Jump to content
Planeta.Ge

განათლების სისტემის შესახებ


Recommended Posts

გამნათლების სფეროში მომხდარი ცვლილებები ცოტა არ იყოს სახიფათო ტენდენციებს შეიცავს. ეს თითეულ ჩვენგანს ეხება და უფრო მეტად ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს შეეხება. მორჩენილია პირველი სტადია, როდესაც „სასტავმა“ ფული აკეთა, ეხლა მათი მიზანი არის, რომ ეს დიდი ქონება თაობიდან-თაობას გადაეცეს და მათ მიერ შექმნილი ბალანსი, სადაც მათ ყველაფერი აქვთ, ხოლო ჩვენ არაფერი არსებობდეს მუდმივად. ამის კარგი მაგალითი არის ელიტური სკოლების და ელიტური უნივერსიტეტების არსებობა. მე ვნახე იმ სკოლების პროგრამები, სახელმძღვანელოები და სწავლის მეთოდიკა, სადაც ჩვენი პოლიტ. ელიტა საკუთარ შვილებს ასწავლის და რადგან მე მაქვს გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობისა (კერძო სკოლა ჯობია, როგორც წესი), მინდა გითხრათ, რომ ელიტ.სკოლების დამთავრებული გამოვა გაცილებით ერუდირებული, გაცილებით განათლებული და პერსპექტიული ახალგაზრდა ვიდრე, რომელიმე საჯარო სკოლის გამომშვები (რა თქმა უნდა ინდივიდუალური ნიჭსაც თავისი სათქმელი ეთქმის, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ნიჭს შესაბამისი განათლება, რომ მისცე გაცილებით უკეთესი იქნება ყველასთვის). ასევეა უნივერსიტეტებში. სწავლის დონე, რომ გითხრათ მაღალი იყო საქართველოში, არ იქნება სწორი. მაგრამ თუ კი სკოლის სახელმძღვანელოებს ნახავთ, ნახავთ რომ რეგრესი სახეზეა.

ეხლა მზადდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ორნაირი დიპლომი გაიცემა 9-ე კლასის დიპლომი (გამოცდები ჩატარდება და ისე დარჩებიან სკოლაში ახალგაზრდები) და 12-ე კლასის დიპლომი. ამის გარდა 10-12 კლასებში სწავლა უფასო აღარ იქნება. ეს გამოიწვევს იმას, რომ უამრავი ადამიანი მაღალი კვალიფიკაციის მოპოვების გარეშე დარჩება და იძულებული იქნება, ამუშაოს დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში. ვისაც პედაგოგიკასთან რაიმე შეხება გაქვთ, გეცოდინებათ რომ ბავშვის დაბრუნება წიგნთან და სწავლასთან როგორც შესაძლებელია მაღალ კლასებშიც. ანუ იმ ბავშვებს რომელიც მაგალითად 9-ე კლასში არ სწავლობდნენ, შესაძლებელია სწავლას დაუბრუნდეს თუნდაც 11-ე კლასში. ამის შემთხვევები ბევრი ყოფილა, როდესაც სწავლასთან მტრულად განწყობილი ბავშვს სწავლა დაუწყია და ფრედოსანი და განათლებული ადამიანი გამხდარა. ამ სისტემის მიხედვით კი 9-ე კლასელების დიდი ნაწილი დარჩება სკოლის მიღმა და მაქსიმუმ რაც შეიძლება მიაღწიონ, ესაა მუშებათ მუშაობა.

სისტემა ისეა აწყობილი, რომ ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენმა შთამომავლებმა რამე წინსვლას ვერ მიაღწიონ, პირიქით ისინი მუდამ ნაკლებად კვალიფიციურნი უნდა იყვნენ ვიდრე ჩვენი საამაყო ელიტის შვილები. ეს არ ხდება მარტო იმის ხარჯზე, რომ მათი სკოლები და უნივერსიტეტები უკეთესია (იყოს პრობლემა არ არის), არამედ ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვეულებრივი სკოლების დონის კიდევ უფრო ვარდება და უნივერსიტეტი იმ განათლებას, რასაც უნდა აძლევდეს ვერ იძლევა.

 

 

 

განათლების მინისტრის მოადგილის ინტერვიუთი, დავამთავრებ განათლების სისტემაზე საუბარს

 

http://www.youtube.com/watch?v=-wbkh9TMkZ8

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლა სავალალო მდგომარეობაა.

 

მასწავლებლების მომზადების მაგივრად მანდატურებს ამზადებენ და თანხები უტვინო შენობების მაგივრად ამაში უნდა დაგვეხარჯა.

 

იმ კერძო სკოლებშიც არ უნდა იყოს მთლად კარგი სიტუაცია მასწავლებლების საერთო დონიდან გამომდინარე.

 

ესტონეთი მეორე ადგილზეა საჯარო განათლებით მსოფლიოში, თუმცა ჩვენნაირი შუშის ხიდები არ აქვთ. მიშა კიდე რითი იწონებს თავს? რამეს რომ იტყვი კიდე ვიღაც იდოტები სამშობლოს მოღალატეს მეძახიან.

