Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სიამოვნებას მანიჭებს აპოკალიფსური თემები, თუმცა ფაქტია, ევროპაში ევროპელი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება,

იევროპიელები არ მრავლდებიან მუსლიმები პირიქითდ

და თუკი ადრე ხერხდებოდა მათი ინტეგრირება დღეს ეს ვეღარ ხერხდება, მასაა საკმაოდ მრავალრიცხოვანი,

 

ქრისტიანობისადმი ნეგატიურად განწყობილი ლიბერალური საზოგადოება საკუთრი ეგოიზმის მსხვერპლია,

დაიცვან სექს. უმცირესობის უფლებები, არ გააჩინონ შვილები და იფიქრონ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, ასეთი მომავალი გარანტირებული აქვთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გალევაკებული ევროპას ფალეხები და ბედუინები ინელებენ.....აშშ–ს სომბრერო რევულუციური ლათინური ამერიკის(ჩილეს გარდა, ჩილე პინოჩეტმა გადაარჩინა) ემიგრანტები+პალესტინელი და სხვა სიზარმაცით ან უნიჭობით(ან რელიგიური შეზღუდულობით) დაჩაგრული ერები ასიმილირებენ(უფრო ფინანსებს: სოც ბუბლიკები და სხვა)

 

http://www.youtube.com/watch?v=l7qKD-Ph7ds

 

იქაური გუბასა.......... :fear:

 

"მექსიკური ოცნება"

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

მასონურ ევროსასამართლოში გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთ მოსამართლედ, სააკაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილე ნონა წოწორია დაინიშნა

12.01.2010

http://www.echr.coe.int/ECHR/Resources/TheCourt/TheCourt/JudgesCVandPhotos/photos/TSOTSORIA.jpgნონა წოწორია

Born on 13 April 1973 in Batumi, Georgia

MA in Law, Faculty of Law at the Tbilisi State University, 1990-1996

Assistant to Judge at the Constitutional Court, 1996-1999

Attorney, Tbilisi, 1999-2000

Teacher of Law, Tbilisi State University, 1999-2004

Legal Advisor, then Head of the Rule of Law Project, 2000-2004

Deputy Prosecutor General at the Prosecutor’s Office, 2004-2007

MA in Public Administration, University of Pennsylvania, USA, 2006-2007

Judge of the European Court of Human Rights since 1 February 2008.

 

სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამ საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოში ერთ-ერთ მოსამართლედ საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ნონა წოწორიას დანიშნვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. (საოცარია დამცველის ასეთი სიბეცე, ალბათ 30 ვერჩხლმა დაუბრმავა თვალი).

ადამიანის უფლებათა ევროპულ მასონური დაქვემდებარების სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა 2 თებერვალს ზეპირი მოსმენით გაიმართება. გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი დააკავეს, რომელთაც 7-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ სააკაშვილის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სანდრო გირგვლიანის ახლობლები მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას ასახელებენ.

მასონურ ევროსასამართლოში დანიშნული ნონა წოწორია ამ საქმის საქართველოში სასამართლო განხილვისას გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. ამასთან დაკავშირებით საქართველოში გამოითქვა მოსაზრებები, რომ საქართველოს მიშნაცური მთავრობა „საქმის შეკერვას“ ევროსასამართლოშიც ცდილობს. ცნობისთვის, საქმეში „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს მიშნაცურ ხელისუფლებას ბრალი ევროწესდების ოთხი მუხლით ჰქონდა წაყენებული.

ცნობა საინფორმაციო სააგენტო „პირველი“-დან

***

„ევროპულ სასამართლოზე საქართველოს ხელისუფლების გავლენა აშკარა გახდა“

2012-06-30

ნინო მიქიაშვილი

http://www.for.ge/admin/For_Ge_Arts/nozadze_3421.jpgმასონური ევროსასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის ნონა წოწორიას ირგვლივ საერთაშორისო სკანდალი შეიძლება აგორდეს, რის შესახებაც for.ge-ს ადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრა. მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ ვინ არის სანტიაგო ქვესადა, რატომ ერევა საქართველოდან გაგზავნილ საქმეებში ვინმე სიქილიანო და რით ჰგავს ერთმანეთს საქართველოს პროკურატურიდან და ევროპული სასამართლოდან გამოგზავნილი დოკუმენტების ტექსტები.

