lasha_alo Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 (edited) "ვფიქრობ, თუ ყველაფერი ნორმალურად ჩატარდება - ვგულისხმობ გაუყალბებელ არჩევნებს უმრავლესობაში მომავალ პარლამენტში იქნება ოპოზიცია. საერთოდ, ორი პოლუსის თემაზე როცაა ლაპარაკი, რომ ერთი უნდა გაქრეს და მეორე მოვიდეს, ეს ყველაფერი ცუდად უტრიალდება ხოლმე ჩვენს ქვეყანას - მაგალითისთვის ზვიად გამსახურდიას პერიოდი რომ გავიხსენოთ, ყოველთვის ვამბობდი, როცა ჟურნალისტი ვიყავი მაშინაც და დღესაც - ერთი პოლიტიკური ძალის ხელში შეუძლებელია, მოხდეს ქვეყნის სრული მართვა", - აცხადებს გრიგოლია. "96%-მა მისცა ამ კაცს ხმა და დღეს ის არის ასეთი არაპოპულარული პრეზიდენტი თავის ხელისუფლებასთან ერთად - ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ აი ასეთი დიდი, მასშტაბური მხარდაჭერით მოსული პოლიტიკური ძალა, როგორც წესი, შემდეგ რადიკალურად მიუღებელი ხდება ხოლმე ქვეყნისთვის. ჩვენ წინა არჩევნებზეც ვამბობდით, რომ არ შეიძლება მაინცდამაინც შანტაჟის ენით ელაპარაკო შენს ოპონენტებს დ იძახო - თუ არა ხარ ჩემს მხარეზე, ე.ი. შენ ხარ ცუდი - ეს ეხება როგორც სააკაშვილის მხარეს, ისე ივანიშვილის კოალიციას. ბოლო წლების შედეგების მიხედვით არჩევნები იმას აჩვენებს, რომ განსხვავებული პოზიციიის პარტიებსაც აქვს ყოველთვის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. ჩვენ რასაკვირველია, არ ვგეგმავთ იმას, რომ უმრავლესობით მოვალთ, ამის განაცხადს არ ვაკეთებთ, მაგრამ გვექნება ძალიან სერიოზული შედეგები", - აღნიშნავს ინგა გრიგოლია. "დღეს არსებობს იმის შანსი, რომ თუკი ჩვენ ყველანი დავიცავთ ჩვენს ხმებს, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად მაინც ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიცია მოვიდეს უმრავლესობით. მთავარია ისიც, რომ სატელევიზიო სივრცე უნდა გაიხსნას პოლიტიკური პარტიებისთვის. დღეს ქართული ჟურნალისტიკა ორ პოლუსზეა გადანაწილებული - ან არის მხარე, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს და ყველანაირად იგრძნობა ეს. ან არის ნაციონალური არხები, რომელიც მიშას გარდა უკვე არავის აღარ აჭაჭანებს პირდაპირ ეთერში. ეს არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივაღწიოთ არჩევნების წინ პირდაპირ ეთერს. თუ ვინმეს იმის ილუზია ჰქონდა, რომ კლინტონი ჩამოვიდოდა, ჯადოსნურ ჯოხს ჩაარტყამდა თავში სააკაშვილს და გააქრობდა პოლიტიკური ასპარეზიდან, რასაკვირველია, ჩვენ ამის მოლოდინი არ გვქონდა. მთავარია, ხაზგასმით ითქვა - უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. სააკაშვილი და მისი გარემოცვა ადვილად არ წავლენ, მაგრამ თამამად ვამბობ, არსებობს იმის შანსი, რომ ოპოზიცია მოვიდეს უმრავლესობით მომავალ პარლამენტში. არ შეიძლება ერთი პოლიტიკური ძალის კონტროლქვეშ იყოს მთლიანად პოლიტიკური პროცესი", - მიიჩნევს გრიგოლია. "ხელისუფლებაში მიდის გამალებული მუშაობა არჩევნების მოსაგებად. მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ დაიწყო პირდაპირი ტერორი. მე არ წარმოვადგენ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, მაგრამ არ გამიჭირდება იმის აღიარება, რომ რაც ხდება ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. ანტენებიდან დაწყებული, ნებისმიერი სადამსჯელო სანქციით დამთავრებული, რასაკვირველია, ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლაა ივანიშვილის წინააღმდეგ. მაგრამ არის ერთი რეალობაც: ხელისუფლება ვითომ რომ მშვიდად ატარებინებს თავის ოპონენტებს აქციებს, ამის მიღმა ემზადება ძალიან სერიოზულად არჩევნებისთვის. დავით საყვარელიძემაც დაადასტურა გუშინ, რომ იგი ერთვება პოლიტიკაში. მიდის პოლიტიკაში იუსტიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი გიორგი ვაშაძე. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გორში კენჭი იყაროს ვანო მერაბიშვილმა და შემდეგ ამ გზით გახდეს პრემიერ-მინისტრი. ძალიან სერიოზული სამზადისი მიდის ხელისუფლებაში და ოპოზიცია, რომელიც სხვა ოპონენტების ჩარეცხვით არის დაკავებული და ამბობს, რომ მოგებული აქვს არჩევნები, არ ვფიქრობ, რომ ასე მშვიდად უნდა აკეთებდეს ამ განცხადებას. თავს მოიკლავენ მიშა და მისი ხელისუფლება რომ არ დათმონ ძალაუფლება. დღეს მეუბნებოდა ჩემი შვილი - "ყველაფერს გააკეთებენ ესენი რომ არჩევნები როგორმე სათავისო შედეგით დაამთავრონ, თორემ ახალაიები და ბევრი სხვა, ხომ ზუსტად იცი, ყველაფერზე წამსვლელები არიან რათა ოპოზიციის გამარჯვება არ დაუშვან ამ არჩევნებში, იმიტომ რომ იციან, სულ უკაცრიელ კუნძულზე რომ გადასახლდნენ, მაინც მიაგნებენ და პასუხს აგებინებენო" - ეს არის ჩემი 22 წლის შვილის მოსაზრება და მისივე ლოგიკიდან გამომდინარე ვამბობ მეც, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ. გვინახავს 26 მაისი, 7 ნოემბერი და თუკი ქვეყანაში ვითარება დაიძაბება, სულაც არ დაიხევს უკან მიშა, რომ ძალის გამოყენებით დაუპირისპირდეს ვინმეს, ვინც შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში და არჩევნების არალეგიტიმურობა გააპროტესტოს", - აცხადებს ინგა გრიგოლია. "ახალი თაობა"№130 Edited June 13, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 (edited) ოფტოპი არ გამოვა Edited June 13, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 (edited) კვანტურ მექანიკაზე რომ გავხსნა თემა ეს მაინც თავის ჩვეულ "შემოქმედებას" დადებს რა საინტერესოა თვითონ აკეთებს ამას თუ მეზობლის ბავშვები უკეთებენ? Edited June 13, 2012 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 ოფტოპი დარღვევაა .აქ რაა უნდა ამას ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 ტაშიი კვანტურ მექანიკაზე რომ გავხსნა თემა ეს მაინც თავის ჩვეულ "შემოქმედებას" დადებს რა საინტერესოა თვითონ აკეთებს ამას თუ მეზობლის ბავშვები უკეთებენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2012 წავიდეს ეს ქალი და კომერციული მიზნებით ორალური სექსით დაკავდეს რა...იგივინაირად ამორალურია და იგივენაირად იყიდება ფულზე. ტუჩებიც დაბერილი აქვს.რას გვერჩის ან თვითონ რატომ წვალობს...და კიდევ იმ ქვეყნის მოსახლეობას რა ვუთხარი გრიგოლიას რომ ხმას მისცემს...პ.ს.ვიცი რომ არ აძლევენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.