 

თქვე ტუპიაკებო იაფფასიან ურა პატრიოტულ პიარ აქციებზე რომ გდით მყრალი კვაზი პატრიოტული ცრემლები. იცოდეთ, რომ 20 წლის შემდეგ თურქმენეთი ვიქნებით. ხოდა რუსეთში ვინ მიგვათრევს მიშა თუ მე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი და ნუ შეიგინები მთელი განათლების სისტემა გააუპატიურეს მათემატიკის მასწავლებელს რომ 1000 ლარი არ აქვს ხელფასი იმიტომ რომ ინგლისური არ იცის ეს ნორმალურია? საარსებო მინუმუმი რომ ვითომ 170 ლარია და სწავლა ყველაზე ცოტა 3000 ჯდება წელიწადში (გზის ფული და სხვადასხვა ხარჯებს არ ვთვლი) ესაა რეფორმა? ისე ყველად დედას შეეხოს რეფორმა ვისაც ამ ვითომ რეფორმაში მცირედი წვლილი აქვს შეტანილი და ვინც გულშემატკივრობს იმათი დესერტად !!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა არ გინდოდათ სუსურუკუ და იყავით ეხლა და ირტყით თავში ხელი :) ერთერთი საუკეთესო იყო სუსურუკუს განათლების სისტემა მსოფლიოში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელიტა საკუთარ შვილებს ასწავლის და რადგან მე მაქვს გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობისა (კერძო სკოლა ჯობია, როგორც წესი), მინდა გითხრათ, რომ ელიტ.სკოლების დამთავრებული გამოვა გაცილებით ერუდირებული, გაცილებით განათლებული და პერსპექტიული ახალგაზრდა ვიდრე, რომელიმე საჯარო სკოლის გამომშვები (რა თქმა უნდა ინდივიდუალური ნიჭსაც თავისი სათქმელი ეთქმის, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ნიჭს შესაბამისი განათლება, რომ მისცე გაცილებით უკეთესი იქნება ყველასთვის). ასევეა უნივერსიტეტებში. სწავლის დონე, რომ გითხრათ მაღალი იყო საქართველოში, არ იქნება სწორი. მაგრამ თუ კი სკოლის სახელმძღვანელოებს ნახავთ, ნახავთ რომ რეგრესი სახეზეა.

ნუკრი, როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში(მსოფლიო მასშტაბით) კერძო სკოლები სჯობს საჯაროებს, სხვა მხრივ ფულს არ გადახდის მშობელი.

 

ეხლა მზადდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ორნაირი დიპლომი გაიცემა 9-ე კლასის დიპლომი (გამოცდები ჩატარდება და ისე დარჩებიან სკოლაში ახალგაზრდები) და 12-ე კლასის დიპლომი.

მე პირადად დაყოფა არ მიმაჩნია ისე დრამატულად, თუ შესაბამისი ალტერნატივა იქნება, მაგ. პროფ.ტექნიკუმებისნაირი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე პირადად დაყოფა არ მიმაჩნია ისე დრამატულად, თუ შესაბამისი ალტერნატივა იქნება, მაგ. პროფ.ტექნიკუმებისნაირი.

საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასები თუ ფასიანი გახდება დრამატულზე უარესი მდგომარეობა შეიქმნება

ანუ უმაღლესში სწავლას შეძლებს ის ვისაც მეტი ფული ექნება და არა ის ვისაც მეტი ჭკუა ექნება

ეროვნული გამოცდები ძალიან კარგი იყო,ჩაწყობა(რომელიც ადამიანის ადამიანზე მმართველობის პირობებში აუცილებელი პირობაა)მინიმუმამდე იყო დაყვანილი და უპირატესობა ნიჭს ეძლეობა და არა გვარიშვილობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასები თუ ფასიანი გახდება დრამატულზე უარესი მდგომარეობა შეიქმნება ანუ უმაღლესში სწავლას შეძლებს ის ვისაც მეტი ფული ექნება და არა ის ვისაც მეტი ჭკუა ექნება

მე დაყოფაზე მქონდა საუბარი და არა ფასიან სწავლებაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე დაყოფაზე მქონდა საუბარი და არა ფასიან სწავლებაზე.

დაყოფა ძალიან კარგია,მთავარია რა იქნება დაყოფის კრიტერიუმი

თუ ნიჭის და არა ფინანსების მიხედვით იქნება დაყოფა მივესალმები

უმაღლეს სასწავლებლებში უნდა დაწესდეს(ზოგში ეხლაც არის მარა არაა საკმარისი) პროცენტული ბარიერი

შემდეგ საშუალო დონე უნდა იყოს და ბოლოს მუშა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ნუკრი, როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში(მსოფლიო მასშტაბით) კერძო სკოლები სჯობს საჯაროებს, სხვა მხრივ ფულს არ გადახდის მშობელი.

კერძო სკოლა ერთია და საჯარო სკოლების ნელ-ნელა გეტოებად რომ იქცევა ფაქტია - საჯარო სკოლებში გაიზრდებიან დაბალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდები - ხოლო საჯარო სკოლების მიზანი იქნება გაზარდოს რაც შეიძლება მეტი არაინტელექტუალი..