მიიღეთ ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნა 36 წლის მომაკვდავი პატიმრის, ზაქარია ქიტიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

მამუკა ნოზაძე: დასკვნას მიზანმიმართულად არ იძლევიან. წერილობითი პასუხი მომივიდა, რომ თითქოსდა ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ არის გარკვეული პროცედურები, რათა დასკვნა შეადგინონ, რასაც დრო სჭირდება.

როდის გააფორმეთ ხელშეკრულება ექსპერტიზის ბიუროსთან?

- ხელშეკრულება 2012 წლის იანვარში გაფორმდა და ექსპერტიზა თებერვალში ჩატარდა. 4 თვე გავიდა. დასკვნის გაცემას ასეთი ხანგრძლივი დრო არ სჭირდება. ქიტიაშვილი მძიმე ავადმყოფია და ექსპერტიზის ბიუროს ამ ფაქტის დასკვნაში დაფიქსირება არ უნდა. სწორედ ამიტომ დასკვნის შედგენის თავიდან აცილებას ცდილობენ. გარდა წერილობითი პასუხისა, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნეს - შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება უკან გიბრუნდებათო.

რა ზომებს მიმართეთ, ამ შეტყობინების მიღების შემდეგ?

- როცა ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება მივიღე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის უკვე მიმართული მქონდა. სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაუგზავნა. ამ უკანასკნელმა კი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი მითხრა. წინა კვირას სახალხო დამცველს წერილობით მივმართე და ყველა დოკუმენტის ასლი წარვუდგინე. ქიტიაშვილის ოჯახმა 600 ლარზე მეტი გადაიხადა, როგორც ექიმების, ასევე თვითონ ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების თანხა. ქიტიაშვილის უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა ეს თანხა ისესხა და ახლა, არც ექსპერტიზის დასკვნას იძლევიან და არც თანხას უბრუნებენ.

რა მდგომარეობაშია თვითონ პატიმარი?

- 36 წლის ზაქარია ქიტიაშვილი ამჟამად ქსნის N19 დაწესებულებაში, ე.წ. ტუბზონაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ტელეფონზეც ვერ რეკავს, რომ ოჯახის წევრებს ესაუბროს, რადგან ისეა დაუძლურებული, რომ საწოლიდან ადგომა და ტელეფონამდე მისვლა ფიზიკურად არ შეუძლია. მას 35-წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და მეხუთე წელია, რაც სასჯელს იხდის.

რა ხდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ქიტიაშვილის საქმეზე?

- სტრასბურგში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საჩივარი გვაქვს გაგზავნილი, კომუნიკაციის ეტაპი დასრულებულია და ახლა გადაწყვეტილებას ველოდებით.

იქ იციან, რომ დასკვნას არ იძლევიან და რომ პატიმარი სიკვდილის პირასაა?

- ამის შესახებ წერილობით შევატყობინე, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

რით შეიძლება დაეხმაროს ქიტიაშვილს ევროპული სასამართლო?

- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეუძლია რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენებით, დროებითი ღონისძიების სახით, საქართველოს დაავალოს მისი სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარება. ჩვენ ყველა შიდა სამართლებრივი საშუალება ამოვწურეთ, ქართულმა სასამართლომ მომაკვდავი პატიმრის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ქიტიაშვილი ტუბერკულოზით ციხეში დაავადდა, მაგრამ მანამდე მას სხვა დაავადებებიც აწუხებდა და თავიდან ევროპულ სასამართლოს სწორედ ამ დაავადებების გამო მივმართეთ.

