Jump to content
Planeta.Ge

ამერიკა ინტერნეტის გარეშე


Recommended Posts

ამერიკელი მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რა რეაქცია ექნებოდათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ქვეყანაში ინტერნეტის აკრძალვის შემთხვევაში.

მკვლევარებმა 4 ათასი ადამიანი გამოკითხეს (2 ათასი მამაკაცი და 2 ათასი ქალი), რომელთა საქმიანობაც მჭიდროდ უკავშირდება ინტერნეტს. გამოკითხულთა 67%-მა განაცხადა, რომ გლობალური ქსელის გათიშვის შემთხვევაში, იმ ქვეყანაში გადასახლდება, სადაც ინტერნეტია. მათთვის პატრიოტიზმზე მნიშვნელოვანი Facebook-ში, Twitter-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ონლაინ ურთიერთობა აღმოჩნდა.

კვლევაში მონაწილეთა 14%-ს ინტერნეტის გარეშე დარჩენას დეპრესიაში ჩავარდნა ურჩევნია.

გამოკითხულთა მხოლოდ 11%-ს აქვს გაცნობიერებული საკუთარი ინტერნეტდამოკიდებულება და მხოლოდ ისინი არიან თანახმანი, რომ გლობალურ ქსელს გამოეთიშონ.

6%-მა გამოსავალი ინტერნეტის კომპიუტერული თამაშებით ჩანაცვლებაში მონახა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს მათ ინტერნეტდამოკიდებულების დონეს დროთა განმავლობაში შეამცირებს.

ვირტუალური ურთიერთობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია გამოკითხულთა 2%-ს. ინტერნეტის გარეშე ცხოვრებას მათ სიკვდილი ურჩევნიათ. საინტერესოა, რომ პოტენციური თვითმკვლელების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ (78-დან 64 გამოკითხული).

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მიღებული შედეგები ინტერნეტ ტექნოლოგიების გავრცელების მასშტაბურობას მოწმობს და მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს ინტერნეტ დამოკიდებულება.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს აშშ-ში ინტერნეტის გამორთვის ეროვნული დღე აღინიშნა. ამ დღეს, აქციაში მონაწილე ამერიკელებმა კომპიუტერის, სმარტფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებაზე უარი თქვეს.

 

 

http://image.geotorrents.com/images/75229902680218813265.jpg

 

წყარო news.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...