 

მე პირადად დაყოფა არ მიმაჩნია ისე დრამატულად, თუ შესაბამისი ალტერნატივა იქნება, მაგ. პროფ.ტექნიკუმებისნაირი.

ხო პროფ ტექნიკურები იქნება საჯარო სკოლების გამოშვებული ახალგაზრდების მიზანი..

 

ერთი სიტყვით განათლება, რაც შეიძლება ხელმიუწვდომელი გახდება საზოგადოებისთვის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კერძო სკოლა ერთია და საჯარო სკოლების ნელ-ნელა გეტოებად რომ იქცევა ფაქტია - საჯარო სკოლებში გაიზრდებიან დაბალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდები - ხოლო საჯარო სკოლების მიზანი იქნება გაზარდოს რაც შეიძლება მეტი არაინტელექტუალი..

და ვინ ადგენს როგორც კერძო ასევე საჯარო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამას?

და არსებობს რაიმე განსხვავბეა ამ პროგრამებში?

 

ხო პროფ ტექნიკურები იქნება საჯარო სკოლების გამოშვებული ახალგაზრდების მიზანი..

პროფ. ტექნიკუმები უნდა იყოს გამოყენებითი სპეციალობების და ხელობების შესაბამისად ხელოსნები მაღალკვალიფიციურობისკენ მიზანმიმართული.

 

 

ერთი სიტყვით განათლება, რაც შეიძლება ხელმიუწვდომელი გახდება საზოგადოებისთვის..

 

ჩემის აზრით და გამოცდილებით, განათლება საქართველოში ოჯახის პრიორიტეტი იყო და ალბათ კარგა ხანს დარჩება.

 

დაყოფა ძალიან კარგია,მთავარია რა იქნება დაყოფის კრიტერიუმი

დაყოფა არ არის კარგი, არამედ ალტერნატივების უფრო სწორედ არჩევნის საშუალების შექმნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

 

და ვინ ადგენს როგორც კერძო ასევე საჯარო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამას?

და არსებობს რაიმე განსხვავბეა ამ პროგრამებში?

განათლების სამინისტრო, მაგრამ ელიტურ კერძო სკოლებს თავის პროგრამა აქვთ (გაცილებით უკეთესი) და თავიანთი სახელმძღვანელოც

ჩემის აზრით და გამოცდილებით, განათლება საქართველოში ოჯახის პრიორიტეტი იყო და ალბათ კარგა ხანს დარჩება.

მერე სწორი პრიორიტეტი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განათლების სამინისტრო, მაგრამ ელიტურ კერძო სკოლებს თავის პროგრამა აქვთ (გაცილებით უკეთესი) და თავიანთი სახელმძღვანელოც

ხო მაგრამ კერძო სკოლების კარგ პროგრამში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

ხოლო საჯარო სკოლების ხარისხი სხვა პრობლემა

 

მერე სწორი პრიორიტეტი იყო

მერე რა შეიცვალა ამ მხრივ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ხო მაგრამ კერძო სკოლების კარგ პროგრამში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

ბიჭოს, იმას კი არ მოვითხოვ კერძო სკოლების დონე დავარდეს მეთქი, არამედ იმას, რომ ეს დონე მარტო ერთეულ სკოლებში არ იყოს და სპეციალურად არ უნდა ზღუდავდნენ საჯარო სკოლებს

მერე რა შეიცვალა ამ მხრივ?

ის რომ ბევრ ადამიანს უფრო მეტი პერსპექტივა გაუჩნდა, ვიდრე საქონლის ნაკელის შეგროვება იყო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ ეს დონე მარტო ერთეულ სკოლებში არ იყოს და სპეციალურად არ უნდა ზღუდავდნენ საჯარო სკოლებს

რაში გამოიხატება ეგ სპეციალური შეზღუდვა?

 

ის რომ ბევრ ადამიანს უფრო მეტი პერსპექტივა გაუჩნდა, ვიდრე საქონლის ნაკელის შეგროვება იყო...

ვერ გავიგე რას გულისხმობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

რაში გამოიხატება ეგ სპეციალური შეზღუდვა?

ბევრ რამეში - სახელძღვანელოებში, მანდატურებში, მასწავლებელებში, კლასის რაოდენობებში და ა.შ - საერთო ჯამში ჩვენ ვიღებთ დაბალ განათლების დონეს

 

ვერ გავიგე რას გულისხმობ

იმას, რომ ადრე როცა უფასო იყო სწავლა-განათლება, ეს დაგვეხმარა იმაში, რომ უამრავი ადამიანი დღეს მუშაობს ისეთ ადგილებზე, რომელზეც ვერ იმუშავებდა ის ე.წ "მშობლებისგან ნაძალევი განათლება, რომ არ მიეღოთ" და ეხლა უფრო პერსპექტიულები არიან, უბრალოდ ვინც გააღწია საქართველოდან იმან მიაღწია თავის განათლებით უცხოეთში რამეს, ხოლო ვინც დარჩა ის ჩაკლეს, პიროვნულად, მორალურად ყოფა უტირეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...