ხომ შეიძლება, რომ სტრასბურგიდან წამოსული დოკუმენტი გზაშია და ჯერ თქვენამდე არ მოსულა?

- ვერაფერს გეტყვით, ფაქტი ისაა, რომ ჩემამდე არაფერი მოსულა, არც ფაქსით და არც ფოსტით. დაახლოებით ერთი წელია, რაც სტრასბურგიდან ქიტიაშვილის საქმეზე არანაირი დოკუმენტი არ მომსვლია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა. პირდაპირ გვითითებენ (პირადად მე მომითითეს), რომ არავითარი კორესპონდენცია არ გავგზავნოთ, შეტყობინებების განხილვაც აღარ უნდათ.

რატომ?

- არ ვიცი. ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს შეგახსენებთ - 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებაში პირდაპირ მუქარაა გამოხატული, ადვოკატს მოსაზრებების წარდგენის უფლებასაც კი უზღუდავს ევროპული სასამართლო. მათი ლოგიკის მიხედვით, ისინი თურმე წუხდებიან, როდესაც აქედან კონკრეტული განმცხადებლის მდგომარეობას ატყობინებ.

ეს მთელ სასამართლოს ეხება, თუ რომელიმე კონკრეტულ მოსამართლეს?

- სასამართლო სექციებადაა დაყოფილი და კონკრეტულ სექციაში კონკრეტული ქვეყნიდან გაგზავნილი საქმეები განიხილება. აქედან გაგზავნილი საჩივრები მესამე სექციაში იხილება, რომლის რეგისტრატორია სანტიაგო ქვესადა. სწორედ მის გამოგზავნილ დოკუმენტებშია აღნიშნული, რომ ისინი წუხდებიან. ქვესადას გამოგზავნილ წერილებში პირდაპირაა მითითებული, რომ მათ მოთხოვნამდე დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ უნდა გავგზავნოთ.

სანტიაგო ქვესადა მხოლოდ თქვენ გწერთ ამგვარ წერილებს, თუ სხვა ქართველ ადვოკატებსაც?

- არამარტო მე, არამედ სხვა ადვოკატებსაც ანალოგიური შინაარსის დოკუმენტები მოსდით.

არ არსებოს გაპროტესტების რაიმე მექანიზმი?

- ჩემი კოლეგები ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი ქმედებების გამო შეწუხებულები არიან, რადგან ვითარება შეიცვალა - ევროპულ სასამართლოზე საქართველოს ხელისუფლების გავლენა აშკარა გახდა. ამ საქმეში მთავარ როლს ნონა წოწორია თამაშობს, რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი იყო, შემდეგ გენპროკურორის მოადგილედ დაინიშნა და იქიდან გადავიდა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ.

რა ტიპის გავლენა შეიძლება მოახდინოს ნონა წოწორიამ ევროპულ სასამართლოზე?

- ეს ქალბატონი ამა თუ იმ საქმეზე გავლენის მოსახდენად პირად ურთიერთობებს იყენებს, რაც ზოგჯერ ჭრის და ზოგჯერ არა, რადგან, მოსამართლეებს შორის ბუნებრივია, არიან, როგორც კეთილსინდისიერები და მიუკერძოებლები, ისე მიკერძოებულები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მინისტრთა საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტს და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკომისარს უახლოეს დღეებში წერილობით მიმართავს ერთი კონკრეტული ქართველი ადვოკატი, რომლის ვინაობას საჯაროდ ჯერჯერობით ვერ დავასახელებ. იგი თავის წერილში დეტალურად აღწერს, თუ რა გავლენას იყენებს ნონა წოწორია პირადად მის მიერ წარმოებულ საქმეში. იქ არის ბერძენი ეროვნების მოსამართლე, გვარად სიქილიანო, რომელიც მესამე სექციის შემადგენლობაში არ არის, მაგრამ რატომღაც, ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს, დაუშვებლობის ცნობის თაობაზე, ხელს სწორედ ის აწერს.

თუ საქართველოდან გაგზავნილი საქმეების განმხილველ სექციაში არ არის, როგორ აწერს ხელს?

