one Posted August 13, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2008 ზურა რთველიაშვილი პოეტი და მულტიმედია არტისტიდაიბადა 1967 წელს ქალაქ ყარაგანდაში გამოცემული აქვს ლექსების კრებულები ირექცია (1995)აპოკრიფი (მგონი 2001)ანარქი (2005) მე ვარ ვენახი ყური დამიგდე, შენ კი არა,მე ვარ ვენახი!ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებმჩატე სხეულზეენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,ყურძნის ტევრი ვარ,საწნახელში გამომწყვდეული.კარგად შემხედე, შენ კი არა,მე ვარ ვენახი!ზვრები გავცურე, რომდამედგა თავზე გვირგვინი.სტროფებს ვაფეთქებ, როგორცნაღმებს ვისვრი ხელაღმა!არ სცდება მიზანსცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.ყური დამიგდე, შენ კი არა,მე ვარ ვენახი!ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებმჩატე სხეულზე.სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი -ყუძნის ღმერთი ვარ,საწნახელში გამომწყვდეული... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
George Posted August 13, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2008 oneსაღოლ! მე უნდა ამეკრიფა ესენი ანარქიჩემი სამაგიდო წიგნია :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
flash Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 ჩემი ნენე დედაშენი რვა ნომერ კენტს აბოლებს,ჩემი ნენე მჭადზე აცვამს ჯვარებს.დედაშენი შარვლით ტაძარს ამდორებს,ჩემი ნენე ჩადრში მალავს ხატებს.დედაშენი მერსედესით დადის დაჩემი ნენე მიუძღვება გუთანს.დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის დაჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.თქვენთან როცა რიჯრაჯია მაშინჩვენთან უკვე სულის ორთქლით დგანან,ბილბორდები გიშრიალებთ ქარში,ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.დედაშენის ვარცხნილობა_ კარე,ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს.ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს.ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,დედაშენი ევროპულად ოხრავს,თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.დედაშენი ეშმაკის გზავ იბედებს,ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,დედაშენი 12 აბორტს იკეთებს,ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,დედაშენი ქართველ ქალის სახე,ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს. როი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
amnezia Posted September 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 26, 2010 (edited) სადმე მიპოვე შენს ოთახში ჩუმად,ალერსით. იქნებ კედელზე გაელვებად გადავიარე. იქნებ მთვaრე ვარ ვარსკვლავებში ამონალესი, იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი სუსტი ნიავი. კარგად მოძებნე ჩემი თავი ყველა საგანში, იქნებ სარკეში დამინახო, იქნებ თაროზე და კოცნის გემო მოგივიდეს, იქნებ მადაში, თვალებს ფერები გამოსტაცო საავგაროზე. მთელი წინა დღის ისტორიას ყვება მაგიდა გაშილი ფურცელზე გაფანტული მშრალი ფრაზებით... ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა იქნებ არ გინდა? მაშინ კარებზე ურდულივით ჩავირაზები და არ გაგიშვებ არასოდეს არცერთ სიზმარში არცერთ ოცნებას არ დაგაცდი, რომ იოცნებო. რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას დილით ცის მარში? რომ არ მომძებნო? არა ამას მე ვერ ავიტან. გადააქოთე მთელი სახლი მიპოვე სადმე, იქნებ წამი ვარ საათზე რომ უკვე გავიდა, იქნებ სანთელი სდაცაა რომ უნდა დადნეს. სადმე მიპოვე სულერთია, გინდაც უხეში, ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად ამომიყვანო; მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში, იქნებ გაკოცო მოგეხვიო და შეგიყვარო. Edited September 26, 2010 by amnezia Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბოდიალა Posted October 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 იხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ, გარეთ წვიმებია, შიგნით წყვეტილები, რაღაც სასაცილოდ ტირის როიალი, რაღაც სასაცილოდ წვიმს და მეტირები. კედლის კალენდარზე ზამთრის ფორმატია, თეთრი სუფლიორიც მალე მოგვაკითხავს, შენ კი იმით ჰგავხარ ახლა რომანტიულს, წვეთიც რომ არ არის შენში რომანტიკა. სურს რომ დედამიწა ტანზე დაგახაზოს, ისე სადისტია ჩემი ამბიცია, ოცდათვრამეტი და კიდევ სამი ხაზი, ანუ ავად ვარ და ანუ ამიწია – სიცხემ, საკუთარი თავის ემიგრანტი, მერქვა დეკემბერიც სისხლში მიჟონავდა, მაგრამ გეფიცები რაც შენ შემიყვარდი სიცხეს გულის მხარეს აღარ ვიზომავ და... - რაღაც სასაცილოდ ტირის როიალი, რაღაც სასაცილოდ წვიმს და მეტირები, ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ, გარეთ წვიმებია, შიგნით წყვეტილები. როინ აბუსელიძის ლექსია. ძალიან ნიჭიერი ადამიანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ika_333 Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 ვნახე საიტი, სადაც საკმაო რაოდენობით ლექსებია თავმოყრილი, მართალია რუსულია მაგრამ ღირს საიტზე დაკვირვებაhttp://stihi-llirik.com/ Стихи на заказ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბოდიალა Posted November 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2010 ტყუპები (ბალადა) ტყუპები იყვნენ, საოცარი ნიჭი აქვთ ტყუპებს, თუმც უსახელოდ, სუნთქავდნენ და სუნთქავდნენ ჰაერს, ჰაერს რომელიც ერთმანეთის სუნთქვიდან წრუპეს, ჟანგბადს რომელიც დაბადების მოლოდინს ერთვის, მაგრამ არ იცი, არასოდეს არ იცი თურმე, ხშირად ბჭობს კაცი და ნაკლებად იცინის ღმერთი. შემთხვევაც ესე მე რომელიც გიამბოთ უნდა, ერთ დილით მოხდა, საშინელ და დაწყევლილ დილით, ზოგს ახსოვს კარგად, ზოგიც კიდევ იხსენებს ბუნდად, მოასკდა ქალაქს ნიაღვარი, იქუხა ცაზე, ყველაფერი კი ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ათ საათზე ყველაფერი დაიწყო ასე - ეძინათ ტყუპებს, მერე ფეხში ტკივილი იგრძნეს, ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს და მეორე ხელში სიფრთხილე შეკრეს, გაეღვიძათ მოშორდნენ სიზმრებს და უცებ ერთ ტყუპს ღვარად წასკდა ზურგიდან სისხლი, დაიფშვნა საფრთხე და მეორეს ერთგვარად შეშლილს, გადაეფარა ის პირველი, თავისი ღვიძლი. გაგრძელდა ბრძოლა თუმც ეს ბრძოლა არ ჰგავდა ბრძოლას, მათ მხოლოდ იმის ჰქონდათ შანსი დაეცვათ თავი, იფიქრეს კიდევ, კიდევ ერთი ძმის ან დის ყოლა და როცა მაშინ როს კაცი ბჭობს და ღმერთი ტირის, თავგანწირულად, იძულებით, საათზე თერთმეტ, დაეცა ასე დაგეგმილად ორივე გმირი. .............. ............ ............... დღე იყო ცივი, ქარი ფოთლებს ხეებში ხევდა,იყო პალატა, თეთრ ხალათით შევიდა მაცნე,გამოაღვიძა და ტკივილით გადაღლილ დედას,წარმატებული და მორიგი აბორტი ამცნო... როინ აბუსელიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ივდო-ოტობარი Posted October 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2012 (edited) ლექსებს ვწერ და შეილება მეც დავდო? Edited October 7, 2012 by ივდო-ოტობარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დავითი_დავითი Posted September 10, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2016 https://www.youtube....h?v=BIbkL2GXtsk ეს გოგო (ცვანგა) ვინმემ იცით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Hydra Posted September 27, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2016 (edited) გენრი დოლიძედაიბადა 1988 წლის 22 ნოემბერს ქ. ქუთაისში. 1995-2006 წლებში სწავლობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. 2006-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2004 წლიდან არის საქველმოქმედო ორგანიზაცია “კავკასიონის” დამფუძნებელი და მმართველი. ლექსებს წერს 10 წლის ასაკიდან. პირველი კრებული “მთვრალი დაისი” გამოსცა 2007 წელს. არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი. 2011 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული “მეცხრე ტალღა”. 2010 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 2010 წლის დეკემბერში აიღო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის I პრემია. დაჯილდოვებულია იერუსალიმის პატრიარქის მედლით. 2010-2011 წლებში მიჰყავდა საავტორო გადაცემა “პოეზიის დილა” რადიო “საქართველოს ხმაზე”. იყო გამომცემლობა “მერანის” გენერალური დირექტორი. აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი. მისი ლექსები თარგმნილია ოთხ ენაზე.... ... ... პეპლებსაეროლექსიათას ცხრაას ოთხმოც დაანგელოზის ცრემლებიაპრილიარის აქ ვინმე?აღსარებააციება (კადრი წარსულიდან)ახალი თავისუფალი ლექსიბაბუბაფთებიგალათეაგალაკტიონის უკანასკნელი ლოცვაგულოდა დაიწყება...(როის)დახურეთ ზეცა!ერთი და.... ორი დააა. სამი და...ერთი ქალი შემიყვარდაერთი ხელითვხტები სვეტიცხოვლის სიმაღლიდან..თავისუფალი ლექსითურმე შავ ზღვას წუხელის ..ლექსის მატარებელიმე მქვია ბათუმიმომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი ..მცხეთის ჯვრიდან - თბილისამდენაავდრალინამდვილი ზღაპარიოდა თბილისურ განთიადსორი კოლხური იარასევდიანი სალაღობო ბათუმსუკანასკნელი ლექსიუფალს (თამარისათვის)უშენოდქა-რთულიქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდანშენ და პოეტიშენი ბრალიაჩემს ერთადერთ სიყვარულსც ა ოძირს ვაზნებივით ყრია კვირტებიხალხმა რა იცის Edited September 27, 2016 by Hydra Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bantikif Posted June 9, 2023 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2023 ძალიან საინტერესოა პოეზიას არაფერი ჯობია კარგ ხასიათზე გაყენებს ადამიანს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.