CPUG Posted May 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2012 ამერიკელი მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რა რეაქცია ექნებოდათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ქვეყანაში ინტერნეტის აკრძალვის შემთხვევაში.მკვლევარებმა 4 ათასი ადამიანი გამოკითხეს (2 ათასი მამაკაცი და 2 ათასი ქალი), რომელთა საქმიანობაც მჭიდროდ უკავშირდება ინტერნეტს. გამოკითხულთა 67%-მა განაცხადა, რომ გლობალური ქსელის გათიშვის შემთხვევაში, იმ ქვეყანაში გადასახლდება, სადაც ინტერნეტია. მათთვის პატრიოტიზმზე მნიშვნელოვანი Facebook-ში, Twitter-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ონლაინ ურთიერთობა აღმოჩნდა.კვლევაში მონაწილეთა 14%-ს ინტერნეტის გარეშე დარჩენას დეპრესიაში ჩავარდნა ურჩევნია.გამოკითხულთა მხოლოდ 11%-ს აქვს გაცნობიერებული საკუთარი ინტერნეტდამოკიდებულება და მხოლოდ ისინი არიან თანახმანი, რომ გლობალურ ქსელს გამოეთიშონ.6%-მა გამოსავალი ინტერნეტის კომპიუტერული თამაშებით ჩანაცვლებაში მონახა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს მათ ინტერნეტდამოკიდებულების დონეს დროთა განმავლობაში შეამცირებს.ვირტუალური ურთიერთობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია გამოკითხულთა 2%-ს. ინტერნეტის გარეშე ცხოვრებას მათ სიკვდილი ურჩევნიათ. საინტერესოა, რომ პოტენციური თვითმკვლელების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ (78-დან 64 გამოკითხული).კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მიღებული შედეგები ინტერნეტ ტექნოლოგიების გავრცელების მასშტაბურობას მოწმობს და მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს ინტერნეტ დამოკიდებულება.შეგახსენებთ, რომ 23 მარტს აშშ-ში ინტერნეტის გამორთვის ეროვნული დღე აღინიშნა. ამ დღეს, აქციაში მონაწილე ამერიკელებმა კომპიუტერის, სმარტფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებაზე უარი თქვეს. http://image.geotorrents.com/images/75229902680218813265.jpg წყარო news.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.