Jump to content
Planeta.Ge

თანამედროვე პოეზია


Recommended Posts

აქ ვდებთ თანამედროვე პოეტების შემოქმედებას.

ის რაც ჩვენ მოგვწონს ან გვგონია რომ აქ არის მისი ადგილი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავორი: ნიკა ჩერქეზიშვილი

 

"ჭიქა კონიკაი"

 

სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,

სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,

სადაც გულწრფელობა უფრო იაფია,

ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

 

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,

ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,

სადაც არწივებად სხედან ოფოფები,

სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

 

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,

სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,

ქარმა ფოთლებივით აურ-დაურია

ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ლექსზე ვგიჯდები წაიკითხეთ თქვენც უმაგრესი ადამიანის უმარგესი ლექსია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტორი: ნინო ნეკერიშვილი

 

დამშვიდდი დედა, ნუღარ მგლოვობ,

არ ვარ საცრემლო,

მუცლად ჩაკლული 7 ნოემბერს

უგნურის წიხლით,

დაუბადებლად ვმსახურებდი

ჩემს საქართველოს,

არ მენანება გაღებული სიცოცხლე მისთვის.

 

ნუ დარდობ დედა, მერე რა,

რომ ვერ გამაჩინე,

ჩვენ მოვიხადეთ სამშობლოსთან

კუთვნილი ვალი,

რაღა უნდა თქვას ჩემი მკვლელის

საბრალო დედამ

შვილი ცოცხალი რომ მიუვა და

სულით მკვდარი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 2 months later...
მაგარია...

 

 

დამეხმარეთ ეს გვერდი გავხადოთ ვრცელი და საინტერესო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტორი - ზომბი

 

გთხოვ დედა

დაურეკე ღმერთს

და დაუტოვე მას ჩემი შავთეთრი ოცნებები ავტომოპასუხეზე.

გაიხსენე ჩემი სუსტი გულისცემა შენში.

მე ძალიან არაფხიზელი და გადაღლილი ვარ,

და ვერაფრით ვიხსენებ შენს ფარულ, ინტიმურ სიზმრებს

რომლებსაც ერთად ვუყურებდით მაშინ

და არაფერი იცოდნენ სხვებმა.

გთხოვ დედა

დაურეკე ამ უაზრო ღმერთს

და დაუტოვე სიჩუმე ავტომოპასუხეზე.

გოგო, რომელსაც ბოლოს ვხვდებოდი ძალიან გგავდა შენ - დედა.

სად არიან ჩემი მეგობრები,

როცა ყოველ დილით ყავას და სიძულვილს ვსვამ

მზის სხივებთან თამაშით.

სად არიან ჩემი მტრები,

როცა ამდენ საბაბს ვიძლევი

და როცა ასეთი ჯვარცმული და გახსნილი ვარ ყყოველდღიურობაზე...

ასე იქცევა ის - რასაც შენ ეძახი სიცოცხლეს

იმად - რასაც შენ ეძახი სტატისტიკას.

ისინი ყველანი ჩემი სიმარტოვის საძებრად არიან წასულები, დედა...

და იმედია მათ უკვე უყვართ ერთმანეთი ტუჩებში,

და უყვართ ერთმანეთი ანუსში,

უყვართ ერთმანეთი თვალებით.

და ისინი უკვე აღარასოდეს დაბრუნდებიან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი დამზაფრა, რაღაც მომენტების გარდა ძალიან მომეწონა :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდერ წავშალე აქ ჩემ პოსტი და საერთოდ ამოშალე რა :D მაპატიე დაპოსტვის ადგილი შემეშალა რა მექნა :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლექსი მომეწონა, მაგრამ მოდი ჩვენი ლექსები და ასე შემდეგ ჩვენ არტში დავაგდოთ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავიცი რავიცი ამ თემის ფორმატიც ითვალისწინებს ნუ რავი როგორც გინდათ :eshmak: და ეს თემა რომ შეუეთოთ იქ არა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ერთი კარგი ლექსიც ჩემგან :rolleyes:

 

აპოკრიფი

 

ზურა რთველიაშვილი

 

მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა,

კრემატორი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,

მილიარდობით ხსოვნა დავწვი ფოლადის გულში,

რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები...

 

მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა,

ავტოსტრადა ვარ უსასრულოდ ჯვარცმული გზების,

პოლიციელი რკინის ფარას ხელკეტით მწყემსავს,

ფარას, რომელიც სავსე არის რკინის მხეცებით...

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

ბუდა ვარ, შივა, შენი ძე ვარ, შენი სიმშვიდე,

გთხოვ ააცილო განსაცდელი ამ სხეულს წმინდას,

სხეულს, რომელსაც რკინისა აქვს ყველა ნეკნები.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

ქარხნების ხმაზე წაგიკითხავ აკრძალულ ლოცვებს,

სექტა ვარ დოლით! წმინდა სექტა და რწმენის

ლიფტით

ვმოძრაობ ფრთხილად უნეტარეს შენს

სართულებზე...

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

ელმავალი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,

როგორც თეთრეულს, აღსარებას გაბარებ წმინდას,

რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მომეწონა ეგ ლექსი.

ვინ არი ეგ პოეტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან მომეწონა ეგ ლექსი.

ვინ არი ეგ პოეტი?

ზურა რთველიაშვილი

 

თუ ასე მოგეწონათ, კიდევ ერთ ჩემ საყვარელ ლექს დავდებ ისევ ზურას შემოქმედებიდან... :))

 

მათი ნებაა...

 

მათ უფლება აქვთ დაიბადონ სიკვდილზე ადრე,

რომ ფეხაკრეფით სიმღერაზე გავარდნენ ქარში.

მათ უფლება აქვთ დაბალ ხმაზე იცეკვონ ღამე,

"იცეკვონ ფრთხილად" მთელი დილა, მათი ნებაა...

 

მათი საქმეა, როგორ მოკლან უფასოდ გრძნობა,

თუ არ იძლევა უსაფუძვლოდ ალერსის ნებას.

მათ უფლება აქვთ გაამრავლონ ახალი მოდგმა,

ცვითონ ტერფები გატაცებით, მათი ნებაა...

 

მათი საქმეა ააშენონ მაღალი სახლი,

ვიწრო კარები ჩამოკიდონ მძიმე კედელზე -

მათი ნებაა ჩუმად ერქვათ რჩეული ხალხი,

გაჭრან არხები გადაკეტონ ყველა საზღვარი.

 

მათი სურვილი ნათელია - იარონ სწრაფად,

ათრიონ ბარგი, ვიდრე გზები არ დამთავრდება.

მათ უფლება აქვთ ყველაფერი აკეთონ კარგად,

და მშვიდად მოკვდნენ მომავლისთვის, მათი ნებაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზურა რთველიაშვილი კია მარა სად მოღვაწეობს როდის დაიიწყო რას აკეთებს ეხლა და ა.შ. ეგეთი წვრილმანებიც გვითხარი თუ შეიძლება.

 

 

 

 

ხო მართლა ეგ ლექსიც კაია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...