- ვერაფერს გეტყვით, ეს მეც მიკვირს. ეს ადამიანი ევროპული სასამართლოდან გამოგზავნილ დოკუმენტებში ტრაფარეტულ და ზოგადი ხასიათის ჩანაწერებს აკეთებს; მიუღებლად აცხადებს ამა ამ საჩივარს, მიზეზს არ აკონკრეტებს და იმ ზომამდე მიდის, რომ მომჩივნის წარმომადგენელს წერს - არც მოითხოვოთ რაიმე დასაბუთებაო.

ეროვნულ სამართლოებში არსებული განუკითხაობის ფონზე საქართველოს მოქალაქეების ერთადერთი რწმენა და იმედი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა, სადაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გასაჩივრება ხდება და ნონა წოწორიასა და მოსამართლე სიქილიანოს ქცევა და კონკრეტული ქმედებები ლახავს ევროპული სასამართლოს ავტორიტეტს და იმ რწმენას, რომელიც უსამართლობით გატანჯულ ხალხს ამ სასამართლოსადმი აქვს.

ბოლო პერიოდში ევროპული სასამართლოდან წამოსული დოკუმენტების ტექსტი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ტექსტებს, რომელიც ძირითადად გაუმართავი ქართულითაა დაწერილი. აი, მაგალითად, „იმდენად, რამდენადაც ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა საქმეთა მასალები ერთობლიობაში“. ესაა საქართველოს პროკურატურის ტერმინოლოგია. თან, სტრაბურგში გაგზავნილ საჩივარს ჰქვია განაცხადი, ან იურიდიულ ენაზე შეიძლება მოიხსენიო, როგორც საჩივარი და ამ დროს ევროპული სასამართლდოან გამოგზავნილ დოკუმენტებში წერენ ასე: „განვიხილეთ თქვენი სასარჩელო განცხადება“. ამას არ ჰქვია სასარჩელო განცხადება!

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ნონა წოწორია პირადი გავლენის გამოყენებით მოსამართლეებზე გავლენას ახდენს?

- ეს იქნება საერთაშორისო დონის სკანდალი.

დანამდვილებით შეგიძლიათ იმის თქმა, რომ საქართველოდან გაგზავნილი წერილით წოწორიას გამოყენებული გავლენის ფაქტები დადასტურებულია?

- დიახ, დადასტურებულია. და ისიც დადასტურებულია, რომ ნონა წოწორია არის „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი. ამის შესახებ უცხოურ პრესაშიც არაერთხელ დაიწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ავიწყდება, რომ ევროპულ სასამართლოში ის „ნაცმოძრაობას“ არ წარმოადგენს. ის არის ევროპულ სასამართლოში არჩეული მოსამართლე, იმის გამო, რომ მაღალეთიკურ სტანდარტებს უნდა ექვემდებარებოდეს, მისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანის უფლებები და ევროპული კონვენცია და არა საქართველოს პროკურატურიდან წასული მითითებები, ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეზე.

თუ ქართველი ადვოკატის გაგზავნილ წერილში მოყვანილი ფაქტები ადრესატებმა გაიზიარეს და დაადგინეს, რომ წოწორიამ მოსამართლისთვის უღირსი საქციელი ჩაიდინა, გამორიცხული არ არის მას, როგორც მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყვიტონ.

და ვინც მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცეულად ჩაითვლება, იმასაც ანალოგიური ელის?

- რასაკვირველია.

გახდება თუ არა საჯარო ის წერილი, რომელიც ნონა წოწორიას ეხება?

- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ამაზე გადაწყვეტილებას ჩემი კოლეგა თავად მიიღებს. მისი წერილი უკვე თარჯიმანთაანა. ამავდროულად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ევროპული სასამართლოს მინისტრთა საბჭოს კომიტეტს და ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს წერილობით მიმართავს, იმის თაობაზე, რომ ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება. კონკრეტული გვარებია მითითებული, რომელთა საქმეებზე განხილვა დასრულებულია, მაგრამ ევროპული სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს. ამ წერილში აღნიშნულია ის, თუ როგორ ილახება ადამიანის უფლება ევროპულ სასამართლოში, სარჩელის შეტანის შემდეგ და როგორ ახდენენ მასზე ზეწოლას ქართულ ციხეებში.

