენებს სიტყვებს: საქართველო, სამშობლო, პატრიოტიზმი, დასავლური ღირებულებები, საქართველოს ერთიანობა, მოდერნიზაცია, შენება, რუსეთის აგენტები, მოღალატეები, რუსეთი, ნატოში გაწევრიანება. აი ეს სიტყვებია, რომელიც პავლოვის ძაღლივით ნერწყვებს ადენს მოსახლეობის მონახირო ნაწილს. თუ გინდა დედა უტირე ქვეყანას, მთავარია ეს ჯადოსნური სიტყვები იმეორე ხშირ-ხშირად. ყურადღების გადატანა კონსტიტუციას რომ ცვლის იმ დროს გეი პარადს ნიშნავენ ან რამე ჩხავანა ამბავს ახმოვანებენ, ხოდა მთელი ერი "საჯდომს იცავს" და კონსტიტუციას კი აბახებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 18, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2012 ტაშიი კონსტიტუციას რომ ცვლის იმ დროს გეი პარადს ნიშნავენ ან რამე ჩხავანა ამბავს ახმოვანებენ, ხოდა მთელი ერი "საჯდომს იცავს" და კონსტიტუციას კი აბახებენ როცა წინა პლანზე გეი-ლესბოსელების პარადები, მმკ და რელიგიური თემატიკა ან სხვა ამისთანა არასერიოზული რამე ხდება, სადაც საზოგადოების ყურადღებაა გამახვილებული, მაშინ მუმდამ სხვა რამე უფრო სერიოზული ხდება და ხალხი სისულელეებს ანიჭებს ყურადღებას და არა მთავარ რამეს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.