წერილში დასახელებულ პირებს შორს არიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. მაგალითად, ნიკოლოზ მჭედლიშვილის საქმის განხილვა 2009 წელს დასრულდა, ეს ადამიანი გარდაიცვალა და მის საქმეზე ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ გამოუტანია, მაშინ, როცა მამუკა მჭედლიშვილისა და მამუკა ალადაშვილის საქმეები სწრაფად ამორიცხეს განსახილველ საქმეთა სიიდან.

ზაზა ხატიაშვილის მიერ გაგზავნილ წერილში დენის ყვარელაშვილის საქმის შესახებაც აღნიშნულია. ამ საქმის განხილვაც 2009 წელს დასრულდა და გადაწყვეტილება დღემდე არ გამოუტანიათ.

ამჟამად სად არის დენის ყვარელაშვილი?

- რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში. ეს პიროვნება 36 წლისაა და დაავადებულია: დელტა ჰეპატიტით, ბე ჰეპატიტით და ცე ჰეპატიტით. ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრის შემდეგ იგი ციხეში სხვა დაავადებებითაც დაავადდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა. ახლა მას გულზეც აქვს პრობლემები. ორივე ფეხი დაჩიქრებული აქვს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ სეფსისი უვითარდება. უმძიმეს მდგომარეობაშია, საპატიმრო დაწესებულება მისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას არ ახდენს. მისი ოჯახი ყველაფერს ყიდის, რომ პატიმარს მედიკამენტები მიაწოდოს, რადგან კვირაში ერთხელ 450-500 ლარის წამლები სჭირდება.

მისთვის აუცილებელია ყოველ ექვს თვეში ერთხელ კარდიოლოგიური პროფილის კლინიკაში გადაყვანა და გამოკვლევა. მას უკვე მოუწია ასეთ კლინიკაში გადაყვანის დრომ, გადასცდა კიდეც ვადა. სეფსისთან დაკავშირებით გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია, რისთვისაც სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს დავით ასათიანს მივმართე, მაგრამ გამოკვლევები მაინც არ ჩაუტარდა, რაც მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ადმინისტრაციული წესით გაავასაჩივრე. ახლა კანონით დადგენილი წესით ველდოები პასუხს ადმინისტრაციულ საჩივარზე. თუ პასუხი უარყოფითი იქნა, სასამართლოს მივმართავ, მაგრამ ამასობაში შესაძლებელია დენის ყვარელაშვილის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რომ სეფსისი განგრენაში გადაეზარდოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე არ უნდა თქვა, უნდა თქვა ქრისტიან ტერორისტი ბრევიკი

 

 

Этот человек одновременно был крайним любителем политики Израиля (он расстреливал людей, которые собрались в лагере в поддержку палестинского сопротивления), второе — этот человек был гомосексуалистом и третье — он был неонацистом. Мы уже не первый раз видим, как в европейском пространстве совпадают три вещи: неонацизм, гомосексуализм и радикальная симпатия к Израилю, вплоть до готовности убивать других»…შ

შეიძლება თუ არა ჰომოსექსუალი და სიონისტი იყოს ქრისტიანი?

 

http://za.zubr.in.ua/2011/07/29/12746/

 

Брейвик считает, что европейский политический истеблишмент — враг Израиля и главный пособник мусульман, «наводнивших» континент. «Пора перестать оказывать поддержку палестинцам и начать поддерживать наших двоюродных братьев в культурном отношении — Израиль», — писал будущий террорист.\

სხვათა შორის პუწინიც ევასებოდა :grr:

ბრეივიკი იყო ავადმყოფი ადამიანი, ავადმყოფი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...